workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

სერხიო ბუსკეტსი

სერხიო ბუსკეტის

სერხიო ბუსკეტსმა (საბადელი, 16 ივლისი, 1988), რომელმაც გზა მესამე დივიზიონიდან ექვსი ტიტულის (სექსტეტის) მოგებამდე ერთ სეზონში გაიარა, პირველივე დღიდან დაამტკიცა, რომ ყველა დროის საუკეთესო “ბარსას” შემადგენლობაში ყოფნას იმსახურებდა.

სერხიო ბუსკეტსის სახელი კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. “ლა მასიაში” აღზრდის შემდეგ, იგი ყველა დროის საუკეთესო “ბარსას” ფუნდამენტური ფიგურა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საყრდენი ნახევარმცველი გახდა.

ბადია-დელ-ვალიესში დაბადებული ფეხბურთელი თავდაპირველად 16-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, სანამ მე-5 ნომერს დაისაკუთრებდა, 2021/22 წლების სეზონში კი პირველი გუნდის კაპიტანი გახდა.

მამამისი, კარლეს ბუსკეტსი, “ბარსას” კარს 1990-დან 1998 წლამდე იცავდა, უმცროსი ბუსკეტსი კი კლუბის ახალგაზრდულ სისტემაში 2005 წელს მივიდა.

“ბუსიმ” კლუბის ისტორიაში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით მესამე მაჩვენებელი დააფიქსირა – 722 მატჩი და 18 გოლი. მისი 15-სეზონიანი ეპოქა 2008/09 წლებში დაიწყო, როდესაც პეპ გვარდიოლამ იგი მოედანზე “რასინგ სანტანდერთან” 1-1 დასრულებულ მატჩში შეუშვა. მან იმ სეზონშივე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც რომში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მთლიანობაში, მან 32 მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა, რაც მესამე საუკეთესო შედეგია “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს შორის. თავის ბოლო სეზონში მან ლა ლიგის მეცხრე ტიტული მოიგო და “ელ კლასიკოების” ისტორიაში ყველაზე მეტი (48) მატჩის მონაწილე მოთამაშე გახდა.

კარიერა

  • სეზონები კლუბში: 2008-2023
  • თამაში: 722
  • გოლი: 18

ტიტულები

  • 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2009/10, 2011/12, 2015/16
  • 3 ჩემპიონთა ლიგა: 2008/09, 2010/11, 2014/15
  • 3 ევროპის სუპერ თასი: 2009/10, 2011/12, 2015/16
  • 9 ლა ლიგა: 2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16, 2017/18, 2018/19, 2022/23
  • 7 ესპანეთის თასი: 2008/09, 2011/12, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2020/21
  • 7 ესპანეთის სუპერ თასი: 2009/10, 2010/11, 2011/12, 2013/14, 2016/17, 2018/19, 2022/23
  • 2 კატალონიის თასი: 2012/13, 2013/14
  • 2 კატალონიის სუპერ თასი: 2014/15, 2017/18