ჰანსი ფლიკი ვარაუდობს, რომ მარკუს რაშფორდი შაბათს „ატლეტიკთან“ დაგეგმილ მატჩს ავადმყოფობის გამო გამოტოვებს. პრესკონფერენციაზე ფლიკმა თქვა, რომ რაშფორდს სიცხე აქვს, თუმცა კარგი ამბავიც არის – რაფინია სექტემბრის შემდეგ პირველად განაცხადში დაბრუნდება.
ელიან, რომ ითამაშებს ლამინე იამალი, სანაკრებო მატჩები გამოტოვა, მიზეზად ტრავმა დაასახელა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ დასვენება უბრალოდ კლუბმა ურჩია. ესპანეთს ხომ ისედაც არ ჰქონია პრობლემები. აი, პედრი კი ისევ ტრავმირებულია.
„ეჭვი მეპარება, რომ რაშფორდმა თამაში შეძლოს, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ რაფინია დაბრუნდა. არ ვიცი, ათს ითამაშებს თუ თხუთმეტ წუთს, ვიცი, რომ სკამზე დაიწყებს მერე კი ვნახოთ”, – თქვა ფლიკმა.
28 წლის რაშფორდს ამ სეზონში 16 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათგან 13 სასტარტოში დაიწყო. ექვსი გოლითა და ცხრა საგოლე გადაცემით კლუბის საუკეთესო ფეხბურთელია. მან ორივე მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრებთან ერთად. კვირას ალბანეთთან შეხვედრაში 75-ე წუთიდან გამოჩნდა.
ფლიკმა პედრიზეც ისაუბრა:
„ზუსტად არ ვიცი როდის დაბრუნდება, ეტაპობრივად პროგრესირებს, არ ვაჩქარებთ და ზეწოლას არ ვახდენთ. აღდგენის პროცესი კარგად მიდის. არ ვიცი “ჩელსისთან” დაბრუნდება თუ შემდეგ შეხვედრაში”.
იამალზე:
„მგონია, რომ შეძლებს თამაშს. ბოლო კვირებში ძალიან კარგად ვარჯიშობს. ბოლომდე მზად არ არის, მაგრამ სამედიცინო შტაბისგან დასტური გვაქვს”.
ასევე, გუნდს ძირითადი მეკარე, ჟოან გარსიაც დაუბრუნდება.
იამალის ეს "ტრავმა" წნეხისგან განთავისფლების მექანიზმი მგონია. ცუდად წაუვა თამაში იტყვიან "ტრავმა" აწუხებს და ბოლომდე არაა ჯანმრთელიო. უმაღლეს დონეზე ითამაშებს და ხმას არ ამოიღებენ. კარგი მოფიქრებაა.
მართლა რა ხდება, ფეოლა სულ მარტო დარჩა ადმინისტრაციაში? მწერლები რა იქნენ ხო არ გაიფიცნენ?
პედრი დაბრუნდეს მთავარია, ერთ კაციანი გუნდია ტიპი, მის გარეშე საერთოდ სხვაგან ვართ
ეხლა წავიკითხე ბარსელონა რო იგებდა 3-2 ლევანას მაგივრად კრისტენსენის შემოყვანა უნდოდაო ფლიკსო ინტერთან რო მეორე სართულზე ეთამაშაო და ბრძოლა მოეგოვო და თურმე კრისტენსენს უთქვია დისკომფორტი მაქო ზურგის ადგილშიო და გაოგნებულები დარჩნენ აზრზე არიყვნენ არც იცოდნენ და სხვა გზა არ ქონდათ და ლევანა შემოიყვანეს
ფეოლასაც დააწყებინეს ყოველდღიური სტატიების წერა, კაროჩე 2019 წლის მესივით მარტო მოათრევს საიტს. Writer ტერ შტეგენია.
🚨 ჰანსი ფლიკი, თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, დაცვის ხაზის აწევის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რათა ისეთივე ეფექტური იყოს ეს ‘ხაფანგი,’ როგორც გასულ სეზონში.
საწვრთნელ ბაზაზე, ჰანსი ფლიკი და ჰეიკო ვესტერმანი, დიდ ეკრანზე აშუქებენ იმ შეცდომებს, რომლებსაც თამაშგარის ხაზის აწევისას ფეხბურთელები უშვებენ.
დაცვით პრობლემებზე ფოკუსი არა მხოლოდ უკანა ხაზზე, არამედ პრესინგის მომენტზე და ბურთის სახიფათო ზონებში დაკარგვას მოყვა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითითება იყო ის, რომ ბურთზე გაცილებით მეტი პრესინგია საჭირო. ამის მაგალითად, მბაპეს გოლი, “ელ კლასიკოზე” და ბორხა იგლესიასის გოლი იქნა ნაჩვენები.
ამ ასპექტში, მეკარეებსაც დიდი როლი აქვთ. თამაშის ეს სისტემა მათგან მაღალი სიფრთხილის საჭიროებას მოითხოვს.
ჰანსი ფლიკი ყოველთვის ყურადღებითაა და ყველაფერს პირადად ზედამხედველობს.
პედრის გარეშე ძალიან ჭირს, სანამ არ დაბრუნდება დალაგებულ თამაშს არ ველი.