“ენფილდის” აჩრდილი შეუნიშნავთ გუშინ “იდუნა პარკზე”. ბარსელონაში გამართული მატჩიდან მალევე ერთი კარგი ფოტო გავრცელდა. ბოლო წუთებზე რაფინიას ერთი-ერთზე გაჰყავს ლამინე, მეორე ფოტოზე კი მესიმ შეატოვა დემბელე მეკარეს, ერთი გოლია საჭირო და მანდ დამთავრდება ყველაფერი. ლამინემ ეს შეძლო, დემბელემ კი რაც ქნა ყველას კარგად.. უფრო სწორად, ცუდად ახსოვს. განმეორებითი მატჩის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამ მომენტების მნიშვნელობაში. დიახ, ამ სტადიაზე ყველაფერს ერთი დარტყმა წყვეტს.
იყო ეს ფლიკის “ბარსას” ყველაზე ცუდი მატჩი? არა მგონია, ამაზე ცუდიც მინახავს, მაგალითად “მონაკოსთან”, აი, 2025 წელს ნამდვილად ყველაზე ცუდი იყო, “ბარსა” ახალი წლიდან მოყოლებული პირველად დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა ნახევარფინალში, ესე იგი, ფლიკმა იოლი კალენდრით განსაზღვრული პროგრამა მინიმუმი შეასრულა. ბოლოს როდის იყო “ბარსა” ნახევარფინალში? უკვე გავიხსენეთ ეგ ამბავი? კარგი ბატონო. დემბელეს წაუღია მთელი “ენფილდი”! ისე კი, პარალელურად უსმანიც გავიდა ნახევარფინალში და გაიზარდა იმის შანსი რომ კიდევ ერთხელ შეხვდეს “ბარსას”.
სად არის შინაგან სამინისტრო?
სად არის და სკამზე! ფლიკმა პედრი დაასვენა, სკამზე დასვა და ალბათ სწორიც იყო, იმ კაცს დასვენება სჭირდება, რჩევა რომ ესმოდეს იამალზეც იმავეს ვეტყოდი, რადგან ასეთი გადამწვარი ლამინე ჯერ არ გვინახავს, მთელი სეზონია ძირითადშია და უკვე მაგრად ეტყობა, რომ მეტი არ შეუძლია. მომდევნო ორ შეხვედრაში რაც შეიძლება მეტი უნდა დაისვენოს იმისათვის რომ “მადრიდსა” და “ინტერი”/”ბაიერნის” გამარჯვებულს მზადყოფნაში შეხვდეს. ეს ხომ მხოლოდ სეზონის მიწურული არ არის, “ბარსა” მორიგი ლეგენდის შექმნას უახლოვდება, ლეგენდებში კიდევ ყველა დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პედრის გარეშე ბოლო პასმა ვერ ივარგა, ბოლომ კი არა, დე იონგის წინა ფაზაში ვერაფერმა ვერ ივარგა, არადა, “დორტმუნდი” მაღლა აწეული დაცვით თამაშობდა, ეს ის არის, რაც “ბარსას” ყველაზე მეტად აწყობს და ყველაზე მეტად უყვარს, წარმოუდგენელია რომ ამ პირობებში ბევრი მომენტი ვერ შექმნეს, ელემენტალურად, ბოლო პასი ვერ კეთდებოდა. პედრის არყოფნაში ხანდახან რაფინია ითავსებს ხოლმე ამ როლს, მაგრამ ბოლო პასის ამბავში რაფინიამაც მაგრად აურია. არაფერს ჰგავდნენ ლევანდოვსკი და ლამინეც.
უნდა ითქვას რომ “ბარსას” ძალიან დაეტყო ბალდეს არ ყოფნაც, ფლიკს უფასდება სეზონის მიმდინარეობისას თავისი გათვლები, ყოველთვის აძლევდა დროს ჟერარ მარტინს, ახლა კი ძირითადში დაჭირდა, თუმცა, ბალდესთან შედარებით ბევრად უკან არის, შეტევაში იმის ნახევარსაც ვერ აკეთებს, ბალდე ხომ ფაქტობრივად გარემარბია?! დაცვაში კიდევ მაგრად დაიჩაგრა სისწრაფეში. მარცხენა მცველს თუ ამხელა გავლენის მოხდენა შეეძლო არ მეგონა, მაგრამ დააკვირდები და ეგრეა – ბალდე ძალიან დიდი დანაკლისია.
უკვე მეთერთმეტე წუთზე გირასმა ანგარიში პენალტით გახსნა. იყო პენალტი. შესნიმ დააგვიანა. ხაზზე ნამდვილად კარგია, მაგრამ გამოსვლები მისი აქილევსის ქუსლია. რა თქმა უნდა, ასაკიც თავისას აკეთებს, სისწრაფეში მოიკოჭლებს.
ვეღარ გაძღა
გირასმა ერთი არ იკმარა, სამი შეაგდო, პავლიდისივით, მიმდინარე სეზონში მეორე ფეხბურთელი გახდა ვინც “ბარსას” სამი შეუგდო ჩემპიონთა ლიგაზე. იქამდე ასეთი რამ 1997/98 წლების სეზონში მოხდა, “ბარსას” სამი გოლი კოლუმბიელმა ასპრილამ და უკრაინელმა შევჩენკომ შეუგდეს. შევიდა გირასი ისტორიაში. “ბარსა” კიდევ წინა მატჩისა არ იყოს, მეტოქის ავტოგოლმა იხსნა. ფლანგიდან ჩაწოდებულს დიდებულად დაახვედრა ფეხი და დორტმუნდელებს გულიც გაუხეთქა.
გადაღლა ერთია, პედრის შეუცვლელობა მეორე და განწყობა კიდევ მესამე, ასე მომეჩვენა რომ “ბარსა” მეტად მოშვებული გავიდა მოედანზე. ორჯერ და სამჯერ მეტად მოუწევთ მომდევნო მეტოქესთან დახარჯვა, წინაზეც ხომ ვახსენეთ? – “ინტერი” ლიგის მთავარი ფავორიტია.
ამ შეხვედრაში კიდევ მაინც ფრენკი დე იონგს გამოვყოფდი, ფრენკიმ პირველივე ტაიმში მიიღო გაფრთხილება და სულ დანის პირზე იარა, ერთხელ არ გაურისკავს, ერთხელ არ შემცდარა, თავიდან ბოლომდე გააზრებული ჰქონდა რომ ერთ შეცდომას შეიძლებოდა ყველაფერი წყალში გადაეყარა. ახლა კიდევ გუნდი ნახევარფინალშია, ესე იგი, ერთ ნაბიჯში ფინალამდე, ამ თაობისთვის ეს დიდი მიღწევაა, ფრენკი დე იონგი ამ სტადიაზე მხოლოდ “აიაქსთან” ერთად არის ნამყოფი და მაშინდელი “ბარსელონასი” არ იყოს, მასაც ძალიან მძიმედ ახსოვს ეგ ამბავი, ახლა გამოსწორების ჯერია, ახალი ისტორიის დაწერის ჯერია.
რაღაც მხრივ კარგიც კია ასეთი მარცხი, სულ ვიტამინებში წავა. აქამდე სადაც “ბარსა” დამარცხებულა, სულ გაუმჯობესებული ბრუნდებოდა, ესე იგი, ფლიკი კარგ ანალიზს აკეთებს და სწორი დასკვნებიც გამოაქვს. ნახევარფინალში ბევრად უკეთეს “ბარსას” ველით.
წინ რა გველის
რა გველის და ტიტულები!
რონალდუს რეკორდზე ვერ წავლენ სამაგიეროდ.
გირასის ბომბარდირობას რაც შეეხება, მორჩა ამ კაცის გამოსვლა ლიგაზე და რაფინიაც და ლევანდოვსკიც გავლენ ისევ წინ.
ბორუსიამ, ჯგუფურების ჩათვლით სულ 5 გოლი გაგვიტანა და ხუთივე ამ გვინეელმა გირასმა.
მე დავიწყებდი მადლობით, დღეს 16 აპრილია, ხოდა ამ სეზონის დასაწყისში რომ ვინმეს ეთქვა 16 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, კოპას ფინალში, ლალიგის სათავეში 4 ქულიანი ჰანდიკაპით იქნებით და თან სუპერთასი უმარტივესად გექნებათ უკვე მოგებულიო ან გამეცინებოდა ან მიზეზების ახსნას დავიწყებდი რატომაა ყველაფერი შეუძლებელი. მეოთხედფინალი ნაცნობია და აი ნახევარფინალი უკვე ფინალის გემოს ტოვებს, იქვე ტრიალებს და მოკლედ ნახევარფინალში გასვლა წარმატებულ სეზონს ნიშნავს უკვე ლიგაზე მე თუ მკითხავთ, მადა ჭამაში მოდისო და ახლა მოგება გვინდა ლიგის თასის, მაგრამ რომ ვფიქრობ რასაც უკვე მივაღწიეთ მაგარია და ამითაც კმაყოფილი ვიქნები სეზონის ბოლოს, ხოდა ამისთვის მადლობა ფლიკს და მის ბიჭებს. ამ თამაშს რაც შეეხება რათქმაუნდა პირველი მატჩის ანგარიშმა განაპირობა ყველაფერი, გადაღლილობა და დანაკლისი ერთია, მაგრამ ყურადღებით ხომ მეტად შეიძლებოდა თამაში? ხოდა ეს ჩავარდნა ჯერჯერობით პირველი მატჩით გათამამებას მივაწეროთ. აი დაღლას და დანაკლისს რაც ჩეეხება – ვაიჰ. ვერცერთი ჩვენი ფეხბურთელი ვეღარ დარბოდა სადღაც მეორე ტაიმის ნახევრის მერე, დაგორავდნენ, აღარ შეეძლოთ მეტი, სიქა აქვთ გამძვრალი, ინიგოს და ბალდეს არ ყოფნამ საერთოდ დიდი კვალი დატოვა დაცვაზე და შეტევაზეც, ბალდე შეუცვლელია თურმე, მარტინი დროს რომ იღებდა კარგი იყოო ფეოლამ მარა ეგ დრო ფორტს რომ მიეღო ბევრად კარგი იქნებოდა ჩვენი მარცხენა ფლანგი გუშინ ჩემი აზრით. დაცვაში გაარღვიეს, წინ ვერაფერი აკეთა, რომ ადიოდა შეტევაში უკან ვერ ასწრებდა ჩამოსვლას, ქაჯობების კეთება ვერ მოასწრო თორე ათრიეს დორტმუნდელებმა, ნელია ტიპი ვინ დააყენა საერთოდ ფლანგზე მარტინი და რატო არ ვიცი, არაფერი მაგას საერთო ფლანგის მცველობასთან არ აქვს. ცენტრს რაც შეეხება, არაუხო აღარ არსებობს უბრალოდ ესაა მაგის მოკლედ დახასიათება, არ იყო ინიგო და მარტო კუბარსი ვეღარ აუვიდა, იმ ***-მ კიდე მესამე გოლი აჩუქა გირასის, ნუ არ ვიცი ადრე არაუხოსთან ერთი ერთზე თუ ვინმე გავიდოდა ვიცოდი რო შეჭამდა ყველანაირად, ახლა რო ვუყურებ შეიძლება მეც კი მოვატყუო, ბევრად ცივსისხლიანი და სწრაფი მახსოვს, ახლა ქათამია ჩვეულებრივი, არ ვიცი კონკრეტულად რამ მაგრამ ხასიათი შეუცვალა ბოლო მოვლენებმა, არ მეგონა ეგეთი სუსტი თუ იქნებოდა ფსიქოლოგიურად. იგივეს თქმა შემიძლია ფერმინზეც, ბურთს რომ იღებს ვიცი რომ დაკარგავს, პასს თუ აკეთებს გასამწვავებლად ვიცი რო ჩაუჭრიან, თუ ურტყამს აცილებს ამას ცოდნაც აღარ უნდა, არადა რომ გამოჩნდა ისეთებს ურახუნებდა თუნდაც შორიდან გამიხარდა ერთი დარტყმის მცოდნე ნახევარმცველიც გამოერია ძლივს ლამასიაშითქო. დანარჩენებზე უბრალოდ ვიტყვი რომ დაღლილები არიან და დასვენება ჭირდებათ. იმედია ამ თამაშს კარგ გაკვეთილად მიიღებენ და მეტად მობილიზდებიან ნახევარფინალისთვის, ფლიკმაც მეტი უნდა იფიქროს როგორ დაასვენოს ძირითადი ძალა და სკამის ფეხბურთელებითაც მიიღოს შედეგი, თორემ ამ ქაოტურ გრაფიკში სხვანაირად არ გამოვა დიდ მიზნებზე ფიქრი და მოგვიწევს უკვე არსებულ აწმყოსთან შეგუება და იმ მადაზე უარის თქმა რომელიც უკვე გაგვიმძაფრდა.
მარცხენა მცველს რაც შეეხება, მარტინი არ არის ბალდეს პირდაპირი ალტერნატივა. მარტინი პოზიციურ დაცვაშია ძლიერი, ბალდეზე კარგი პასი აქვს, უკეთესი გაბარიტები, უფრო ხისტი მოთამაშეა და ა.შ. მაგრამ ბალდეს სისწრაფე, დრიბლინგი და ა.შ. არის ის, რაც გუნდის მექანიზმში ზის. ბალდე ფლანგის გაწელვაზეა ხოლმე პასუხისმგებელი, რაც რაფინიას საშუალებას აძლევს ცენტეში შეიწიოს მეორე ფორვარდად. ბალდეს არყოფნაში კი რაფინიას მოუწევს მაგ ფუნქციის თავის თავზე აღება.
ინტერი არის ძალიან ძლიერი, გამოცდილი და ძნელად გამოსაგდები, "ძაღლი გუნდი", სერია ა-ს ატლეტიკო, უფრო წარმატებული და გაუმჯობესებული, უფრო მეტი გამარჯვებულის ფსიქოლოგიით;
სერიაში არის ლიდერი და დიდი ალბათობით მოიგებს კიდევაც;
უბრალოდ 1/2 ფინალში ბაიერნს მაინც მირჩევნია
კი, მაგრამ ინტერი წინა წლებში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ახლა. ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უარესი ნაპოლი ჰყავს მდევრად. წელს არ არიან სტაბილურები
მარცხენა მცველს რაც შეეხება, მარტინი არ არის ბალდეს პირდაპირი ალტერნატივა. მარტინი პოზიციურ დაცვაშია ძლიერი, ბალდეზე კარგი პასი აქვს, უკეთესი გაბარიტები, უფრო ხისტი მოთამაშეა და ა.შ. მაგრამ ბალდეს სისწრაფე, დრიბლინგი და ა.შ. არის ის, რაც გუნდის მექანიზმში ზის. ბალდე ფლანგის გაწელვაზეა ხოლმე პასუხისმგებელი, რაც რაფინიას საშუალებას აძლევს ცენტეში შეიწიოს მეორე ფორვარდად. ბალდეს არყოფნაში კი რაფინიას მოუწევს მაგ ფუნქციის თავის თავზე აღება.
ინტერი არის ძალიან ძლიერი, გამოცდილი და ძნელად გამოსაგდები, "ძაღლი გუნდი", სერია ა-ს ატლეტიკო, უფრო წარმატებული და გაუმჯობესებული, უფრო მეტი გამარჯვებულის ფსიქოლოგიით;
სერიაში არის ლიდერი და დიდი ალბათობით მოიგებს კიდევაც;
უბრალოდ 1/2 ფინალში ბაიერნს მაინც მირჩევნია
რატომღაც მგონია რო ბავარია გააგდებს 😂

ღადაობაა ტვიტერზე, ახლა ყველა ერთხმად მსაჯს მიადგნენ და ლანძღავენ 😂
ინტერი ლიგის ფავორიტი? ბოლო წლების ყველაზე სუსტი ინტერია, ჩემპიონატშიც ძალიან არასტაბილური. ჩემთვის პირადად მნიშვნელობა არ აქვს ინტერი იქნება ნახევარფინალში თუ ბაიერნი, ორივესთან ფავორიტები ვიქნებით და თუ ლიგის მოგება გვინდა(მითუმეტეს ტრებლის) ამ ინტერსაც უნდა მოვუგოთ და ამ ბაიერნსაც
მარცხენა მცველს რაც შეეხება, მარტინი არ არის ბალდეს პირდაპირი ალტერნატივა. მარტინი პოზიციურ დაცვაშია ძლიერი, ბალდეზე კარგი პასი აქვს, უკეთესი გაბარიტები, უფრო ხისტი მოთამაშეა და ა.შ. მაგრამ ბალდეს სისწრაფე, დრიბლინგი და ა.შ. არის ის, რაც გუნდის მექანიზმში ზის. ბალდე ფლანგის გაწელვაზეა ხოლმე პასუხისმგებელი, რაც რაფინიას საშუალებას აძლევს ცენტეში შეიწიოს მეორე ფორვარდად. ბალდეს არყოფნაში კი რაფინიას მოუწევს მაგ ფუნქციის თავის თავზე აღება.
აქ ბიჭებმა ძალები დაზოგეს და თამაშსაც ეტყობოდა პრინციპში,იამალი უნდა დაასვენოს სელტასთან 17 წლის ბავშვია და გადამწვარია ფაქტია.პედრი რომ დაასვენა კარგია დიდი ალბათობით ინტერი შეგვხვდება და ნახევარფინალში უკეთესს თამაშს დადებენ,აქ გასულები იყვნენ და არ მოიკლეს თავი
ერთი შესწორება: ლევანდოვსკი კარგი იყო
რაც შეეძლო გააკეთა და მომენტი არც შეუქმნეს რომ ეცადა გატანა
რაღაც პონტში კაია აქ რო გავტეხეთ თამაში,რადგან არაფერს ცვლის. ისე 6 კილომეტრით ნაკლები ირბინეს ჩვენებმა.