“ბარსამ” ესპანეთის თასზე “ბარბასტრო” დაამარცხა გასვლით შეხვედრაში და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბოლო წლებში, როცა ასეთ მეტოქესთან უწევდა “ბარსას” თამაში, როგორც წესი, მოსაწყენი მატჩები იმართებოდა, ახლა კი გაართეს მაყურებელი. მატჩის მერე “ბარბასტროს” ფეხბურთელმა მეგობარ გოგონას ხელი თხოვა და ეს იყო ადგილობრივი ქომაგის გამარჯვება! იმ გოგომაც თანხმობა განაცხადა და გაიხარა მთელმა ბარბასტრომ!
“ბარსამ” კი მოიგო, მაგრამ ვერ აქვს საქმე სასიხარულოდ, პაუ ვიქტორი და დანი ომო თამაშგარეში რჩებიან, ლაპორტამ ორივე დაიბარა და დიდი ბოდიში მოუხადა, სავარაუდოდ ვერცერთმა გაბედა ეთქვა აიღე ეგ ბოდიში და თბილ ქვეყნებში წაიღეო. ასე რომ ეპასუხათ ხომ გავიგებდით?! ასე რომ, ჯერ კიდევ ველით სასწაულს და ორი ფეხბურთელის რეგისტრაციას. თუ არადა, მოეჭრება ლაპორტას უკვე მოჭრილი თავი და უკვე გავრცელებული ხუმრობისა არ იყოს.. ოლმოს აწი ფეისბუქზე თუ დაარეგისტრირებს.
დებიუტი და დაბრუნება
“ბარსა” საბრძოლო შემადგენლობით გამოცხადდა, დასვენების მერე ფორმაში შესვლაა საჭირო, წინ ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაა, ამ მინი-ტურნირის მოგება ახლა ისე სჭირდება გუნდს როგორც არასდროს. მორიგი შავი ღრუბელი მოემართება “ბარსას” თავზე და ამ პატარა სიხარულს ნამდვილად შეუძლია ღრუბლების გაფანტვა.
როგორც ვივარაუდეთ ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ შესნი, ის იქნება სათასო მეკარე, ფლიკი გააგრძელებს ყოფილი მწვრთნელების ტრადიციას და სხვადასხვა ტურნირებზე შეცვლის ხოლმე მეკარეებს, აი, სუპერ თასზე საინტერესოა ვის ანდობს კარს.
კარგი ამბავია რონალდ არაუხოს დაბრუნება, მთელი პირველი ნახევარი გაუცდა, არაუხო კიდევ რა ძალაა კარგად მოგეხსენებათ, ჯანზეა, თამაშს მოწყურებული, პირველი გოლი მისი პასის შედეგად გავიდა, თავით დაუგდო ერიკ გარსიას და ამანაც მშვენივრად შეასრულა. ამ გოლამდე კი თავად შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მეტოქის მეკარემ საოცარი ბურთი აუღო, ახლო მანძილიდან, თავით დარტყმული. არაუხოს ფლიკის “ოფსაიდის ხაფანგის” ათვისება არ უნდა გაუჭირდეს, ყველაზე მეტად მას მოსწონს ასე თამაში, რადგან სისწრაფის ხარჯზე მარტივად რისკავს ხოლმე.
იყო კიდევ ერთი დებიუტანტი ტონი ფერნანდესის სახით, სულ რაღაც 16 წლის არის, ის გახდა რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი “ბარსას” ისტორიაში, პირველზე, რა თქმა უნდა, ლამინე იამალია. ტონისაც ეტყობა ის, რაც ყველა ლა მასიელს – სათამაშო აზროვნება და ტექნიკა. ჰოდა, მივადევნოთ თვალყური. მოდიან და მოდიან აკადემიიდან.. ბოლოც არ უჩანს.
ლევანდოვსკი კარგ ხასიათზე
მეორე ტაიმში საუკეთესო პაბლო ტორე იყო, საგოლე პასებიც მიითვალა და ბოლოს გოლიც შეაგდო, მეტოქის მეკარემ რატომღაც საგოლე პასი მისცა და პაბლომაც არ დააღალატა. საგოლე პასებიც ლამაზი იყო, განსაკუთრებით მეორე, ლევანდოვსკიმაც ცივსისხლიანად შეასრულა, დაბალი დარტყმით, კუთხეში.
კარგი იყო, მაგრამ გუნდის სახელის ხსენებაზე უკვე გაეღიმება ადამიანს. ვინ დააარსა ნეტავ “ბარბასტრო”?!
ეს იყო ვარჯიში “ბილბაოსთან” მატჩამდე. ბასკებს სუპერ თასის ეგიდით შეხვდებიან კატალონიელები, მოგეხსენებათ უკვე ნახევარფინალებიდან იწყება ხოლმე სუპერ თასის გათამაშება, მეორე წყვილში კი “მადრიდი” “მალიორკას” შეხვდება. ნებისმიერ შემთხვევაში კარგი სანახაობა გველის, ერთი ეგ არის, მატჩები საუდის არაბეთშია, იქ კიდევ ვერ გაიგეს რა დროს მიდის ხალხი სტადიონზე, მაგალითად, იტალიის სუპერ თასით ვერ დაინტერესდნენ არაბები, “ბარსა” და “მადრიდი” უფრო მოსწონთ როგორც წესი.
ასე რომ, წინ ფლიკის პირველი დიდი გამოწვევაა. გერმანელი პირველად გაიწევს ტიტულისკენ. დიდი ალბათობით ოლმოსა და პაუ ვიქტორის გარეშე.
ამ თამაშში გამოჩნდა, რომ ბარსა სერიოზულად მიუდგა საქმეს და არა შარშანდელივით ძლივს რო მოიგეს 3-2.
მეორე კი ფატის "თამაში" მაგას ვერც კი გავყიდით ვინ უნდა წაიყვანოს? თბილისის დინამომ? ამ თამაშში 2 საგოლე მომენტი ქონდა და ორივე უაზროდ გაანიავა.
რა რეპუტაცია აქვს ? ვის რა ### გადაუღუნა კიკე სეტიენის დაქცეული ბარსას გარდა კორონა ლიგისას gigi.gif
ჩვეულებრივი სერედნიაკი ###ა
ნეიმარი – მბაპე – დი მარიას შეტევას რო ამოწეული დაცვით ეთამაშა მანდ გამოჩნდა მაგისი გაქანება და აზროვნება
გასპერინის რაც გაუკეთებია ფეხბურთისთვის არ დაესიზმრება მაგას არასდროს
როგორც ტრენერი გასპერინი ბევრს ჯობს ძაან დღეს, ამას ხო ჯობს და ჯობს biggrin.gif მარა ლიგა თუ არ გიდევს სახლში ისე არ გაფასებენ დღეს
თასიც და სუპერ თასიც მოსაგებია, რომ უტიტულოდ არ დავრჩეთ.
ტონი ფერნანდესი იამალის პოზიცია არის თუ საპირისპირო?
იამალის პზოციიაა მაგრამ იამალი რეალურად შუაის თამაშობდა ორივე ცრუ ცხრიანია გამსხვავება ისაა რო ფერნანდესი უფრო აკრობატულია
გუშინ ისე ბევრი ჩაწოდება იყო და აშკარად დამუშვაბეული კონბინაცია იყო ჩაწოდება თავური პასი და მერე კიდე თავური არაუხოს გარეშე მაგ გეგმას აზრი არ ქონდა
საბოლოო თარიღი რა არის რეგისტრაცია რომ დაადასტურონ?
ტონი ფერნანდესი იამალის პოზიცია არის თუ საპირისპირო?