workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ყველას არ უხარია

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ყველას არ უხარია

   ჯერ კიდევ 2009 წელია და ვარჯიშზე მივიჩქარი, ისე მოხდა რომ დავაგვიანე, მე მგონი, პირველად ცხოვრებაში. გამიშვეს საჯარიმო წრეზე და სადღაც ათი წრის მერე მწვრთნელი მეკითხება “ბარსამ” რა ქნაო, თითქოს ამით მანიშნა შუაღამემდე ფეხბურთს რო უყურებ შენ შენი საქმე გაქვს, შენ ასაკში რო იყვნენ იმ ფეხბურთელებს სხვა ფეხბურთელები ფეხზე ეკიდათ, ან მაყურებელი ხარ, ან ფეხბურთელი, ორივე ერთად არ გამოდის, რეჟიმს დაგირღვევსო. 

3:2 მოიგო-მეთქი. გაუკვირდა. ეგრე მაგრად ეთამაშნენო? არა, სამით ნულს იგებდნენ და მერე მიუშვეს, როგორც იციან-მეთქი. ეჰ, ჩაიქნია ხელი, მიხვდა რომ პეპის “ბარსასთან” არავის შანსი არ ჰქონდა. ჩაყვინთა მადრიდულ ფიქრებში. 

ეგრეა, თუ რამეს ჰგავს ფლიკის დებიუტი, გვარდიოლას სადებიუტო სეზონია. პირველ ტაიმში ქვას-ქვაზე არ ტოვებს და მერე დასვენების ჯერი მოდის. სეზონი გრძელია, მიდი და აგორავე, არაფერი იტკინო, მთავარი მატჩები ჯერ კიდევ წინ არის. როგორ დასრულდა პეპის დებიუტი ყველას კარგად მოგვეხსენება, განსხვავება ძალიან ბევრია, მაგრამ იგივე განწყობა მოიტანა – ფაქტია. პეპს უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, უფრო დაბალანსებული ასაკით, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ძლიერი გუნდები თამაშობდნენ, ასე მგონია, რა ვიცი.. 

მოკლედ, აიწყვიტა ფლიკის “ბარსამ”. 

მოკალი თამაში 

კუნდე დაასვენეს, მის ნაცვლად ფორტი ვნახეთ საქმეში. გაშვებული გოლები მისი ფლანგიდან შეტევებს მოჰყვა, გოლებს კიდევ აწეული ალამი, რაც უკვე ტრადიციად იქცა. სკამზე დასმულმა კუნდემ ისაუბრა ამაზე ჟურნალისტებთან, დაცვაში ყველაზე მეტად თამაშგარე მდგომარეობის შექმნაზე ვმუშაობთო. მაგრად გამოდის, ვერაფერს იტყვი, უკვე აღარც ვნერვიულობ გოლი რომ გადის, ეს თამაშგარე ბრონის ჟილეტივით აქვს ფლიკს მორგებული. 

დანი ოლმო ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. დუბლი შეასრულა. ორივე ძალიან ლამაზი გოლი იყო, პირველი გოლის დროს ლამინე იამალმა მორიგი შედევრი შექმნა, ტერფის გარეთა ნაწილით გაჭრა დაცვის ხაზი და ოლმომაც კარგი გოლი შეაგდო. უკვე კვარაცხელიაზე ხშირად იყენებს “ეფეს” იამალი და სრულყოფილებამდე აქვს ასეთი პასი დახვეწილი. გნებავთ ტირაჯირო, გნებავთ ტერფის გარე ნაწილი, საიდანაც უნდა, როგორც უნდა ისე ატრიალებს. დრო მოვა ჯარიმებსაც დაარტყამს, შეუძლებელია ფეხბურთელი ასე გრძნობდეს ბურთს და ჯარიმებს ვერ არტყამდეს. 

ოლმოს მეორე გოლიც კარგი იყო, საჯარიმოს მისადგომებიდან გახვრიტა “ესპანიოლის” კარი, მცირე რიკოშეტიც წაეხმარა, უკვე ბევრჯერ გვანახა რომ საუკეთესო დამრტყმელია “ბარსას” შემადგენლობაში, დაბრუნებაც ასეთი უნდა. ოლმო პედრისა არ იყოს, ხელშეუხებელია. ეს კიდევ ვერ არის გავისთვის დიდად დამაიმედებელი ამბავი. 

ოლმოს გოლებს შორის იყო კიდევ ერთი გოლი. რაფინიამ შეაგდო. გოლის გარეშე გასვლა აღარ უნდა. კასადო კიმიხს შევადარეთ, კიმიხი კი არა, ანდრეა პირლოს მსგავსი პასები ჩამოარიგა, ეს საგოლე პასიც დიდებული იყო, თუმცა, უფრო ჩავი გამახსენა, ვიდრე პირლო, ჩავის ჰქონდა ამის უნარი, ზუსტად იმ სიმაღლეზე გაეკეთებინა პასი მცველს რომ გადაცდენოდა და მაინცდამაინც დიდხანს არ ეფრინა ჰაერში, აი პირლოს პასები, როგორც წესი, “პარაშუტი” იყო. ვისაც გინდათ იმას შეადარეთ, გადასარევი ფეხბურთელია. 

ყველას არ უხარია 

ნახავდით გოლის მერე დაღვრემილ დე იონგს, ხვდება რომ მცირე შანსი აქვს ძირითადში დაბრუნების, რადგან, მარკ კასადო შეუცვლელ წევრად ყალიბდება. უფრო მეტად ერგება საყრდენის როლს, მასთან ერთად თამაში უფრო დალაგებულია. რატომ იყო დე იონგი “მადრიდთან” ასეთი კარგი? იმიტომ, რომ საწყის ეტაპზე კასადოს მიუდგა გვერდით, ფლიკმაც იცის რომ ეს ფორმულაა, თუ ორი საყრდენით თამაშობ დე იონგი ძალიან სასარგებლოა, აი, თუ მარტოა, აქ უკვე პრობლემები იწყება. არა მგონია, ამ სეზონში ფლიკმა ბევრჯერ ითამაშოს ორი საყრდენით, და თუ მაინც ითამაშებს, მაშინ გავიც ჩაერთვება კონკურენციაში. 

ამიტომ იყო ფრენკი დაღვრემილი. ყველაზე დიდ ხელფასს იღებს და სკამზე უწევს ყოფნა. და როცა ყველაზე დიდ ხელფასს იღებ, მაგრამ საკმარის დროს ვერ ატარებ მოედანზე, აუცილებლად გახსენებენ სეზონის ბოლოს გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში, ჰოდა, დაიწყება მერე ყველაფერი თავიდან.. 

მეორე ტაიმში “ბარსა” მოეშვა. ცვლილებებმა თამაში არია, კასადოსა და ოლმოს გასვლის მერე ცენტრი ვეღარ იყო ისეთი დალაგებული. “ესპანიოლიც” კარგად უტევდა, ერთ მომენტში პენიამ ტერ შტეგენის სტილში იხსნა კარი, პედრის დაკარგულ ბურთს მოჰყვა ეგ შეტევა. 

საერთო ჯამში რა იყო ცუდი? დაგვიანებული, ან, არგაკეთებული პასები. ოლმომ ორჯერ აშკარად არ გაუკეთა პასი ლამინეს. არ ვიცი გასვლის მერე რა უთხრა ფლიკმა, მაგრამ ეს მომენტი არაფრით არ გამოეპარებოდა. ასევე, იყო შეტევა 5-3 ზე, რომელიც გოლით ვერ დასრულდა, ლევანდოვსკიმ თავის თავზე აიღო თამაში და მეკარემ აჯობა. ასეთ თამაშებში ეს დანაშაული არ არის, მით უმეტეს, ლევანდოვსკისგან. 

ყველა კმაყოფილია. მომდევნო მატჩი კი “რედ სტართან” გაიმართება. არის გასახსენებელი ამბები და თამაშამდე გავიხსენებთ კიდეც. 

გასწი მერანო! 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • rivaldo80
    schedule 06 ნოე 2024, 03:11
    #26

    ციტატა: ნიკა
    ისევ დაიწყებენ შემოგროვებას ბარსას გარშემო მედროვე გულშემატკივრები. რამდენისგან გამიგონია მესი რომ წავიდა ბარსას ვეღარ ვგულშემატკივრობო ეს და ათასი სხვა კიდევ. როგორც ქართველს გამიხარდებოდა კვარა ბარსაში, მაგრამ მეორე მხრივ ყველა მის ქომაგობას დაიწყებდა და იმდენ იდიოტობას მოვისმენდი საყვარელ გუნდზე,ან იმდენი <<ცენზურის დარღვევა>> უგულშემატკივრებდა ისე რომ ფეხბურთის და საერთოს ბარსას გაგნებაშიც არ იქნებოდნენ რომ დიდდ არ განვიცდი ეგ რო არ მოხდა.
    მესის ეპოქის შემდექ დეპაი რომ იყო გუნდის მთავარი ვარსკვლავი აბა მაშინ ვინ უგულშემატკვრებდა. ეხლა კი ბევრი კიტრი წამოყოფს თავს ერთიანად,მათშორის ისიც ვინც აგინებდა ამ კლუბს და მის ლეგენდებს. ჩავის ხო საერთოდ, თითქოს ჭიჭვეიშვილი იყოს ისე იხსენიებდნენ. ვფიქრობ ჩავი თავის შინაგანი მოწყობის გამო არასოდეს იქნება მაღალი დონის მწვრთნელი,მაგრამ ის რაც მან გააკეთა როგორც ფეხბურთლემა ფასდაუდებელია.

    100%

  • JustBarcaLover
    schedule 05 ნოე 2024, 09:26
    #25

    ბაზარიც არაა მესი რო წავიდა ერთადერთი დადებითი ეგ იყო რო ნამდვილი ფანები დარჩნენ და ის ვითომ ფანები მოშორდა ბარსას

  • ნიკა
    schedule 05 ნოე 2024, 00:41
    #24

    ისევ დაიწყებენ შემოგროვებას ბარსას გარშემო მედროვე გულშემატკივრები. რამდენისგან გამიგონია მესი რომ წავიდა ბარსას ვეღარ ვგულშემატკივრობო ეს და ათასი სხვა კიდევ. როგორც ქართველს გამიხარდებოდა კვარა ბარსაში, მაგრამ მეორე მხრივ ყველა მის ქომაგობას დაიწყებდა და იმდენ იდიოტობას მოვისმენდი საყვარელ გუნდზე,ან იმდენი <<ცენზურის დარღვევა>> უგულშემატკივრებდა ისე რომ ფეხბურთის და საერთოს ბარსას გაგნებაშიც არ იქნებოდნენ რომ დიდდ არ განვიცდი ეგ რო არ მოხდა.
    მესის ეპოქის შემდექ დეპაი რომ იყო გუნდის მთავარი ვარსკვლავი აბა მაშინ ვინ უგულშემატკვრებდა. ეხლა კი ბევრი კიტრი წამოყოფს თავს ერთიანად,მათშორის ისიც ვინც აგინებდა ამ კლუბს და მის ლეგენდებს. ჩავის ხო საერთოდ, თითქოს ჭიჭვეიშვილი იყოს ისე იხსენიებდნენ. ვფიქრობ ჩავი თავის შინაგანი მოწყობის გამო არასოდეს იქნება მაღალი დონის მწვრთნელი,მაგრამ ის რაც მან გააკეთა როგორც ფეხბურთლემა ფასდაუდებელია.

  • Visca barca
    schedule 04 ნოე 2024, 23:36
    #23

    მილანის მთავარ
    მწვრთნელს, პაულო ფონსეკას და გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, რაფაელ ლეაოს შორის კონფლიქტია.

    უკვე ზედიზედ სამი თამაშია რაც ფონსეკამ პორტუგალიელი შემტევი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მას მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში აძლევს მოედანზე შესვლის საშუალებას.

    პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლეაოს აგენტი, ჟორჟე მენდეში ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და ბარსელონას სპორტულ დირექტორს, დეკუს შეხვდა.

  • araujo4
    schedule 04 ნოე 2024, 23:24
    #22

    ხოო, სხვათაშორის მეც შევამჩნიე ეგ მომენტი. დე იონგის და ფერმინის სახეები)) კონკურენცია კარგია, მითუმეტეს ჯანსაღი, არავის არაფერი აქვს დამტკიცებული და ვერავინ იტყვის ხავი ვარ ან ინიესტა და მე უნდა ვითამაშოო, ტაკ შტო ვერ აირევა მონასტერი.

  • Frenkie de Jong_
    schedule 04 ნოე 2024, 21:07
    #21

    ციტატა: Hansi Flick

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: riva
    ერთიცაა მგონია რომ ოლმო ლევანდოვსკის უზღუდავს სამოქმედო არეალს. ფაქტიურად ცრუ ცხრიანია

    ერთხელ როტაციით ოლმო იმენა ცრუ 9 იანად და ლევას დასვენება რო გატესტოს კაი იქნებოდა,
    პედრი 10 იანზე და კასადუ-დეიონგი,
    ანუ დაახლოებით ასე
    4 ცენტრ მცველი
    —დეიონგი– პედრი—კასადო
    —იამალი—-ოლმო—-რაფინია.

    მეც ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ დე იონგს გავი ჯობია. დე იონგი და ლევანდოვსკი საერთოდ გასაყიდია.

    რაფინია———————–იამალი
    ——————-ოლმო
    ———პედრი-კასადო-გავი
    ბალდე-მარტინესი-კუბარსი-კუნდე
    ——————–პენია

    ვერ დაგეთანხმები, კლასიკოზე დეიონგის შემოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა თამაში, მაგრა იჭერს ბურთს დეიონგი, 2 გოლის დროს უმაგრესი იყო.
    გავიმ ისეთი ტრამვა მიიღო რაღაც მეეჭვება იგივე დონე დარჩეს.

    ციტატა: Jorkaeff

    ციტატა: Frenkie de Jong_
    Viktor Gyökeres
    ამით ინტერესდება ბარსა,
    26 წლის სტრაიკერია 10 მატჩი 16 გოლი და 1 ასისტი აქვს, იდეალურია ცრუ 9 იანად, თანაც ბიუჯეტურად
    დაწერეთ რამე

    ამორიმიმ თუ დაუძახა და მოითხოვა მანჩეში არა მგონია არ წაყვეს შვედი.

    მანჩეს რათ უნდა , ჰოილუნდი ყავთ.