მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Eye of the Tiger

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Eye of the Tiger

ადრეც მომხდარა ასე, რამდენიმე წუთის შემოსულ ფეხბურთელს გოლი შეუგდია და მერე წითელი მიუციათ მისთვის. ადრე ასეთებზე წერდნენ აი კაცმა 10 წუთში ცხოვრება მოასწროო. აჟიტირებისა და გამოუცდელობის ბრალია. ემოცია გმართავს და შეცდომასაც გაშვებინებს. მაგრამ, გასაგდები მაინც არ ყოფილა. 

აბა, ეგ რა გასაკვირია. უფრო უაზრო წითლებიც დაუძრიათ ჯიბიდან. ესპანეთში რომ VAR-მა არ გაამართლა ეს უკვე დიდი ხნის ამბავია, ეგ კი არა, სანამ შემოიღებდნენ მანამდეც ვწერდით რომ არ გაამართლებდა. 

ვიქტორ როკე შემოვიდა, ისევ გაიტანა, სხვათა შორის, კარგი გოლი შეაგდო, აღნიშნა “კლანჭებით” და გაუშვეს მერე სახლში. არადა, უბრალოდ ქაცვებით შეეხო მეტოქის წვივსაფარს. გაუსვა, არ ჩაურტყამს. ასეთ გასმაზე მანქანასაც კი არ აკეთებინებენ, რაის წითელი ბარათი?! 

საყრდენის ამბავი 

საკადრო პრობლემებმა ჩავი აიძულეს რამდენიმე ცვლილება გაეკეთებინა და მგონი დაფიქრდება იმაზე რომ ასე ჯობია თამაში. საყრდენი ნახევარმცველი ფიზიკურად არ ჰყავს. უფრო სწორად, რომეუ ჰყავს, რომეუ კიდე დიდი შეცდომაა. ამიტომ, რაიკაარდის გამონაგონს დაუბრუნდა – ცენტრალური მცველი გაამწესა საყრდენად. 

გახსოვთ ალბათ, რაიკაარდმა ჯერ რაფა მარკესით დაიწყო. ვისაც ყველაზე კარგი პირველი პასი ჰქონდა ის აწია საყრდენად. მერე კიდე, ედმილსონი დააყენა, ასევე ცენტრალური მცველი, რომელსაც მეტი გამოცდილება ჰქონდა ნახევარდაცვაში თამაშის. მუშაობდა ეს ამბავი, მერე ია ია მოვიდა, მერე კიდე ლეგენდა გადმოიყვანეს B გუნდიდან, ჰოდა, ასე დალაგდა. 

ჩავის კიდე როგორც ჩანს, არც ლა მასიაში ეგულება კარგი საყრდენი, და ვერც ყიდვით იყიდიან, აბა, “ბარსას” სად აქვს იმის ფული როდრი დაკეროს, ან გიმარაეში წამოიყვანოს?! 

ჰოდა, დადგა კრისტენსენი. 

ცუდად დადგა? მშვენიერი იყო. საყრდენი ზონა მოშიშვლებული აღარ არის. ამ შემთხვევაში ეს იყო მთავარი. 

კრისტენსენის დაყენებამ რვიანის ზონაშიც ცვლილება გამოიწვია და პედრი ვნახეთ შედარებით ფლანგზე, რა თქმა უნდა, მანევრირების თავისუფლებით. წინა სეზონებში უფრო ხშირად უწევდა ფლანგზე თამაში. იქნებ ასე სჯობდეს? აქვს ხოლმე ხანდახან კარგი თამაში ჟოაუს, და ტრავმამდე მაგარ ფორმაში შევიდა ფერანი, მაგრამ ილქაი, ფრენკი და პედრი მე ხელშეუხებლები მგონია, ამიტომ, ჯანმრთელად რომ იყვნენ გარემარბები, მაინც ასე ვისურვებდი გუნდის გამოსვლას. 

როგორც აღვნიშნეთ, ამ სამეულს მეტი დრო სჭირდება, ტრავმების გამო ძალიან ცოტა აქვთ ერთად ნათამაშები, მეტი პრაქტიკაა საჭირო და ვნახავთ იმას რაც გუშინ ვნახეთ, პედრის დიდებული პასი და გიუნდოგანის ძალიან კარგი გოლი. თან ხომ ნახეთ როგორ გაიხსნა? აქვს ამის ნიჭი. იცის საჯარიმოში თამაში და რვიანებიდან ყველაზე გამტანიც არის. 

დაცვის ხაზი 

ორი მთავარი საყრდენი ჰქონდა გამოცლილი წინა სეზონისგან განსხვავებით. ერთი ბოძი ტერ შტეგენის ტრავმით გამოაცალეს, მეორე კი კარგი საყრდენის გაქრობით. რა გასაკვირია ამის მერე რომ ყველაფერი აირია. თან, თუ ვინმე კარნახობდა თამაშის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს სად და როგორ უნდა ემოძრავათ სწორედ შტეგენი და ბუსკეტსი იყვნენ. მიმდინარე სეზონში ეს ხმა დაიკარგა. არაუხო უფრო მოტივატორია, მაგრად შემოგიძახებს და გამოგაფხიზლებს, მაგრამ ტაქტიკურ ამბავში ასეთი კარგი მოკარნახე გუნდს აღარ ჰყავს, დაცვასთან ახლოს ნამდვილად არ ჰყავს. 

კრისტენსენმა რაღაც უშველა ამ დაბნეულობას, შტეგენი კი ბევრად გააუმჯობესებდა, მაგრამ ჯერ ვერა, ჯერ ადრეა. ვერ ვიტყვი რომ მომეწონა დაცვის ხაზი, ვერანაირი ნდობა ჩემში ვერ აღიძრა, მაგრამ წინა შეხვედრებთან შედარებით მაინც რაღაცას ჰგავდნენ. იქნებ დაიჭირონ ეს მუხტი და წავიდეს ყველაფერი პროგრესისკენ?! 

შეტევა, შეტევა!! 

კარგი მატჩი ჰქონდა ლევანდოვსკის, კარგი გოლიც შეაგდო. თითქოს აღიარებამ უშველა. თავად თქვა ჩემში ის ცეცხლი ჩაქრა რაც ადრე ენთოო, როგორც ჩანს, თავადაც მაგრად სწუხდა, ბევრიც იფიქრა ამაზე და ვინ იცის იქნებ პასუხიც იპოვა. პასუხის პოვნა კიდე ნახევარი საქმეა ამ პრობლემასთან ბრძოლაში. 

ისევ უნდა იპოვოს სადმე პატარა მინავლებული ნაპერწკალი და დაანთოს თავიდან ეს ცეცხლი. ალბათ, გვიანიც კია, მაგრამ სეზონი დიდია, ჩემპიონთა ლიგა კი წინ არის. 

გვერდზე კიდევ იამალი ჰყავს. დიდი ტალანტია. ამ ტრავმიანობის ჟამს მეტი დრო ექნება. მთავარია არ გადაიტვირთოს, მის პროგრესს კიდევ დიდი დაკვირვება არ სჭირდება, ეგ კიდევ ცალკე ამბავია, “ბარსა” რეგრესისკენ მიდიოდა, იამალი კი პროგრესისკენ, ხვდებით ალბათ რა რთულია ამ დროს განვითარება. 

გუნდი თუ დალაგდა, ეს ბიჭი გაფრინდება. 

11-ში “გრანადა” 

17-ში “სელტა” 

და წავედით მერე ნეაპოლში. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (15)

  • Jorkaeff
    04 თებ 2024, 17:25

    ოსასუნასთანაც და ალავესთანაც, ორივე თამაშში 63-ე წუთზე აქ განატანი😄

  • Old Man
    04 თებ 2024, 16:16

    16 წლის მცველი არ მახსოვს ამ დონეზე. დე ლიხტიც კი უფროსი იყო რომ გამოჩნდა აიაქსში. ბურთის ამომტან მცველად ფაბიან შერი საუკეთესო იქნებოდა არაუხოს გვერდით. ხო საუცხოოა დაცვაში, პოზიციურად, მაღალი კაი მეორე სართული და ბურთი ამოაქვს რისკავს ია ია სავით პოულობს თავისუფალ სივრცეს (ნუ რა თქმა უნდა ნაკლები ინტენსივობით) ტიპმა არაუხოზე გაცილებით ნელ ბოტმანთან შექმნა ერთ ერთი საუკეთესო დოუ პლ-ში. რადგან ფული არ აქვთ კონტრაქტს ვინც არ ახანგრძლივებს ისეთებს უნდა მიაქციონ ყურადღება კიმიხი საყრდენად და კიეზა მარცხნიდან ტოპ ტრანსფერები იქნება რომლებიც 90 მილიონი არ დაჯდება. მომკალით და არ მჯერა დეკოს კაი დირექტორობის. ფეხბურთელობის დროს ვერ გააგდებინა დალევა. ეგ უნდა იყოს პორტუგალიურ- ბრაზილიური ბაზრის აგენტი.

  • nika 54
    04 თებ 2024, 16:00

    გუნდი თუ დალაგდა, ეს ბიჭი გაფრინდება.
    დალაგდება, თუ ჯერ ჩავი გაფრინდება.
    ერთი დარტყმა კარში პირველ ტაიმში და 1-0. იმათ მეტჯერაც დაარტყეს კუთხურები აწოდეს ორნიშნა ციფრის, სათვალავი ამერია, კიდევ კარგი შემსრულებლები არ ყავდათ თორემ ვილიარეალი მონაგონი იქნებოდა. მთავარი მაინც მოტივაციაა, მოწინააღმდეგე უფრო დაგეშილი იყო ბურთზე, ჩვენ კი მონოტონურად ვაგორებდით ბურთს, განსაკუთრებით საკუთარ ნახევარზე.

  • MESSI 2017
    04 თებ 2024, 15:48

    ციტატა: walker599
    როკე და გავი ხასიათებით გავანან ერთმანეთს, კარგია ესეთი დამოკიდებულება, ეგ და გავი მაგარი დუო იქნება


    არადა სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვთ გავი უფრო გუნდის ხასიათის შემქმნელია მაგრამ ადვილად გამოსაყვანი წყობიდან აი როკე კიდე ზუსტად ისე თამაშოსბ როგორც წყობილებიდან გამოყვანილი გავი ნუ გამოსწორებადია ეგ ასევე არ დაგავიწყდეს ის რომ გავი უდიდესი ალბათობით თამაშის სტილს შეიცვლის მოკლედ ჩავიკ ალხა შემდეგ მწვრთნელს ახალაგზრდები დაღვინებიკინუნდა დაახვედროს და ოთხეულში უდნა დატოვოს გუნდი და ასევე ახალგაზრდა საყრდენს უნდა მისცეს შანსი რომ მწვრთნელს რეზერვისტი ჩამშლელის მოყვანაც არ დაჭირდეს

  • rivaldo80
    04 თებ 2024, 15:33

    კრისტანსენს რას თხოვთ აზღვევდა მიძინებულ კუნდე არაუხოს განსაკუთრებით არაუხოს ძალიან აიჭრა ეგ ბიჭი და ეგეც ხავის ნუ შეეტენება არაფერ შუაშია.იმედია ზაფხულში საყრდენს მოიყვანენ დარწმუნდნენ რომ საყრდენის გარეშე ეს გუნდი ვერ იარსებებს ფიზიკურად.მარცხენა ვინგერი გვინდა იმენა ვინგერი რასაც ქვია სხვა ამ გუნდ ამ ეტაპზე არაფერი ჭირდება.

  • ზურაბ
    04 თებ 2024, 14:55

    ციტატა: Barca for life
    პირადად კრისტენსენს ვაკვირდებოდი მეორე ტაიმში, დიდი ხნის წინ მინდოდა რომ გაეტესტათ და 0 ფანტაზია, 0 რისკი, 0 ბურთის მოძრაობა.. ერთადერთი დაცვაში ეხმარებოდა ტიპებს თორე უმეტეს შემთხვევაში კაცნაკლულები ვთამაშობდით.
    დაჟე ინიგო უფრო გაამართლებს ჩემი აზრით რადგან მცველებში ყველაზე კარგი ხედვა და პასი მაგას აქვს. სანამ გაიტრავმებოდა, თითოეულ თამაშში მინიმუმ 1 გადაკიდებას აძრობდა თავისი საჯარიმოდან მეორეში, ანუ რისკიანიცაა, კარგი პასიც აქვს, კარგი დამზღვევიცაა და რავი მგონია რომ კრისტენსენზე უკეთესი იქნება.
    დაჟე კუბარსისაც გავტესტავდი, მაგასაც კარგი პასის კულტურა აქვს და წინაც მიდის ხშირად.


    მეც მგონი რომ ინიგო უფრო გაამართლებს მაგრამ ეს დაჟე რატო? თითქოს ყველაზე ჩამოწერილი მცველი იყოს ისე ახსენე :))

  • Rick Sanchez
    04 თებ 2024, 14:16

    მე არანაირად არ მომეწონა კრისტენსენის საყრდენობა, ცენტრალური მცველივით თამაშობდა ოღონდ ოდნავ წინ, დაჟე თავისი პოზიციიდან უკეთეს პასებს არიგებს ხოლმე ვიდრე გუშინ. წინ არაფერი გაუკეთებია და ბურთიც არ ეჭირა, დე იონგს უწევდა ისევ სიღრმიდან ამოტანა ბურთის, მოკლედ კრისტენსენის გამო შეტევაში ერთი კაცი გვაკლდა.

  • walker599
    04 თებ 2024, 14:13

    როკე და გავი ხასიათებით გავანან ერთმანეთს, კარგია ესეთი დამოკიდებულება, ეგ და გავი მაგარი დუო იქნება

  • Albicelecte
    04 თებ 2024, 14:12

    "ასეთ გასმაზე მანქანასაც კი არ აკეთებინებენ" კაი იყო smile

  • ♠️Spookyfy♠️
    04 თებ 2024, 14:01

    Ki naxdacva ar iyo motitvlebuli,mara mainc magrad mesusteba,cristinac ragac cota dabneulivitaa(mesmis axali pozicianiyo),plus metlanqeba cota,kreativic naklebi da erti sityvit gachirvebis zhams tu daayeneb tore sayidelia da is bavshvebic amosawebia,realurad aris casado b gundshi da rasac vuyure sakmaod nichieri bichia. rvianebs rac sheexeba,rviani poziciit me tu mkitxav marto gundo da pedria,minimum erti uechvelad mezedmeteba,es chven ar gvyavs stabiluri da kai marcxena winger tore ra unda pedris flangze,vafshe am mocemulobit dziritadshic ver vxedav. Frenkie da gavi ufro sayrdenis gverdze 6-ianis xalxia chemi xedvit. Xoda erti sayrdeni,erti 6 da ertic 8-iani. Mets ra unda dziritadshi…lamine mxecia da swori ganvitarebit ragac magars mivigebt. Dacvashi tvinianebi moikochleben,inigos dabruneba amitoa kai,eg ro wava kubarsi kai wamozrdili iqneba da eg mochans yvelaze mozgi. Koundes gundshi yofnac mezedmeteba poziciurad. tan kai mayuts avigebdit. Saertod gayidvebit da cota tanxis gamoyofit erti kai dayrdeni,marcxena winger da shemtevi naxmcveli,playmaker am gunds monstrad aqcevda,kai mwvrtnelis xelshi…

  • M10 S9 D11
    04 თებ 2024, 13:59

    დააწყებინოს ძირითადიდან ერთხელ სადებიუტო გოლმა გახსნა და ბარემ ბოლომდე მიეცი გასაქანი

  • ზურაბ
    04 თებ 2024, 13:42

    გოლის გატანის ალღო რომ აქვთ ფეხბურთელებს რაღაც ეგეთი გვჭირდება და ვფიქრობ როკეში ზუსტად ეგ არის როგორიც ფილიპო იყო მილანში

  • ფეოლა
    04 თებ 2024, 13:35

    ზურაბ, გრძელი პასი კი, ბევრად კარგი აქვს.

    Dani alves, მარკესიც ეგრე თამაშობდა, მეტოქის შეტევის დროს მცველი ხდებოდა, ზონას ავსებდა.

  • ზურაბ
    04 თებ 2024, 13:26

    მე ინიგოს დავაყენებდი საყრდენზე.. კარგი პასი მას აქვს თუ აქვს რაის კრისტენსენი

  • Dani alves
    04 თებ 2024, 13:04

    კრისტენსენი უფრო მესამე ცენტრაულური მცველი იყო ვიდრე საყრდენი. კაცნაკლულები ვუტევდით.