workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: საშობაო იხვის ტოლმა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: საშობაო იხვის ტოლმა

“ბარბასტრო” – ჯერ ბარბადოსი გამახსენდა ამის გაგონებაზე. რა შუაშია.. რავიცი.. 

მერე რატის ბარი. 

რაღაც, ბარისა და ბისტროს გადაკვეთაა. 

ვესტერნებში რომ ლოთები სვამენ, ცალთვალა კაცი პიანინოზე აკაკუნებს, ბარმენს ვინჩესტერი აქვს და ესპანელი მსაჯები ზედა სართულებზე მიმოდიან, აი რაღაც ეგეთი ადგილია. 

“ბარსა” მოულოდნელი სტუმრის როლში იყო. ჯიბიდან ისვრის. ძაან გაბლატავებული შევიდა და რაც მთავარია ცოცხალი გამოვიდა. ერთი-ორი მიარტყეს ყბაში. 

საოცრებათა სამყაროში 

გასაოცარი სტადიონი იყო. გასახდელში პორტალიდან გადიხარ. კინგს ქროსივით არის, ესენიც კედელში გავიდნენ ჰარი პოტერივით. მოკლედ, ჯადოსნური ადგილია. ასეთი გუნდების ფანები ხარობენ როცა “მადრიდს” ან “ბარსას” ხვდებიან. მათი საზრისი ეს არის, ოდესმე მათთან თამაში, ფეხბურთელებიც ასე არიან, ეს მათი ცხოვრების მატჩი იყო. რომელიმეს შეიძლება გაუმართლოს და ლა ლიგაში ითამაშოს, თუ არ გაუმართლა მხოლოდ ეს ექნება მოსაყოლი, – “ბარსას” ვაჯობეთ, მაგრამ წავაგეთ, ასეთია ფეხბურთი” – მოყვებიან მერე, ასაკში. 

აჯობე არა იხვის ტოლმა. 

მხარდაჭერა არ აკლდა “ბარბასტროს”, ვაჰ, ვერა და ვერ შევეჩვიე ამ სახელს, თითქოს ზედმეტსახელია. ვიღაცას მოფერებით ეძახი. თან იმ ვიღაცას მაგრად არ ელამუნება ეს სახელი, მაგრამ მაინც ჯიუტად ყველა ასე ეძახის, მშობლებმაც ცუდად იხუმრეს და პასპორტშიც ჩაუწერეს – “ბარბასტრო”. 

ერთი ტრიბუნა განსაკუთრებით აქტიურობდა, გასაგებ მიზეზთა გამო, – ყველაზე დიდი ტრიბუნა იყო, დანარჩენი “ამერის” ძველ ტრიბუნას ჰგავდა. შენ თუ “ბარბასტროს” ნამდვილი ქომაგი ხარ სწორედ იმ დიდ ტრიბუნაზე გიპოვის კაცი, ყველა გადარჩენაზე ტაშს შემოსცხებ, ყველა შეტევაზე დაგაჟრიალებს და ყველა კუთხურზე ჭკუიდან გადახვალ. მართლა ასე იყო. კუთხური რომ დაინიშნა თერთმეტმეტრიანივით აღნიშნეს. გოლის ასეთივე მოლოდინი ჰქონდათ – ჰა ჰააა, კუთხურია!!! აბა თქვენ იცით ბიჭებო! “ბარბასტროებო”! 

მართლა გაიტანეს. ამ აღნიშნული კუთხურის მერე “ბარსას” გოლი გაუტანეს. 

ზეიმი იყო, მატჩის მიწურულს მეორეც შეაგდეს. წააგეს 2:3, მაგრამ ის ხალხი არ შეურცხვენიათ საგულშემატკივროდ რომ მივიდა. თანაც, “ბარსამ” თითქმის ძირითადი შემადგენლობით ითამაშა. არც არაფერი აკლდა. ლოგიკურად, დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ, მაგრამ ეს გუნდი დიდი ანგარიშით მხოლოდ “მადრიდს” თუ მოუგებს, სხვა გუნდთან შანსი არ აქვს. 

ნაძალადევად 

რატომღაც მეგონა რომ ვიქტორ როკე ძირითადში დაიწყებდა. სხვა უფრო კარგი მომენტი ამისთვის ალბათ ვერც იარსებებს, მაგრამ ჩავიმ სხვაგვარად განსაჯა. ან დასაჯა. რავიცი.. წინა მატჩში ერთი-ორი შემაძრწუნებელი მომენტი გააფუჭა და ჩავის არ მოეწონა. თავშიხელშემოსარტყმელი ამბავი იყო, გოლების გასატანად მოგყავს კაცი და ეგეთ რამეს აკეთებეს.. ჰოდა, დასვეს სკამზე. 

“ბარსას” დიდი უპირატესობა ჰქონდა, კარგი გოლებიც შეყარა, – ფერმინმა და რაფინიამ ორი ბურთით გაიყვანეს გუნდი წინ. მერე კიდე ერთი ძველი ამბავი გამახსენდა, და საერთოდ არ გამკვირვებია რომ ეს ამბავი ორიელ რომეუმ გამახსენა – ფერმინს შეასკდა თავით. თითქოს ერთი უწყინარი ამბავია, მაგრამ რამდენიმე რამის კარგი ილუსტრაცია გახდა. 

პირველ რიგში იმისა, რომ საყრდენი ნახევარმცველი მაინცდამაინც კარგად ვერ ხედავს. და როცა საყრდენი ვერ ხედავს დაღუპული ხარ. 

მეორე ის რომ აზროვნებითაც ვერ დაიკვეხნის. რომეუს რომ შეხედავ კაცი, დიდ მოაზროვნეს ნამდვილად ვერ დაინახავ, როგორი ნიჭიც არ უნდა გქონდეს ადამიანს უმიზეზოდ ხოტბა შეასხა. 

მესამე კიდე გუნდზე დაგაფიქრებს. მე ის ძველი “ბარსა” გამახსენა. “სან სიროზე” გავიდნენ. რივალდომ შოუ გვაჩუქა. სამი შეაგდო და ქულა წამოიღო. ემანუელ პეტი კიდე ფილიპ კოკუს შეასკდა პირდაპირ თავით, ისე როგორც რომეუ ფერმინს, და გაიტეხა ორივემ თავი. 

აბა, არ არის ეს დღევანდელი “ბარსას” მდგომარეობის იდეალური ილუსტრაცია? მაშინ იყო, და მგონი ახლაც არის. “ბარსა” თავგატეხილია. 

ორით ნულის შემდეგ ის საოცარი კუთხური იყო. მერე კიდე პენალტები გაიცვალა, აქეთ-იქით. 

ჩვენგან ლევანდოვსკიმ შეაგდო. შეხტა და შეაგდო. მე ავკრძალავდი ასეთ დარტყმას. არა იმიტომ, რომ წესი ირღვევა, არა, საერთოდ არ ირღვევა, რობერტი მოძრაობას არ წყვეტს. ჰაერშიც კი მოძრაობს. უბრალოდ, მაიმუნობა მგონია. 

ჰოდა ასე, მომილოცავს! “ბარბასტრო” დამარცხებულია!

წავედით არაბეთში! 

სუპერ თასის დროა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • me da barca
    schedule 10 იან 2024, 10:03
    #26

    ჩავის ხელი არ დაედოს მოქმედი ჩემპიონია, პატივისცემა იქონიეთ. smile

  • რივალდო-მესი
    schedule 09 იან 2024, 10:11
    #25

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი დაკარგული აქვს რისი აღდგენაც შესაძლებელია მაგრამ არათუ ასეთი მიდგომით სადაც ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს ოღონდ საკუთარი თავი გააკეთოს არამედ რეალისტურად საქმისადმი შეხედვით ლოგიკურად რომ მივყვეთ გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც შეუძლიათ ფეხბურთის თამაში თანაც მაღალ დონეზე მაგრამ ეს ერთიანი ჟინი და ძალისხმევა უნდა აღდგეს კლუბში.თითოეულის შეცდომა უნდა აღიქმებოდეს როგორც ყველას შეცდომა და ხავი ყოველთვის გამოსავლის ძებნაში არ უნდა იყოს
    ზოგჯერ გამოვიდეს და თქვას რომ აჯობეს ნუთუ ასე ძაან ტეხავს ამის თქმა? არაა სავალდებულო სულ სხვაში ეძებოს პრობლემა.ჩემი აზრით ბევრი გზა ნამდვილად არ გვაქვს სიტუაციის გამოსასწორებლად.არც შუა სეზონში მწვრთნელის გაშვება მიმაჩნია სწორად ერთადერთი რაც შეიძლება ახლა კლუბმა ქნას ეს არის ის რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ში სული და გული დადონ თანაც ძალიან არეულ ნაპოლის ვხვდებით და შანსები გვაქვს და მჯერა რომ ეს მოგება გუნდს მენტალურად დაეხმარება და ღმერთმა უწყის 1/4 ში ვინ შეგვხვდება თუ აქაც გაგვიმართლა და შედარებით ნაკლებად ავტორიტეტულ გუნდს შევხვდით და არა მაგალითად რეალს სიტის ან ბაიერნს აქაც ანალოგიურად სიცოცხლე უნდა დადონ ფეხბურთელებმა და მჯერა რომ ჩემპიონთა ლიგაზე შორს გასვლა გუნდს მენტალურად საოცრად
    წაადგება და მოხოდავს რავი სხვა რომც დავფიქრდეთ გამოსავალი არ არსებობს გამოუვლია ამ კლუბს მძიმე წლები და წესით ახლაც უნდა ამოვიდეს ამ ჭაობიდან. მთავარი არ არის თუ ვერ მოიგებენ ჩემპიონთა ლიგას ჯერ ისედაც შორსაა გუნდი ამ ტიტულისგან უბრალოდ გული და სული დადონ და ისეთი თამაში გვაჩვენონ რომ გამოვარდნაც ღირსეული გვქონდეს.


    როცა მთელი სეზონი ამაზრზენად თამაშობ, როცა გაუმჯობესების პერსპექტივას ვერ ხედავ, როცა აშკარაა რომ მწვრთნელს გაექცა სადავეები. როცა 18 თამაშიდან ერთიც არ გაქვს ორ ბურთიანი სხვაობით მოგებული. ვერ ვხვდები ვაბშე შუა სეზონში რატომ არ შეიძლება სიტუაციის შეცვლა? მილიონი მაგის მაგალითია რომ ახალმა მწვრთნელმა შედეგები დადო. პირველ რიგში ზიდანია ამის მაგალითი. ანუ იმ მიზეზით რომ შუა სეზონში მწვრთნელი არ შევცვალოთ, აქედანვე დავამთავროთ და ჩავიქნიოთ ხელი? და ბილბაო რომ გადაგვისწრებს 3-4 ტურში და ლიგაზე გასვლქ სათუო გახდება მერე რა ვქნათ? 100% დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. დაიმახსოვრეთ ჩემი სუტყვები. თუ ხავის დრიზე არ გააჯმეინებენ სეზონის ფინიში ძააან დაძაბუკი იქნება იმიტომ რიმ ვიბრძოლებთ 4 ადგილისთვის😒

  • MESSI 2017
    schedule 09 იან 2024, 03:21
    #24

    ციტატა: Albicelecte
    ჩავი საკმაოდ რბილი ჩანს და მაგისი ბრალია;
    ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას: როდის დაიწყო დაღამსვლა და გაფარჩაკება? ვაგულისხმობ სუპერთასის და ლა ლიგის მოგების მერე გაუარესებულ ტაამშის ხარისხს და შედეგს
    როდეაც ალემანი წავიდა და დეკუ მოვიდა, ფსიქოლოგიაში დაერხა გუნდს და ეს აისახება თამაშზეც, შედეგზეც


    დაღმასვლა მაშინ დაიწყო როდესაც ჩავიმ გუნდი თავისით მებით ააწყო და ტაქტიკა დაუდგინა შარშანდელ ბარსას ნაღდად უყურებდი?😀 მთლიან სეზონში მარტო 5 თამაშში ქონდა სანახაობრივი

  • vitorborbafereira
    schedule 08 იან 2024, 21:47
    #23

    მინდორი საშინელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გუნდს მუხტი არ ჰქონდა საშინელი შედეგი აქვთ კლასში, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ რგოლში საშინელ გაგრძწლებას პოულობდა უკლებლივ ყველა ფეხბურთელი

    ბარსა ყოველთვის შენდებოდა 1 მოთამაშის გარშემო, მსგავსი ტიპის ინდივიდუალისტები როგორიც რონალდინიო რივალდო რომარიო მესი იყვნენ მსოფლიო ფეხბურთში აღარ არსწბობს
    ამიტომ
    ვფიქრობ რომ ამ გუნდის საქმე იმაზე ცუდად არის ვიდრე წარმოგვიდგენია

    ყველაფერს ართულება ხავის უგემოვნობა ფეხბურთელებში, ძალიან უდონო ხალხს ითხოვს და შემდეგ იმედგაცრუებულია როცა ელემწნტარულ პასს ვერ აკეთებენ ან პოზიციურად ბქვშვურ შწცდომწბს უშვებენ

    არ ვიცი რა არის ამ ყველაფრიდან გამოსავალი, ასეთი ხარისხი 2000 წლების ბარსასაც არ ჰქონია

  • Barca1980
    schedule 08 იან 2024, 19:37
    #22

    ახლა ამათ გინდა აგინე და გინდაც ადიდე , ერთი ღლეა მაინც . მე უკვე ეჭვი მეპარება , რომ ეს გუნდი კიდევ შეძლებს იმ დიდების დაბრუნებას , რაც იყო . ლა ლიგის გუნდად დარჩება , რომელიც 3 წელიწადში ერთხელ შეიძლება გაჩემპიონდეს , სხვა გუნდების ჩავარდნილი სეზონის გამო . F1 რომ შევადაროთ , ფერარის საჯინიბოს მაგონებს , ჯან ტოდტისა და შუმახერის წასვლის შემდეგ . თითქოს არც მრბოლელები ჰყავთ ცუდი და არც ბოლიდები , მაგრამ ჩემპიონობისკენ მაინც ვერ გადადგეს ნაბიჯი , ერთადერთი გამონათება კიმი იყო . ამ დროს რედ ბულმა და მერსედესმა 7-7 ჯერ მოიგეს ტურნირი და ალბათ ისევ მაგათი პაექრობით გაგრძელდება უახლოვესი ათწლეული . აი ჩვენც მასეთ სიტუაციაში ვართ დაახლოვებით , თუ უარესში არა.

  • CuleTillIDie
    schedule 08 იან 2024, 17:54
    #21

    🇩🇪🔵🔴 | Noah Darvich, the 17-year-old Germany youth captain, has seen limited playing time with just 9 minutes since his return from the U17 World Cup.

    აგერ ამ ბავშვსაც ერჩიან უკვე, ეტყობა არ მოეწონათ კლუბში ესპანეთი რო გამოაგდო ამის გემრნაიამ 😃