workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: საშობაო იხვის ტოლმა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: საშობაო იხვის ტოლმა

“ბარბასტრო” – ჯერ ბარბადოსი გამახსენდა ამის გაგონებაზე. რა შუაშია.. რავიცი.. 

მერე რატის ბარი. 

რაღაც, ბარისა და ბისტროს გადაკვეთაა. 

ვესტერნებში რომ ლოთები სვამენ, ცალთვალა კაცი პიანინოზე აკაკუნებს, ბარმენს ვინჩესტერი აქვს და ესპანელი მსაჯები ზედა სართულებზე მიმოდიან, აი რაღაც ეგეთი ადგილია. 

“ბარსა” მოულოდნელი სტუმრის როლში იყო. ჯიბიდან ისვრის. ძაან გაბლატავებული შევიდა და რაც მთავარია ცოცხალი გამოვიდა. ერთი-ორი მიარტყეს ყბაში. 

საოცრებათა სამყაროში 

გასაოცარი სტადიონი იყო. გასახდელში პორტალიდან გადიხარ. კინგს ქროსივით არის, ესენიც კედელში გავიდნენ ჰარი პოტერივით. მოკლედ, ჯადოსნური ადგილია. ასეთი გუნდების ფანები ხარობენ როცა “მადრიდს” ან “ბარსას” ხვდებიან. მათი საზრისი ეს არის, ოდესმე მათთან თამაში, ფეხბურთელებიც ასე არიან, ეს მათი ცხოვრების მატჩი იყო. რომელიმეს შეიძლება გაუმართლოს და ლა ლიგაში ითამაშოს, თუ არ გაუმართლა მხოლოდ ეს ექნება მოსაყოლი, – “ბარსას” ვაჯობეთ, მაგრამ წავაგეთ, ასეთია ფეხბურთი” – მოყვებიან მერე, ასაკში. 

აჯობე არა იხვის ტოლმა. 

მხარდაჭერა არ აკლდა “ბარბასტროს”, ვაჰ, ვერა და ვერ შევეჩვიე ამ სახელს, თითქოს ზედმეტსახელია. ვიღაცას მოფერებით ეძახი. თან იმ ვიღაცას მაგრად არ ელამუნება ეს სახელი, მაგრამ მაინც ჯიუტად ყველა ასე ეძახის, მშობლებმაც ცუდად იხუმრეს და პასპორტშიც ჩაუწერეს – “ბარბასტრო”. 

ერთი ტრიბუნა განსაკუთრებით აქტიურობდა, გასაგებ მიზეზთა გამო, – ყველაზე დიდი ტრიბუნა იყო, დანარჩენი “ამერის” ძველ ტრიბუნას ჰგავდა. შენ თუ “ბარბასტროს” ნამდვილი ქომაგი ხარ სწორედ იმ დიდ ტრიბუნაზე გიპოვის კაცი, ყველა გადარჩენაზე ტაშს შემოსცხებ, ყველა შეტევაზე დაგაჟრიალებს და ყველა კუთხურზე ჭკუიდან გადახვალ. მართლა ასე იყო. კუთხური რომ დაინიშნა თერთმეტმეტრიანივით აღნიშნეს. გოლის ასეთივე მოლოდინი ჰქონდათ – ჰა ჰააა, კუთხურია!!! აბა თქვენ იცით ბიჭებო! “ბარბასტროებო”! 

მართლა გაიტანეს. ამ აღნიშნული კუთხურის მერე “ბარსას” გოლი გაუტანეს. 

ზეიმი იყო, მატჩის მიწურულს მეორეც შეაგდეს. წააგეს 2:3, მაგრამ ის ხალხი არ შეურცხვენიათ საგულშემატკივროდ რომ მივიდა. თანაც, “ბარსამ” თითქმის ძირითადი შემადგენლობით ითამაშა. არც არაფერი აკლდა. ლოგიკურად, დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ, მაგრამ ეს გუნდი დიდი ანგარიშით მხოლოდ “მადრიდს” თუ მოუგებს, სხვა გუნდთან შანსი არ აქვს. 

ნაძალადევად 

რატომღაც მეგონა რომ ვიქტორ როკე ძირითადში დაიწყებდა. სხვა უფრო კარგი მომენტი ამისთვის ალბათ ვერც იარსებებს, მაგრამ ჩავიმ სხვაგვარად განსაჯა. ან დასაჯა. რავიცი.. წინა მატჩში ერთი-ორი შემაძრწუნებელი მომენტი გააფუჭა და ჩავის არ მოეწონა. თავშიხელშემოსარტყმელი ამბავი იყო, გოლების გასატანად მოგყავს კაცი და ეგეთ რამეს აკეთებეს.. ჰოდა, დასვეს სკამზე. 

“ბარსას” დიდი უპირატესობა ჰქონდა, კარგი გოლებიც შეყარა, – ფერმინმა და რაფინიამ ორი ბურთით გაიყვანეს გუნდი წინ. მერე კიდე ერთი ძველი ამბავი გამახსენდა, და საერთოდ არ გამკვირვებია რომ ეს ამბავი ორიელ რომეუმ გამახსენა – ფერმინს შეასკდა თავით. თითქოს ერთი უწყინარი ამბავია, მაგრამ რამდენიმე რამის კარგი ილუსტრაცია გახდა. 

პირველ რიგში იმისა, რომ საყრდენი ნახევარმცველი მაინცდამაინც კარგად ვერ ხედავს. და როცა საყრდენი ვერ ხედავს დაღუპული ხარ. 

მეორე ის რომ აზროვნებითაც ვერ დაიკვეხნის. რომეუს რომ შეხედავ კაცი, დიდ მოაზროვნეს ნამდვილად ვერ დაინახავ, როგორი ნიჭიც არ უნდა გქონდეს ადამიანს უმიზეზოდ ხოტბა შეასხა. 

მესამე კიდე გუნდზე დაგაფიქრებს. მე ის ძველი “ბარსა” გამახსენა. “სან სიროზე” გავიდნენ. რივალდომ შოუ გვაჩუქა. სამი შეაგდო და ქულა წამოიღო. ემანუელ პეტი კიდე ფილიპ კოკუს შეასკდა პირდაპირ თავით, ისე როგორც რომეუ ფერმინს, და გაიტეხა ორივემ თავი. 

აბა, არ არის ეს დღევანდელი “ბარსას” მდგომარეობის იდეალური ილუსტრაცია? მაშინ იყო, და მგონი ახლაც არის. “ბარსა” თავგატეხილია. 

ორით ნულის შემდეგ ის საოცარი კუთხური იყო. მერე კიდე პენალტები გაიცვალა, აქეთ-იქით. 

ჩვენგან ლევანდოვსკიმ შეაგდო. შეხტა და შეაგდო. მე ავკრძალავდი ასეთ დარტყმას. არა იმიტომ, რომ წესი ირღვევა, არა, საერთოდ არ ირღვევა, რობერტი მოძრაობას არ წყვეტს. ჰაერშიც კი მოძრაობს. უბრალოდ, მაიმუნობა მგონია. 

ჰოდა ასე, მომილოცავს! “ბარბასტრო” დამარცხებულია!

წავედით არაბეთში! 

სუპერ თასის დროა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • Chico
    schedule 08 იან 2024, 17:35
    #20

    მხოლოდ მცირედს დავამატებ. ნაძირლების, იდიოტების, გამყიდველების და ეხლა კიდევ მასხარების გამო, ბარსას ყველა შემდგომი მატჩი, ამაზრზენი საყურებელი ხდება. მე-3 დივიზიონის გუნდმა, როცა გაიგო რომ რეალს დაუპირისპირდა, სიხარულის აჟიოტაჟი დასჭექა. ეს მათთვის ისტორიული მატჩი უნდა ყოფილიყო., მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ რომ დამარცხდებოდნენ. როგორც შეეძლოთ მოაწესრიგეს სტადიონი, კეთილმოყვარულად შეხვდნენ მეტოქეს, დიდებულად ითამაშეს და მთელი პარკი რეალის მოთამაშეების მაისურები მიიღეს საჩუქრად, რომლებიც თვითონვე დაუკვეთეს. რეალის ძირითადი სკამზე ისვენებდა და ახალგახრდებმა თავისუფლად მოიგეს 3:1. მატჩის მერე ყველა კმაყოფილი დარჩა, ავტოგრაფების გაცემით და ერთობლივი ფოტოებით დაშორდნენ ერთმანეთს. და ეს ლამაზი იყო!!!! აბა ვნახოთ რა მოხდა ბარსაში??? მე-4 დივიზიონის მე-9 ადგილზე მყოფმა გუნდმა, რომ გაიგო ბარსას მეტოქეობა, ყველა ერთიანად დაიჭყანა. არავითარი დახვედრა და ზეიმი არ ყოფილა. არავისათვის არავის უთხოვია მაისური, ავტოგრაფი ან ერთობლივი ფოტო. “ბარბასტრო” მოედანზე გამოვიდა ერი აზრით – ბარსას ყველა უგებს და ჩვენ რატომ არ უნდა მოუგოთ !!! დაუდგნენ მაგრად და ცოტა დააკლდათ ფრეს არ მიაღწიეს ძირითად დროში. ამ დროს მოედანზე იყო ბარსას ძირითადი შემადგენლობა!!! ყველა ვინც ჰყავს ბარსას!!!! მატჩის შემდეგ ყველა უკმაყოფილო დარჩა. გაისმა შეურაცხმყიფელი გამონაძახები, და მატჩის შემდგომი, უაზრო პრეტენზიების გამო , მე-4 დივიზიონის მე-9 ადგილზე მყოფი გუნდის სათადარიგო მოთამაშემ, იმდენიც იკადრა რომ კამათი დაუწყო და მერე ხელიც ჰკრა ჩავის!!!! ლა ლიგის მოქმეფი ჩემპიონის მთავარ მწვრთნელს!!! სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველს!!!! და ეს მოხდა იმიტომ, რომ ბარსას ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ხალხის პატივუსცემა მომენტალურად დაკარგა. ჯერ იყო და ფელიქსიმა და ტორესმა კინაღამ იჩხუბეს საჯარიმოს შესრულებაზე…. ეს ორი დეგენერატი, რომლებიც 100% გოლებს მაზავენ, საჯარიმოს გატანა კი არა…. მერე იყო და ლევანდოვსკიმ დაიწყო ქედმაღლობა უბრალო შეჯახებისას და რამდენიმე წუთში კიდეც მოხვდა მწარედ კოჭებში, შემდეგ კიდევ ჩავის პრეტენზიები მსაჯთან… აბა ვის მოეწონება ეს? მაგრამ ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ პატარა სტადიონის მიყუჟულ კუთხეში უცბად აღმოაჩინეს ბარსას სულ ცოტა ხნის წინანდელი პრეზიდენტი!!!! ბატონი ბართომეო!!!! რომელიც, კლუბთან ერთად კი არ იყო, არამედ ვირთხასავით იყო შეპარული სტადიონზე და დამალული მეტოქე ხალხში , თვალს ადევნებდა თავისუი მოღვაწეობის შედეგს. სტადიონი პარატაა და როცა აღმოაჩინეს, სახეზე გველის ჩვეული ღიმილი ეხატა და ფოტოებისც გადაიღო მეტოქის ბანაკში. არ გამიკვირდება, რომ მიზანმიმართული იყო მისი ქმედება…… სირცხვილი და კიდევ სირცხვილი!!!! მაგრამ ამ კოლექტივს არ გააჩნია სირცხვილი, არ გააჩნია თავმოყვარეობა და ვაჟკაცობა, არ არის მათი თამაში ტოპ ფეხბურთი და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ნაძირლები, იდიოტები, გამყიდველები და მასხარები, თავიანთი ქმედებით მიწასთან ასწორებენ კლუბ ბარსელონას დიად სახელს და ისტორიას. და რომ ჰკითხეს ჩვენ პატივცემულ მასხარას, ასე თქვა რომ – შემდეგ ეტაპზე გავედითო, ვდომინირებდით და მონენტებს ვქმნიდითო, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა თამაში, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე ძალიან მოტივირებული იყოო!!!! – და მოწინააღმდეგე კი იყო მე-4 დივიზიონის მე-9 ადგილზე მყოფი უბნის გინდი!!!! აბა ნამუსი და სინდისი ფააჩნია ამ კაცს???? პატივისცემის და აპლოდისმენტების მაგივრად, მივიღეთ გინება, დაცინვა და ალიყური…. გული მაგარი გატეხილი მაქვს, ამ არაკაცების ყურებისაგან…..

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 08 იან 2024, 17:14
    #19

    პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი დაკარგული აქვს რისი აღდგენაც შესაძლებელია მაგრამ არათუ ასეთი მიდგომით სადაც ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს ოღონდ საკუთარი თავი გააკეთოს არამედ რეალისტურად საქმისადმი შეხედვით ლოგიკურად რომ მივყვეთ გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც შეუძლიათ ფეხბურთის თამაში თანაც მაღალ დონეზე მაგრამ ეს ერთიანი ჟინი და ძალისხმევა უნდა აღდგეს კლუბში.თითოეულის შეცდომა უნდა აღიქმებოდეს როგორც ყველას შეცდომა და ხავი ყოველთვის გამოსავლის ძებნაში არ უნდა იყოს
    ზოგჯერ გამოვიდეს და თქვას რომ აჯობეს ნუთუ ასე ძაან ტეხავს ამის თქმა? არაა სავალდებულო სულ სხვაში ეძებოს პრობლემა.ჩემი აზრით ბევრი გზა ნამდვილად არ გვაქვს სიტუაციის გამოსასწორებლად.არც შუა სეზონში მწვრთნელის გაშვება მიმაჩნია სწორად ერთადერთი რაც შეიძლება ახლა კლუბმა ქნას ეს არის ის რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ში სული და გული დადონ თანაც ძალიან არეულ ნაპოლის ვხვდებით და შანსები გვაქვს და მჯერა რომ ეს მოგება გუნდს მენტალურად დაეხმარება და ღმერთმა უწყის 1/4 ში ვინ შეგვხვდება თუ აქაც გაგვიმართლა და შედარებით ნაკლებად ავტორიტეტულ გუნდს შევხვდით და არა მაგალითად რეალს სიტის ან ბაიერნს აქაც ანალოგიურად სიცოცხლე უნდა დადონ ფეხბურთელებმა და მჯერა რომ ჩემპიონთა ლიგაზე შორს გასვლა გუნდს მენტალურად საოცრად
    წაადგება და მოხოდავს რავი სხვა რომც დავფიქრდეთ გამოსავალი არ არსებობს გამოუვლია ამ კლუბს მძიმე წლები და წესით ახლაც უნდა ამოვიდეს ამ ჭაობიდან. მთავარი არ არის თუ ვერ მოიგებენ ჩემპიონთა ლიგას ჯერ ისედაც შორსაა გუნდი ამ ტიტულისგან უბრალოდ გული და სული დადონ და ისეთი თამაში გვაჩვენონ რომ გამოვარდნაც ღირსეული გვქონდეს.

  • CHEPE
    schedule 08 იან 2024, 15:59
    #18

    იმედია ოსასუნა მოიგებს და ჩავი დაბრუნდება გაწბილებული ეს იმაშ ნიშნავს რომ მაგრად შეედგება წყალი ისე რომ ამოტუმბვა მხოლოს კარის გაღება იქნება რომელიც ჩავი გააღებს და თან წაიღებს წყალსაც

  • nika 54
    schedule 08 იან 2024, 15:21
    #17

    ციტატა: nika 54
    ძალიან რბილი ხარ ფეოლა, ამათ ეხლა დედის გინება თუ მოუხდებოდათ. ჯერ ხო ვალენსიამ მომიშალა ნერვები, სწორედ იმ არხზე ითამაშა სადაც ბარსას თამაში უნდა ყოფილიყო და იმ სირებმა ფრე გააგორეს, მერე დამატებითი და რადგან თითო წყვილზე ორ-ორი საათი იყო განკუთვნილი ბარსას თამაში 38 წუთზე ჩართეს, როცა უკვე 1-0 ვიგებდით. ნეტა არ მეყურებინა ეს რა ვნახე. ატლეტიკოსთან თამაში ამასთან შედარებით ლიგის ფინალი იყო. მოკლედ მაგრად მიგვაჩმორეს, 2-მეტრიან არაუხოს რო მეტრანახევრიანი ბავშვი ხელის კვრით სარეკლამო ბორდებს შეაჯახებს და თითს დაუქნევს უკვე ტირილი მოგინდება, არადა იმ პატარამ იუხეშა არაუხომ უბრალოდ პროტესტი გამოხატა და მიიღო კიდეც. ფელიში საერთოდ არ იყო აზრზე სად თამაშობდა მცველი დაინახა მიახლოვდებაო და ისე იყო შეშინებული მობრუნდა და ჩვენი კარისკენ დაარტყა, ვერ გაიტანა მაგრამ კუთხური აჩუქა მეტოქეს(პირველი) და მშვენივრად გამოიყენეს არაუხოც და კუნდეც დაიკიდეს ისე გაგვიტანეს. 40 მილიონიან ბავშვს ტიგრინიო კი არა კატუნია უფრო უნდა შეერქვათ, ისე გაიყვანეს პირისპირ მგონი გიუნდოგანმა რო,სანამ მეკარესთან მიახლოვდებოდა სუარესის 3-4 გოლი გამახსენდა და ნერწყვიც გადავყლაპე რომელს მიამსგავსებდა. თქვენც არ მომიკვდეთ მიუახლოვდა მეკარეს და პირდაპირ დაუმიზნა, რავიცი სხვა რისთვის უნდოდათ ისიც გავიფიქრე ლევანდოვსკი მაინც გასულიყო პირისპირ თქო ნაღდად მაგას ვეღარ გააფუჭებდა. სხვანაირად რო ვთქვათ მეტოქემ რომელიღაც ჭ ჯგუფის მე-4 ლიგიდან სასტიკად გვიხმარა, ბოლო 5 წუთი კი 3-2-ზე უკვე დრო გაყავდათ და ის ბავშვები აპრესინგებდნენ ჩვენ "ლომებს" და "ტიგრებს", თამაშის დამთავრებისთანავე ჩავიმ ვიღაცას რაღაცაზე უთხრა და ხელის კვრით მოიშორეს მეტოქის მწვრთნელი იყო თუ მე-4 მსაჯი ვერ გავიგე. მოკლედ ერთში მართალია ფეოლა: მათ თავისუფლად შეუძლიათ თქვან ბარსას ვაჯობეთ, მაგრამ ვერ მოვუგეთო. მსაჯი? მსაჯი მეგონა მადრიდელი იყო თითქოს იმათ აქეზებდა კიდეც მიდით გადათელეთ ეს კულეებიო. მე რო მკითხოთ არაუხოც გასაშვებია ეს ტიგრინიოც, და ფელიშიც თავისთავად.


    რა მაგის პასუხია და ტრიბუნებზე ერთი სათვალიანი კაცი რომელიც ძალიან გავდა ბართომეუს, სულ იცინოდა და რამდენჯერმე ახლოდან რო გვანახეს მართლა მომეჩვენა რო ბართომეუ იყო.

  • Barca for life
    schedule 08 იან 2024, 15:20
    #16

    აი ძალიან დარხეული აქვს ამ გუნდს და ახლო მომავალში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება.

    ჯერ ალემანი რომ გავუშვით და დეკუთი ჩავანაცვლეთ მარტო მაგის გამო არ ვიმსახურებთ არაფერს, მერე მესი რომ ვერ მოვიყვანეთ და ამ დროს 5 კაცის მოყვანის *რაკი რო გვქონია ცხადია რაშიცაა საქმე, ელემენტარული სულ რო მინდორზე მოეფსა, იმხელა შემოსავალს მოიტანდა რო სეზონის ბოლოს ვალებში მაინც აღარ ვიქნებოდით.

    ხოდა მოდი დავიწყოთ ლაპორტას შეჯამება:

    1. მესის დავტოვებო მაგ დაპირებებით მოვიდა და 3 თვეში დავკარგეთ ის კაცი (ყველაზე მტკივნეული მოვლენა)
    2. კუმანის გაშვება დააგვიანა და სანამ მეშვიდე პოზიციაზე არ ჩამოვქვეითდით ლა ლიგაში იქამდე ვერ მიხვდა რა უნდა ექნა (ჩავიზეც ასეა)
    3. ზამთრის სატრანსფეროზე ჩავის ბრმად მიენდო და ტორესი აყიდინა 55+15 მილიონად (მაშინ ტორესს ტრავმა მოშუშებულიც არ ქონდა და სიტის სკამზე ხმებოდა, შესაბამისად ძალიან ცუდად გაისროლეს მაგხელა თანხა, როცა იმავე პერიოდში იუვემ 70ად ვლაჰოვიჩი დაითრია)
    4. მოვიდა მეორე ზაფხული და ის 25%ი გაყიდა რათა სატრანსფერო თანხა გვქონდა. ჯამში 200 მილიონი დაიხარჯა, მოვიდნენ ლევანა, რაფინია, კუნდე, კრისტენსენი, ალონსო, კესი, ბელერინი, ტორე. ამათგან მხოლოდ კუნდემ და კრისტენსენმა გაამართლეს, ხოლო დანარჩენზე ლაპარაკი არც ღირს.
    აქ კიდევ უფრო დიდი პრობლემა ისაა რომ ძალიან მალე როგორც კი ეგ სატრანსფერო ფანჯარა მორჩა ბაზარზე გამოჩნდა ალვარესი 17ად რომელიც ჯერ ბარსას შესთავაზეს და ამათმა დაიწუნეს, მერე 17ად გამოჩნდა ენცო რომელიც პირდაპირ ბენფიკამ დაითრია, იმავდროულად 10 მილიონად დაითრია კვარა ნაპოლიმ და ა.შ.
    ანუ 3 კაცი ვინც დღევანდელ ბარსაში საოცრებებს ჩაიდენდა და გუნდს შეკრავდა გამოდის რომ ერთად აღებული ტორესის ტრანსფერზე უფრო იაფი დაგვიჯდებოდა, ამათ კიდე ან დაიწუნეს ან ვაბშე აზრზე არ იყვნენ რო ეს ხალხი არსებობდა.
    რაღაა სათქმელი, ამ დროს ჩავი ზუბიმენდის გადაყვა და..
    5. მოვიდა მესამე ზაფხული და წავიდა ალემანი, ვერ მოვიყვანეთ მესი, ზატო მოვიყვანეთ რომეუ, უკვე პენსიონერი გიუნდო, არასტაბილური ბანძი ფელიში, ლაზარეთა ინიგო და ერთი ნორმალური კანსელუ.
    იდეაში როკეც ზაფხულის ტრანსფერად ითვლება და კიდევ ერთხელ გირჩევთ რომ გადახედოთ მაგ ბიჭის ძველ ვიდეოებს, უბრალოდ რატო მოიყვანეს ვერ ვხვდები, არაა ბარსას შესაფერისი და არც მაგხელა თანხა ღირს. 30+31 გავისროლეთ როკეში, მაშინ როცა ეჩევერი, მოსკარდო და მართლა ტალანტები სიტიმ, პსჟმ, რეალმა და ყველამ დაგვახიეს.

    უკვე იმ დღეში ვართ რომ თავისუფლად ვიცით, ამ ზაფხულზე ერთი ვარსკვლავი მაინც დაგვტოვებს, თუკი პროექტი არ გაუმჯობესდა, შეიძლება ორმაც და სამმაც, ამ დროს კიდე შევხედოთ სხვა გრანდებს, რას აკეთებენ, რეალს მბაპე მოყავს, ნახევარდაცვა მსოფლიოში საუკეთესო ყავს სიტისთან ერთად, დაცვა ყავთ მისახედი და მაგასაც ზაფხულში მიხედავენ. ნუ სიტი ისედაც აწყობილია, ბაიერნმა კეინი დაითრია და აგერ არაუხოს ეჩალიჩებიან, შემადგენლობას შეხედავ და ეგენიც კაი მოსტრები არიან, არსენალი დიდი პროექტია და ყოველჯერზე მაგრად ვითარდებიან, რაისი დაითრიეს, საკა, ოდეგორი, მარტინელი, სალიბა, უამრავი მაგარი ბიჭი ყავთ და თანდათან უმაგრესად იხოდებიან, ლივერსაც მშვენიერი პროექტი აქვს, აგერ გუშინ კი ამოტენეს ეგ არსენალი, იქეთ სერია ა ში ინტერი იხოდება და მოკლედ რა..
    ყველა გუნდს აქვს რაღაც გეგმა, ყველა იბრძვის რო მართლა ნიჭიერი ხალხი დაითრიოს, ჩვენ კიდე ვეპოტინებით გადაღძუებულ ლევანებს, გიუნდოგანებს, ბანძ ბრაზილიელებს, ლა ლიგის საშუალო დონის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებს და ასე..
    არანაირი პროექტი არ გააჩნიათ ამათ, დაახლოებით ის მიმართულება აქვთ რო რაც მეტს მოვიყვანთ და სახელი ექნებასავით, უკეთესი, თუ არ ექნებათ სახელი, მაშინ ესპანელი მაინც უნდა იყოს.

    გუნდმა ჩავის მოსვლის მერე დახარჯა 300 მილიონამდე და ცალკე თავისუფალი აგენტები ვინც მოუყვანეს, მაგათი ფასიც დაახლოებით 300ია, ახლა კი იმ მდგომარეობაში ვართ რომ ისევ ყველაფრის ახლიდან დაწყება გვიწევს, რადგან ვინც მოიყვანეს 90%ი გასაშვებია.
    ჩავის მოსვლისას ვინც დახვდა: დე იონგი, არაუხო, გავი, პედრი, შტეგენი, დღესაც თუ დავუფიქრდებით, ისევ და ისევ ეგ ხალხია რაღაცის მაქნისი, თორე სხვა ყველა გასაყიდია, ჰა და ჰა მივუმატოთ კუნდე, კანსელუ და კრისტენსენი.
    და ამ დროს რომ ამდგარიყვნენ 3 წლის წინ და შეექმნათ პროექტი:
    რო აი ახლა მოდი შევინახოთ ფული კონკრეტული სუპერსტარისთვის, მაგალითად ბელინგემისთვის, მერე რაღაც ნაწილი რომ გამოეყოთ ტალანტებისთვის, მაგალითად ალვარესი-ენცო-კვარასთვის, დალშე რომ მოემზადებინათ მესის დაბრუნების გეგმა, პარალელურად სიტუაცია რომ დაებალანსებინათ ობამასნაირი თავისუფალი აგენტებით.. წამოგიდგენიათ დღეს რა გუნდი ვიქნებოდით?

    თავისუფლად შეიძლებოდა ეს შემადგენლობა გვყოლოდა:
    ———————-შტეგენი———————-
    კანსელუ—არაუხო—კრისტენსენი—ბალდე
    ———————–ენცო————————-
    ————-დე იონგი—-ბელინგემი———–
    მესი—————ალვარესი————–კვარა

    ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ამათ რო გრძელვადიანი პროექტი ჰქონოდათ, თანხის სწორ დროს სწორ ხალხზე დაბანდების გეგმა რომ ჰქონოდათ, სწორი ტალანტების პოვნისთვის რომ დაექირავებინათ მსოფლიო დონის სკაუტები.
    ამ დროს კი ამათ უბრალოდ ღრმად ჩასუნთქვა და მობილიზება დააკლდათ, ყველაფერი დაიხატა გადარჩენისთვის ბრძოლად, მაშინ როცა უბრალოდ ცივსისხლიანი და გამართული აზროვნება იყო საჭირო.
    რეალურად გუნდი კი არ იბრძვის გადარჩენისთვის, არამედ თავად ბორდს აქვს მაგისი განცდა ან თავზე გვახვევენ რათა საკუთარი უგუნურება გადაფარონ თორე როგორ შეიძლება 3 წელში უამრავი ხალხი მოგყავდეს, 300მს ხარჯავდე, უამრავს უშვებდე, ვალები გაანახევრო და მაინც იძახო რო ისევ იმავე წუმპეში ხარ რაშიც 3 წლის წინ იყავი?

    3 წლის წინაც იმავეს ვწერდი – სანამ თავში არაა დალაგებული საქმეები, იქამდე ვერაფერი ვერ იმუშავებს სწორად თქო.
    და მოდი მარტივად დავფიქრდეთ ფულის ტომრების იქეთ ორად ორი გუნდი როგორ იბრძვის დეკადებია მსოფლიოს ტოპობისთვის და ფინანსური თუ სპორტული ჩავარდნები ფაქტობრივად არასდროს აქვთ, ჰო ბაიერნზე და რეალზე მაქ საუბარი.
    პასუხი მარტივია: პერესი და რუმენიგე. (ორი ინტელიგენტი, ცხოვრებისეულად შეყვარებული გველი თავიანთ კლუბებზე)

    მოკლედ ან კლუბის მაყუთა ტიპზე გაყიდვა, ან ანალოგიური პრეზიდენტის მოსვლა თუ გადაგვარჩენს იმ წუმპეს რაშიც ვართ, თუ არადა, სანამ ეგ არ მოხდება, გინდა 2 წელი ვიძახოთ და გინდა 10, მთელი ცხოვრება არ გვეშველება, სანამ თავშივე არ დავალაგებთ საქმეებს.

  • cruyff9
    schedule 08 იან 2024, 15:18
    #15

    ციტატა: lesane C

    ციტატა: cruyff9
    მბაპპე რეალში გადადის!!დახურეთ გუნდი!!ლაპორტას აასხმევინეთ!!!მართალი იყო ვიქტორ ფონტი როცა ამბობდა რო ლაპორტას არანაირი გეგმა არ ქონდა!!ის უნდა აერჩიათ!!!კაცი 3 წელია მოვიდა და არანაირი გეგმა არანაირი სუპერ სტრანსფერი!!გვპირდებოდა რო ორი წელი იყო საკმარისი კრიზისის დასაძლევად,,აღმოჩნდა რო ისევ ლაფში ვართ,ვერავის ვყიდულობთ,ვინც ასახევი იყო ყველა რეალმა აგვახია,,ენდრიკი მომავალია,გიულერი,ბელინგემი,მბაპეე(((((ძაან დაგვერხააა ძააან

    აი რას ამბობდა ეს კაცი!!: ლაპორტას გამარჯვება "ბაიერნთან" წაგებით დაიწყო. მან საკუთარი კამპანია ჭკვიანურად დაგეგმა, აქცენტი ძველ წარმატებაზე გააკეთა და ამან გაამართლა.

    ჩვენ კლუბის წევრებს ახალი პროექტი შევთავაზეთ, თუმცა მათ არჩევანი ლაპორტას შესაძლებლობებზე, ცოდნასა და წარსულ მოგონებებზე შეაჩერეს. ჩვენ გვჯერა, რომ ადრე თუ გვიან, "ბარსელონაში" ჩვენს მოდელს ვიხილავთ.


    თვითონ რა გეგმა ჰქონდა, ხავი მოყავდა თვითონაც, მბაპეს და ჰალადნს ვერც ეგ იყიდდა და რავი შეიძლება ისიც ვერ გაეკეთებინა რაც ლაპორტამ გააკეთა


    ის კაცი ამბობდა რო მთავარი პრობლემა წარსული მოგონებებიფ ცხოვრებაა!!!შეხედეთ რეალს სულ მომავლისკენ იყურებიან და კიდიათ გუშინ რა მოიგეს,,ჩავიც კი წარსულით ცხოვრობს და გონია რო როგორც მაშინ იყო ეხაც გამოვაა!!!სხვა ტიპის ფეხბურთელებია საჭირო,,სხვა სისხლია საჭირო

  • nika 54
    schedule 08 იან 2024, 15:18
    #14

    ძალიან რბილი ხარ ფეოლა, ამათ ეხლა დედის გინება თუ მოუხდებოდათ. ჯერ ხო ვალენსიამ მომიშალა ნერვები, სწორედ იმ არხზე ითამაშა სადაც ბარსას თამაში უნდა ყოფილიყო და იმ სირებმა ფრე გააგორეს, მერე დამატებითი და რადგან თითო წყვილზე ორ-ორი საათი იყო განკუთვნილი ბარსას თამაში 38 წუთზე ჩართეს, როცა უკვე 1-0 ვიგებდით. ნეტა არ მეყურებინა ეს რა ვნახე. ატლეტიკოსთან თამაში ამასთან შედარებით ლიგის ფინალი იყო. მოკლედ მაგრად მიგვაჩმორეს, 2-მეტრიან არაუხოს რო მეტრანახევრიანი ბავშვი ხელის კვრით სარეკლამო ბორდებს შეაჯახებს და თითს დაუქნევს უკვე ტირილი მოგინდება, არადა იმ პატარამ იუხეშა არაუხომ უბრალოდ პროტესტი გამოხატა და მიიღო კიდეც. ფელიში საერთოდ არ იყო აზრზე სად თამაშობდა მცველი დაინახა მიახლოვდებაო და ისე იყო შეშინებული მობრუნდა და ჩვენი კარისკენ დაარტყა, ვერ გაიტანა მაგრამ კუთხური აჩუქა მეტოქეს(პირველი) და მშვენივრად გამოიყენეს არაუხოც და კუნდეც დაიკიდეს ისე გაგვიტანეს. 40 მილიონიან ბავშვს ტიგრინიო კი არა კატუნია უფრო უნდა შეერქვათ, ისე გაიყვანეს პირისპირ მგონი გიუნდოგანმა რო,სანამ მეკარესთან მიახლოვდებოდა სუარესის 3-4 გოლი გამახსენდა და ნერწყვიც გადავყლაპე რომელს მიამსგავსებდა. თქვენც არ მომიკვდეთ მიუახლოვდა მეკარეს და პირდაპირ დაუმიზნა, რავიცი სხვა რისთვის უნდოდათ ისიც გავიფიქრე ლევანდოვსკი მაინც გასულიყო პირისპირ თქო ნაღდად მაგას ვეღარ გააფუჭებდა. სხვანაირად რო ვთქვათ მეტოქემ რომელიღაც ჭ ჯგუფის მე-4 ლიგიდან სასტიკად გვიხმარა, ბოლო 5 წუთი კი 3-2-ზე უკვე დრო გაყავდათ და ის ბავშვები აპრესინგებდნენ ჩვენ "ლომებს" და "ტიგრებს", თამაშის დამთავრებისთანავე ჩავიმ ვიღაცას რაღაცაზე უთხრა და ხელის კვრით მოიშორეს მეტოქის მწვრთნელი იყო თუ მე-4 მსაჯი ვერ გავიგე. მოკლედ ერთში მართალია ფეოლა: მათ თავისუფლად შეუძლიათ თქვან ბარსას ვაჯობეთ, მაგრამ ვერ მოვუგეთო. მსაჯი? მსაჯი მეგონა მადრიდელი იყო თითქოს იმათ აქეზებდა კიდეც მიდით გადათელეთ ეს კულეებიო. მე რო მკითხოთ არაუხოც გასაშვებია ეს ტიგრინიოც, და ფელიშიც თავისთავად.

  • PUIOL5
    schedule 08 იან 2024, 15:12
    #13

    ციტატა: lesane C

    ციტატა: cruyff9
    მბაპპე რეალში გადადის!!დახურეთ გუნდი!!ლაპორტას აასხმევინეთ!!!მართალი იყო ვიქტორ ფონტი როცა ამბობდა რო ლაპორტას არანაირი გეგმა არ ქონდა!!ის უნდა აერჩიათ!!!კაცი 3 წელია მოვიდა და არანაირი გეგმა არანაირი სუპერ სტრანსფერი!!გვპირდებოდა რო ორი წელი იყო საკმარისი კრიზისის დასაძლევად,,აღმოჩნდა რო ისევ ლაფში ვართ,ვერავის ვყიდულობთ,ვინც ასახევი იყო ყველა რეალმა აგვახია,,ენდრიკი მომავალია,გიულერი,ბელინგემი,მბაპეე(((((ძაან დაგვერხააა ძააან

    აი რას ამბობდა ეს კაცი!!: ლაპორტას გამარჯვება "ბაიერნთან" წაგებით დაიწყო. მან საკუთარი კამპანია ჭკვიანურად დაგეგმა, აქცენტი ძველ წარმატებაზე გააკეთა და ამან გაამართლა.

    ჩვენ კლუბის წევრებს ახალი პროექტი შევთავაზეთ, თუმცა მათ არჩევანი ლაპორტას შესაძლებლობებზე, ცოდნასა და წარსულ მოგონებებზე შეაჩერეს. ჩვენ გვჯერა, რომ ადრე თუ გვიან, "ბარსელონაში" ჩვენს მოდელს ვიხილავთ.


    თვითონ რა გეგმა ჰქონდა, ხავი მოყავდა თვითონაც, მბაპეს და ჰალადნს ვერც ეგ იყიდდა და რავი შეიძლება ისიც ვერ გაეკეთებინა რაც ლაპორტამ გააკეთა


    ლაპორტამ რა ჩემი ფეხები გააკეთა გარდა ფულის ფლანგვისა? ლევანდოვსკი 60მლ ღირდაა?სლევანდოვსკში და ტორესში 120 ის გადახდა ეყიდა კეინი ხო დავისვენებდით? ვლაჰოვიჩი ეყიდა, ამდენი სლეეები მოყარა გუნდში და მერე გაშვებას ჩალიჩობს ახლა. მესი ბუსი და ალბა მოიშორეს და შედეგად რა მივიღეთ? გაფარჩაკებული ცენტრი, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს რეგრესი აქვს . არაუხოც კი დაასლევეს ამ ჩემისებმა

  • Barca
    schedule 08 იან 2024, 15:12
    #12

    არა კაცო საერთოდ აე ვართ ცუდ დღეში ჭორია , მბაპე უკვე გადავიდა რეალში და მომდევნო სეზონიდან შეუერთდება და ჩვენ ვიყუროთ ისე და რაიმე სასწაულს ველოდოთ, რავიცი გუარდიოლა თუ უშველის მარტო ამ ბარსას თორე სხვა არვიცი.

  • Albicelecte
    schedule 08 იან 2024, 14:56
    #11

    ჩავი საკმაოდ რბილი ჩანს და მაგისი ბრალია;
    ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას: როდის დაიწყო დაღამსვლა და გაფარჩაკება? ვაგულისხმობ სუპერთასის და ლა ლიგის მოგების მერე გაუარესებულ ტაამშის ხარისხს და შედეგს
    როდეაც ალემანი წავიდა და დეკუ მოვიდა, ფსიქოლოგიაში დაერხა გუნდს და ეს აისახება თამაშზეც, შედეგზეც

  • walker599
    schedule 08 იან 2024, 14:47
    #10

    ვინმე გიჟი მწვრთნელი მინდა რა, ნუ კლოპი თუ არ მოვა, ინძაგიც მაგრად მომწონს ( არ დაიწყოთ დაცვითია და რაღაცეები, ეხლა ხო გოლი გოლზე გაგვაქვს რას ლაპარაკობთ ) პიოლის თუ მილანი გაუშვებს ეგეც შეიძლება, პიოლი ტაქტიკურად ნებიიერ დროს გადაახევს ჩავისბბურთს,ნუ ფლიკი ხო თავისთავად.

  • lesane C
    schedule 08 იან 2024, 14:46
    #9

    ციტატა: cruyff9
    მბაპპე რეალში გადადის!!დახურეთ გუნდი!!ლაპორტას აასხმევინეთ!!!მართალი იყო ვიქტორ ფონტი როცა ამბობდა რო ლაპორტას არანაირი გეგმა არ ქონდა!!ის უნდა აერჩიათ!!!კაცი 3 წელია მოვიდა და არანაირი გეგმა არანაირი სუპერ სტრანსფერი!!გვპირდებოდა რო ორი წელი იყო საკმარისი კრიზისის დასაძლევად,,აღმოჩნდა რო ისევ ლაფში ვართ,ვერავის ვყიდულობთ,ვინც ასახევი იყო ყველა რეალმა აგვახია,,ენდრიკი მომავალია,გიულერი,ბელინგემი,მბაპეე(((((ძაან დაგვერხააა ძააან

    აი რას ამბობდა ეს კაცი!!: ლაპორტას გამარჯვება "ბაიერნთან" წაგებით დაიწყო. მან საკუთარი კამპანია ჭკვიანურად დაგეგმა, აქცენტი ძველ წარმატებაზე გააკეთა და ამან გაამართლა.

    ჩვენ კლუბის წევრებს ახალი პროექტი შევთავაზეთ, თუმცა მათ არჩევანი ლაპორტას შესაძლებლობებზე, ცოდნასა და წარსულ მოგონებებზე შეაჩერეს. ჩვენ გვჯერა, რომ ადრე თუ გვიან, "ბარსელონაში" ჩვენს მოდელს ვიხილავთ.


    თვითონ რა გეგმა ჰქონდა, ხავი მოყავდა თვითონაც, მბაპეს და ჰალადნს ვერც ეგ იყიდდა და რავი შეიძლება ისიც ვერ გაეკეთებინა რაც ლაპორტამ გააკეთა

  • nikusha
    schedule 08 იან 2024, 14:37
    #8

    კოპას შემდეგ ეტაპზე გასული გუნდები არიან: ბარსა, ჟირონა, ატლეტიკ ბილბაო, ატლეტიკო, ხეტაფე, რაიო ვალენკანო, ალავესი, მალიორკა, სელტა, ოსასუნა, სევილია, ვალენსია, სოსიედადი, ტენერიფე, სალამანკა/ვილიარეალი, რეალი.

    ესეთ წყვილებს ვისურვებდი:

    ბარსა-ალავესი
    ტენერიფე-ჟირონა
    ოსასუნა-ვილიარეალი
    ბილბაო-სოსიედადი
    ვალენსია-სევილია
    რაიო ვალენკანო-სელტა
    მალიორკა-ხეტაფე
    ატლეტიკო-რეალი

    მეოთხედფინალში გავლენ: ბარსა, ჟირონა, ოსასუნა, ბილბაო, ვალენსია, სელტა, მალიორკა, ატლეტიკო.

    ბარსა-მალიორკა
    ჟირონა-სელტა
    ოსასუნა-ვალენსია
    ბილბაო-ატლეტიკო

    ნახ ფინალში გავლენ: ბარსა, ჟირონა, ოსასუნა, ბილბაო

    ბარსა-ოსასუნა
    ჟირონა-ბილბაო

    და ფინალი: ბარსა-ბილბაო და ბარსას მოგება კოპა დელ რეის

  • Ferran7
    schedule 08 იან 2024, 14:27
    #7

    ციტატა: Gaucho24
    ბევრჯერ დამიწერია , რომ ხავი სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს და ამიხსნია რატოც ვფიქრობ , ბევრჯერ დამიცავს ხავი როცა თუნდაც აქ უტრიალებდნენ ყველაფერს , ბევრჯერ ვიღაცისთვის იმედი ჩამისახავს რომ ყველაფერი გამოვიდოდა , მაგრამ როგორც დავიწყე ბევრჯერ დამიწერია , ხო ძალიან ბევრჯერ დამიწერია რომ ხასიათი ფეხბურთის უდიდესი მამოძრავებელი ძალაა , ვისაც ფეხბურთი უთამაშია ყველა დამეთანხმება ალბათ ამაში , ხასიათი , მუღამი , სურვილი , ისეთი ამოუცნობი რამაა რომ სასწაულია , როცა მუღამზე ხარ , ხასიათზე ხარ , ისეთ რაღაცებს აკეთებ მოედანზე შენ თავად გიკვირს , ყველაფერი გამოგდის თითქოს და როცა პირიქით არ ხარ და დაკარგული გაქვს მუღამი, ისეთ რაღაცებს ვერ აკეთებ და არ გამოგდის შენ თვითონაც გიკვირს , ამას ხომ 10-10 ჯერ ვიზამდიო , სწორედაც რომ ჩემი აზრით მთავარი პრობლემა ესაა , ლევანდოვსკი ამის ნათელი მაგალითია , ხასიათზე აღარაა , მუღამი აღარ აქვს , ეს კი გადამდებია , გუნდზე მოქმედებს , როდესაც ერთ-ერთი ლიდერი ასეა , სხვებიც ასე ხდებიან , ეს კი ხავიმ უნდა აკონტროლოს , შეცვალოს , სტიმული , მუღამი , ხასიათი მისცეს , მაგრამ ამას ვერ აკეთებს , სხვა ყველაფერში შემიძლია დავა მაგრამ არ ვიდავებ , ეს მგონია მთავარი პრობლემა და ამას მოყვება გამოუსწორებელი შეცდომები , თუ დროულად არ გამოსწორდა ეს პრობლემა…


    გეთანხმები სრულიად მაგალითად მე რო ვთამაშობ თითქმის სულ ფეხბურთს თუვარ მუღამზე დავრბივარ და ვბრძოლობ და როცა არვარ უკვე მუღამი დაკარგული მაქ და დავდივარ უბრალოდ მოედანზე პლიუს თუ ვხედავ რო ჩემი გუნდელები არ დარბიან არც მე დავრბივარ მთავარი ეგააა რაც 100% გეთანხმები

  • araujo4
    schedule 08 იან 2024, 13:55
    #6

    ვამბობდი მე როკეზე, არ მეიმედება თქო, მაგის ყველა გოლი მაქვს ალბათ ნანახი რაც დევს, რაღაცნაირად იღბალის მოთამაშე მგონია. ძირითადი გოლები აქვს უბრალოდ ალღოდან გამომდინარე. დიდი კლასით ვერ დაიკვეხნის, ვერც დრიბლინგით. სამწუხაროდ ალვარესის ნახევარსაც ვერ დადებს ეგ. იმედია ძალიან ვცდები და ყველაფერს საწინააღმდეგოთ დამიმტკიცებს.

  • cruyff9
    schedule 08 იან 2024, 13:26
    #5

    მბაპპე რეალში გადადის!!დახურეთ გუნდი!!ლაპორტას აასხმევინეთ!!!მართალი იყო ვიქტორ ფონტი როცა ამბობდა რო ლაპორტას არანაირი გეგმა არ ქონდა!!ის უნდა აერჩიათ!!!კაცი 3 წელია მოვიდა და არანაირი გეგმა არანაირი სუპერ სტრანსფერი!!გვპირდებოდა რო ორი წელი იყო საკმარისი კრიზისის დასაძლევად,,აღმოჩნდა რო ისევ ლაფში ვართ,ვერავის ვყიდულობთ,ვინც ასახევი იყო ყველა რეალმა აგვახია,,ენდრიკი მომავალია,გიულერი,ბელინგემი,მბაპეე(((((ძაან დაგვერხააა ძააან

    აი რას ამბობდა ეს კაცი!!: ლაპორტას გამარჯვება "ბაიერნთან" წაგებით დაიწყო. მან საკუთარი კამპანია ჭკვიანურად დაგეგმა, აქცენტი ძველ წარმატებაზე გააკეთა და ამან გაამართლა.

    ჩვენ კლუბის წევრებს ახალი პროექტი შევთავაზეთ, თუმცა მათ არჩევანი ლაპორტას შესაძლებლობებზე, ცოდნასა და წარსულ მოგონებებზე შეაჩერეს. ჩვენ გვჯერა, რომ ადრე თუ გვიან, "ბარსელონაში" ჩვენს მოდელს ვიხილავთ.

  • nikusha
    schedule 08 იან 2024, 12:47
    #4

    დღეს კოპა დელ რეის კენჭისყრაა

  • Gaucho24
    schedule 08 იან 2024, 12:17
    #3

    ბევრჯერ დამიწერია , რომ ხავი სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს და ამიხსნია რატოც ვფიქრობ , ბევრჯერ დამიცავს ხავი როცა თუნდაც აქ უტრიალებდნენ ყველაფერს , ბევრჯერ ვიღაცისთვის იმედი ჩამისახავს რომ ყველაფერი გამოვიდოდა , მაგრამ როგორც დავიწყე ბევრჯერ დამიწერია , ხო ძალიან ბევრჯერ დამიწერია რომ ხასიათი ფეხბურთის უდიდესი მამოძრავებელი ძალაა , ვისაც ფეხბურთი უთამაშია ყველა დამეთანხმება ალბათ ამაში , ხასიათი , მუღამი , სურვილი , ისეთი ამოუცნობი რამაა რომ სასწაულია , როცა მუღამზე ხარ , ხასიათზე ხარ , ისეთ რაღაცებს აკეთებ მოედანზე შენ თავად გიკვირს , ყველაფერი გამოგდის თითქოს და როცა პირიქით არ ხარ და დაკარგული გაქვს მუღამი, ისეთ რაღაცებს ვერ აკეთებ და არ გამოგდის შენ თვითონაც გიკვირს , ამას ხომ 10-10 ჯერ ვიზამდიო , სწორედაც რომ ჩემი აზრით მთავარი პრობლემა ესაა , ლევანდოვსკი ამის ნათელი მაგალითია , ხასიათზე აღარაა , მუღამი აღარ აქვს , ეს კი გადამდებია , გუნდზე მოქმედებს , როდესაც ერთ-ერთი ლიდერი ასეა , სხვებიც ასე ხდებიან , ეს კი ხავიმ უნდა აკონტროლოს , შეცვალოს , სტიმული , მუღამი , ხასიათი მისცეს , მაგრამ ამას ვერ აკეთებს , სხვა ყველაფერში შემიძლია დავა მაგრამ არ ვიდავებ , ეს მგონია მთავარი პრობლემა და ამას მოყვება გამოუსწორებელი შეცდომები , თუ დროულად არ გამოსწორდა ეს პრობლემა…

  • Ferran7
    schedule 08 იან 2024, 12:17
    #2

    როკეს გოლი უნდა და თავდაჯერებულობა მოემატება ასე ვფიქრობ მაგრამ ამდენი მომენტი არუნდა მაზოს ეგრე თუ გააგრძელა მაშინ რაღას მოვიყვანეთ ეგეთი გვყავს ლევანდოვსკის სახით ვლაჰოვიჩი ძაან მაგარი ვინმეა დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი ჩემი ნება როიყოს ზაფხულში თან ძვირიც არ დაჯდება

  • MESSI 2017
    schedule 08 იან 2024, 11:45
    #1

    ძან დანძრეული აქვს გუნდს და ძალიან გაგვიმართლა რომ ნაპოლს შევხვდებით ლიგაზე
    მე4 დივიზიონის გუნდთან კი ვწვალობთ და თან ძირითადის გუდნით
    ეს როკე კიდე მეორე მაზილაა
    2 თამაშში უკვე 4 100% მომენტი გააფუჭა