“ბარსამ” პოზიციები გაიმყარა და კალენდარიც ისეთი აქვს რომ არ უნდა გაუჭირდეს ჩემპიონობა. ჩავი გახდება მწვრთნელი, რომელიც ლა ლიგის ტიტულს დაიბრუნებს. კიდევ ერთი მშრალად შენახული კარი ვნახეთ, ისევ 9 გოლი აქვს გუნდს გაშვებული, რაც ძალიან მაგარი მაჩვენებელია და თითოეულ ფეხბურთელს ეტყობა რომ რეკორდის მოხსნა სურს.
დანაკლისი დიდი იყო, თუმცა, “ელჩესთან” მოგება ყველაზე იოლი გამოდგა მიმდინარე სეზონში. ფერან ტორესისა და ფატის დუეტიც კი საკმარისი იყო მათ დასამარცხებლად. თან, ლამაზი გოლები შეყარეს. ერთსაც მაგრად სჭირდებოდა ახლა გატანა და მეორეს ხომ სჭირდება და სჭირდება.
ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, აქიდან ერთი ძალიან უცნაურად შეაგდო. მარჯვენა ფეხით მარცხენაზე გაირტყა და ლამაზად ჩააბზრიალა კარის ბადეში. ფაქტობრივად, საგოლე პასიც თავად შეასრულა და გოლიც თავად შაგდო.
მცველი საყრდენზე
მომდევნო მატჩი “მადრიდთან” გვაქვს. დე იონგს პრობლემები აქვს, ამიტომ სერხი ბუსკეტსმა დაისვენა. მისით გარისკვა არაფრით არ შეიძლებოდა. ჩავიმ ერიკ გარსია დააყენა საყრდენზე, კარგი პირველი პასი აქვს და ტექნიკური ფეხბურთელია, საკმარისი გამოდგა ამ გადაწყვეტილების მისაღებად. როცა ჩავი მოქმედი ფეხბურთელი იყო, პირველად რაიკაარდმა დაიწყო ცენტრალური მცველების საყრდენზე მოსინჯვა. ჯერ რაფა მარკესი ვნახეთ ამ პოზიციაზე, მერე ედმილსონი და ა.შ. აი, გვარდიოლამ პირიქით გააკეთა, საყრდენი ნახევარმცველი წაიღო ცენტრალურ მცველად.
ასე თუ ისე, ორივე შემთხვევა გამართლებული გამოდგა. ერთიც მუაობდა და მეორეც. ერიკ გარსიასაც არაფერი უჭირდა, უბრალოდ, “ელჩე” ძალიან სუსტია იმისათვის, რომ შორს მიმავალ გეგმებზე ვისაუბროთ. ასე თუ მიიღებს პრაქტიკას თორემ დაცვა ისე დგას ფეხზე გარსიას გაუჭირდება.
ახლა მთავარია “მადრიდამდე” ყველა მწყობრში ჩადგეს. ყველა თუ არა, ნაწილი მაინც. დემბელეს რეაბილიტაცია, როგორც ყოველთვის, ძალიან გაიწელა. უცნობია ზუსტი თარიღი, როცა დამბო დაგვიბრუნდება. გაიწელა პედრის რეაბილიტაციაც, გაცილებით ადრე ველოდით მის დაბრუნებას, მაგრამ რთულად წავიდა პროცესი.
მერე კრისტენსენი და დე იონგი დაემატნენ ამ უბედურებას. მოგეხსენებათ რა ძალაა ამ სეზონში ერთიც და მეორეც. კრისტენსენის თამაში კლასიკოში ფაქტობრივად გამორიცხულია, აი, დე იონგის დაბრუნებას კი ველით.
“ბარსამ” ფინალისთვის უნდა ითამაშოს და მესამე ტიტულის მოსაგებად გაიწიოს. ერთი უკვე მოგებულია. მეორეს დიდი უპირატესობით ვლიდერობთ, მესამეზე კი “მადრიდია” გადასალახი.
ფატი თუ ფერანი
კარგი შეხვედრა ჩაატარეს, მაგრამ მომდევნო მატჩისთვის კონკურენტები იქნებიან. რაფინია დაბრუნდება და ჩაიბარებს თავის ფლანგს. მარცხენა ფლანგზე კი ერთი ადგილიღა რჩება. არც ის არის გამორიცხული ჩავიმ არცერთი არ ათამაშოს და ისევ გავიმ დაიკავოს ადგილი შედარებით მარცხენა ფლანგზე. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, არჩევანი მაინც დიდია.
თამაშამდე ფატის მამამ ატეხა ერთი ამბავი, “ბარსელონაზე” გაბრაზებული ვარო და დაიმუქრა კიდეც ჩემი შვილი აქ აღარ გაჩერდება სათამაშო დრო თუ არ მიიღოო. მე კიდე საბა გამახსენდა. თქვენ არ გეცოდინებათ, აბა საიდან. საბა ჩემი გუნდელი იყო, არც თუ ისე დახვეწილი მღვდლის შვილი, რომელიც მიუხედავად ძალიან არასპორტული აღნაგობისა მაინც სულ ძირითადში თამაშობდა, მამამისი იმუქრებოდა ხოლმე ჩემი ბიჭი ათამაშეთო. მსაჯებსაც მაგრად აგინებდა ხოლმე, ოღონდ, უნდა ითქვას, რომ თამაშებზე არასდროს ანაფორით არ მოდიოდა. ამას უკვე აღარ კადრულობდა.
ერთ დღესაც საბა დასვეს სკამზე და იმ დღესვე წაიყვანეს სხვაგან. რა თქმა უნდა, მისგან ფეხბურთელი არ გამოვიდა. დატანჯეს ბავშვი. ჰოდა, ფატი გამახსენდა. ხანდახან ისე ცუდად თამაშობს გული მოგიკვდება ადამიანს, ვიცით რაც შეუძლია, მაგრამ ძალები ვერ აღიდგინა, თითქოს ვერ გააცნობიერა ტრავმამ რა ნაწილი წაართვა და რის იმედად დატოვა, ისევ ისე ცდილობს თამაშს, ეგრე კიდე არ გამოვა, იმიტომ, რომ მძიმე ტრავმას ყოველთვის მიაქვს რაღაც შენგან, უბრალოდ ტვინი უნდა გეყოს და მიხვდე რა შეგიძლია და რაზე უნდა იმუშავო. ფატი კიდე ვერ მიხვდა.
მამამისი კიდე ყვირის.
მოკლედ, რამდენიც არ უნდა შეუგდოს “ელჩეს”, ეს სეზონი ჩააგდო. მერე კიდე ვნახავთ რა იქნება.
“მადრიდთან” 5-ში, 23:00 საათზე ვითამაშებთ.
ისე ეს შეფასების სისტემა ვერც მე გავიგე, მაგრამ ის რო რასაც ვაკვირდები ყოველი მატჩის შემდეგ გუნდის საუკეთესოდ გოლის გამტან ფეხბურთელებს ასახელებენ. თუმცა გოლამდე ფერანის თამაშს ვითომ თამაში ერქვა, ერთ კაცს ვერ ატყუებდა და ამ დროს ელჩეზე ვლაპარაკობთ და არა რეალზე ან ატლეტიკოზე, იქ გასაგები იქნებოდა მაგრამ ელჩესთან? რაღა გარემარბი ხარ შე კაი კაცო ერთ მცველს ვერ ცდები.
გასაგებია თქვენი შეფასება, მაგრამ "ლა-ლიგაში" სუსტი გუნდებიც არსებობენ და "ბარსელონა" შესაბამისი თამაშით შეფასდა. გუნდმა კარგად ითამაშა (შეეძლო ცუდად ეთამაშა, გოლი გაეშვა, ფრე გაეგორებინა და ა.შ.) და ფეხბურთებელმაც შესაბამისი შეფასება მიიღეს. მე იმას ვერ მივხვდი, ფეხბურთელებს ზოგადად რატომ აფასებთ? კონკრეტულ შეხვედრაზეა საუბარი.
მოგებით უნდა გავიხაროთ, რადგან ტიტულის მოგებას კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით.
მოდი გაუგოთ ერთმანეთს მეგობარო. რა თქმა უნდა გეთანხმები და მოგებით უნდა დავტკბეთ. ამას მეც ვწერ ჩემს კომენტარში.
მე იმაზე მაქვს აქცენტი რომ შეფასება 8,7 და 9,2 არის ძალიან მაღალი შეფასება და ასეთ დონეზე არც ერთს არ უთამაშია. მე ვფიქრობ რომ შეფასება 7 ნადვილად არ არის ცოტა არც საერთოდ და არც გუშინდელ თამაშში.
მაგრამ კიდევ გეუბნები მართალი ხარ, გამარჯვების გზაზე ვდგევართ, გავიმარჯვებთ კიდევაც და ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას.
მადლობა კომენტარისათვის.
გასაგებია თქვენი შეფასება, მაგრამ "ლა-ლიგაში" სუსტი გუნდებიც არსებობენ და "ბარსელონა" შესაბამისი თამაშით შეფასდა. გუნდმა კარგად ითამაშა (შეეძლო ცუდად ეთამაშა, გოლი გაეშვა, ფრე გაეგორებინა და ა.შ.) და ფეხბურთებელმაც შესაბამისი შეფასება მიიღეს. მე იმას ვერ მივხვდი, ფეხბურთელებს ზოგადად რატომ აფასებთ? კონკრეტულ შეხვედრაზეა საუბარი.
მოგებით უნდა გავიხაროთ, რადგან ტიტულის მოგებას კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით.
კი ბატონო, მოვიგეთ და 3 ქულაც დავიმატეთ და ეს არის მთავარი, მაგრამ სიტუაციის ძალიან გაბუქვა არ არის სწორი. არაფერი ზე-თამაში გუშინ არ უჩვენებია ბარსას. ელჩეს სისუსტის გამო, ყველა სათადარიგომ სათამაშო დრო მიიღო და სავარჯიშო თამაშის დონის მატჩი ჩაატარა. რათქმაუნდა კარგია, რომ არ დაიფანტა გუნდი და შედეგიც მიიღო, მაგრამ ერთი მითხარით, ამ მატჩში ტორესს რომ 8,7 და ლევანდოვსკის კდევ 9,2 ქულუთ შეაფასებ, მაშინ ხვიჩას თამაში 47-ით უნდა შეფასდეს? ლევანდოვსკიმ მარჯვენა ფეხით დაარტყა , მარცხენაში მოირტყა, შეთხვევითობამ კიდევ უშველა და ბურთი გაძვრა კარებში. მეორე გოლი უფრო კარგი იყო, მაგრამ ფერანის და ანსუს გოლები ჯობდა. და რაში მას 9,2? ისე აბა სცადოს ვისაც უნდა და მარჯვენათი მარცხენაში მოიტყყას ბურთი, ალბათ ამაში. ფერანს 8,7 -ეს აბსურდია, 10 ბალიან შეფასებაში 8,7 თითქმის იდეალურია, 9,2 კუდევ იდეალური.არერთი არ იყო ასეთი. 10 ქულას მესის უწერდნენ მის იდეალურ მატჩებში და ისიც არა ყოველთვს. მთელი ელჩე ხომ უსუსტესია და მეკარევ მაგარი სუსტი ყავთ. ასე რომ უნდა გავიხაროთ მოგებით, მაგრამ გადაჭარბება ზედმეტია. რონალდუ ხომ არა ვართ, რომ ლიხტენშტეინს გოლი გაუტანა და ისეთი აჟიოტაჟი ატეხა, თითქოს მუნდიალის ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მე ვთვლი, რომ გუშინდელი ექსპერიმენტის განმეორება შეიძლება, მხოლოდ გუშინდელის მსგავს მატჩებში.
სხვათა შორის მაგ ბავშვმა 10.6 კმ ირბინა იმის გარდა, რომ გოლი შეაგდო;
ნელ-ნელა გამოდის შიშიდან და რაც შეეხება მამამისს;
ნეიმარი არ გახსოვთ?
მამა რომ "ისაა" მაგას არ უნდა გადაყვეს მის კარიერა
ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ ამ კაცზე რა 🤣
კი, აუცილებლად უნდა დარჩეს. პროგრესი სახეზეა. ჩემპიონთა ლიგაზე გამოვარდა ბევრი არასახარბიელო ფაქტორის ერთობლიობა იყო. რაც შეეხება ევროპა ლიგას, შეიძლება ითქვას, რომ იყო შეცდომები, მაგრამ მხოლოდ მაგის გამო ჩავის გაშვება არასწორია.
გუნდი მხოლოდ სპორტულ ასპარეზზე, ერთი მიმართულებით, არ იბრძვის. ეკონომიკური თვალსაზრისით სიტუაცია საგანგაშოა, მაგრამ არა კრიტიკული (ლაპორტა აშკარად სწორი გზით მიდის და მადლობა მას); ლა ლიგის პრეზიდენტი ცალკე კლუბის იმიჯის შელახვას ცდილობს და ყველანაირად (ღიად) "ბარსელონას" უპირისპირდება);
და რაც ყველაზე მთავარია, ჩავიმ მოიტანა სულისკვეთება, კრუიფისეული ფილოსოფია და იმ ფეხბურთის საძირკველი, რომლის გამო "ბარსა" გვიყვარს. ჰოდა, აუცილებლად უნდა დავაცადოთ.
პატარა ამბავი არ არის პირველივე სეზონში დაცვის ხაზის თვალშისაცემი პროგრესი (20 თამაშია კარი მშრალად არის შენახული) და 15-ქულიანი, კომფორტული, უპირატესობა; ნახევარდაცვაში დრო ეძლევა ახალგაზრდა ტალანტებს, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთის დომინაცია უნდა შეძლონ. ჰოდა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება.
ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ ამ კაცზე რა 🤣
რავი პროგრესი აშკარაა, ახლა ამისი გაშვება გამორიცხულია, დომხალს გამოიწვევს, აირ დაირევა ყველაფერი. ჯერ მოვიდეს ლეო თუ მოდის და მერე ვნახოთ რას იზამს. ამ შეტევით ვერაფერს მეტს ვერ იზამდა. დაცვა მოხოდა, ნახევარდაცვაც, შეტევაც თუ მოხოდა ბევრად კარგი გუნდი ვიქნებით. ფაქტია ყველა პატივს ცემს. გააერთიანა გუნდი და ბარსას სტილის დაბრუნებას ცდილობს. ვალვერდეს მესი სუარესი ყავდა და ეგენი იგებდნენ ლა ლიგას, ამ სასტავით ვალვერდე 4 ულში თუ შევიდოდა
ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ ამ კაცზე რა 🤣
ვალვერდე რო იგებდა გადახედე რა სასტავი ყავდა და ეს რო მოვიდა კიდევ რა სასტავით ცოდვილის. დასდევენ ტილებს ჩაქუჩით, ვალებით აქვთ ტრაკი ამოვსებული და მაინც იბრძვიან. ბაზარი არაა შეცდომები აქვს ხავის მაგრამ ახალგაზრდა მწვრთნელია და ისწავლის თანდათან. თან ხავის არცერთი გამოვარდნა ევროტურნირიდან არ იყო სასირცხვილო. ჩემპიონატიც რო ვერ მოეგო ამ წელს, მაინც უნდა დარჩენილიყო მინიმუმ ერთი წლით და ახლა მითუმეტეს უნდა დატოვონ
გარსია-დე იონგი საყრდენ ზონაში წესით საინტერესო უნდა იყოს მაგრამ, არა მგონია გარსიამ საერთოდ რომელიმე პოზიციაზე გაამართლოს.