workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ჟიულ კუნდე ჩვენიანია! თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, სულ რაღაც 23 წლის, რომელსაც აქვს პოტენციალი ძალიან დიდი სახელი დატოვოს კლუბში. კარლეს პუიოლის სიმაღლის გახლავთ, სტილით კი არაუხოს მაგონებს, უყვარს ხალხის მილეწ-მოლეწვა, ფაქტობრივად გადაჭრილი არაუხოა. სწორედ აქ მიჩნდება ერთი კითხვა, – რამდენად შეძლებს ეს ორი ერთმანეთის დაბალანსებას? ორივე ხისტია, ორივეს რისკი უყვარს, ორივე უმეტესად დასწრებაზე ცდილობს თამაშს. ერთადერთი, ეს ამბავი მაფიქრებს, თორემ, ამ ორზე მაგარი ცენტრი ახლა ვის ჰყავს?! 

ისიც საკითხავია, არაუხოს მარჯვენა ფლანგზე ხომ არ უპირებენ გადასროლას, რა თქმა უნდა, იქნება მატჩები სადაც ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ, რა რაოდენობით? ამჟამად ხუთი ცენტრალური მცველია გუნდში, გარდა ამ ორი მხეცისა გვყავს კრისტენსენი, რომელიც საქმეშია სანახავი. თავის დროზე ძალიან პერსპექტიულ მცველად იყო მიჩნეული და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, დაახლოებით ისეთს, რომ “ჩელსის” ფანებს დესაი და ტერი გახსენებოდათ, მაგრამ კრისტენსენის შემხედვარე არც ერთი გაგახსენდება კაცს და არც მეორე. რაღაც ვერ აეწყო, რაღაც ვერ გამოვიდა, ჰოდა, ვნახოთ რა ბიჭია. მნიშვნელოვანია, რომ მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაში კუნდესაც შეუძლია, კრისტენსენსაც და ერიკ გარსიასაც, მაგრამ, მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამჟამად ცაცია ცენტრალური მცველი არ გვყავს. (უმტიტის არ ვთვლი). 

როგორც იქნა, ცენტრის პრობლემა მოხსნილია. გახსოვთ ალბათ პიკემ ლაპორტას რა უთხრა, – ვინც გინდა ის მოიყვანე, ყველას სკამზე დავსვამო. დაახლოებით ასე ჟღერდა, – თუ გინდა პაოლო მალდინი მოიყვანე ფეხებს ვერ მომჭამს ვერავინო. კარგია ასეთი განწყობა, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, კაცი პრეზიდენტობას აპირებს მომავალში, მაგრამ, ახლა ისე ჩანს რომ მოუწევს სკამზე დიდხანს ჯდომა. 

ბევრი რამის შეცვლა შეუძლია იმ ერთი კაცის მოსვლას, რომელსაც ველით. საუბარია ასპილიკუეტაზე, უნივერსალ განაპირა მცველზე, დაცვაში თუ სუსტი წერტილი დაგვრჩა, ალბას ასაკისა და დესტის განუვითარებლობის ბრალია. სერჟინიომ მოუმატა, ნამდვილად, რაღაც კომპონენტებში გაუმჯობესდა, მაგრამ რამდენად არის ეს საკმარისი იმისათვის, რომ ძირითადის წევრი იყოს? – აი, ეს არის კითხვა. მე მგონი, რომ არ არის. 

ამიტომ, ველით ასპის. სხვათა შორის, არც ბალდეს დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება. 

თუ ასპი არ მოვიდა, პირველ ვერსიას მივუბრუნდები, – არაუხოს ძალიან ხშირად ვიხილავთ ფლანგზე. 

დე იონგის თემა 

ხელფასის მაქსიმალურად შემცირებას თუ დათანხმდა, რაღაც შეიძლება გამოვიდეს. თუ არადა წასვლა მოუწევს, რიგში კი ბერნარდო სილვა დგას, ფანტასტიური ფეხბურთელი, რომელიც “ბარსას” დახატავს, მაგრამ კითხვები აქაც ჩნდება. 

ორივე უნივერსალია, დე იონგიც და ბერნარდოც, მაგრამ სხვადასხვა სივრცეებს ითვისებენ, კერძოდ, – დე იონგის შემთხვევაში გვყავს რვიანის პოზიციაზე მოთამაშე ნახევარმცველი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ექვსიანზე, სადაც ყველაზე უკეთ გრძნობს თავს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ცენტრალურ მცველად, სადაც მთელი მოსამზადებელი ეტაპი გაატარა. კუმანის ექსპერიმენტების ხარჯზე ათიანზე და ცრუ ცხრიანზეც ითამაშა, მაგრამ ეგ ზედმეტი იყო, ძირითადად ეს სამი პოზიცია ეკუთვნის, – რვიანი, ექვსიანი და ცენტრალური დაცვის ზონა. 

დე იონგის დარჩენის საჭიროებას მხოლოდ ექვსიანის პოზიცია განაპირობებს. რვიანზე აუცილებლად სჭირდებათ პრაქტიკა გავისა და პედრის, ეს ორი “ბარსას” მომავალია. ექვსიანზე კი ბუსკეტსს დიდი დრო არ დარჩენია და ნიკო ისეთი ვარსკვლავი ვერ არის, როგორც ზემოთ ჩამოთვლილები. ამიტომ, თუ ვინმეს ენანება დე იონგის გაშვება, მხოლოდ იმიტომ, რომ ექვსიანზე ხედავენ, კარგად ჯდება, არაფერს აშავებს, ბუსკეტსის დრო ნელ-ნელა მიდის. ეს ამბავია. 

რაც შეეხება ბერნარდოს. გამოვრიცხოთ დაცვა, გამოვრიცხოთ საყრდენი ზონა. გვყავს რვიანზე მოთამაშე შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ჩავის ტაქტიკაში მარჯვენა გარემარბადაც მშვენივრად ითამაშებს, მაგრამ, გადავხედოთ პოზიციებს, მარჯვენა ფლანგზე დემბელე და რაფინია ერთმანეთს ჭამენ, ამათ კიდე ბერნარდო რომ დაუმატო დედა შვილს არ აიყვანს ხელში, სამივე ნაკრების წევრია, წინ მუნდიალია, ამ პირობებში კარგი ატმოსფეროს შენარჩუნება გამორიცხულია. 

რვიანის პოზიციაზე კი გავის დასვამს სკამზე. გავი რომ ყველა მატჩს ძირითადში ვერ ითამაშებს, მით უმეტეს, 90 წუთს გასაგებია, მაგრამ სტატუსის ამბავია, ვინ იქნება ძირითადის წევრი? ბერნარდო სკამისთვის არ გადმოვა, გავისთვის კი ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ იცის სკამზე გადასმა როგორ იმოქმედებს მასზე, ნებისმიერ შემთხვევაში რისკია. თანაც, ამ მოსამზადებელზე გამოჩნდა რომ გაზრდილია, ძალაც უფრო მეტი აქვს, ფეხზეც უფრო მყარად დგას. 

გვინდა საერთოდ ბერნარდო სილვა? ორი აზრი არ არის, უმაღლესი დონის ფეხბურთელია, თანაც “ბარსას” სტილის, მაგრამ, საჭირო დროა ახლა ამისთვის თუ არა? 

ყველაფერს ჩავი გადაწყვეტს. მხოლოდ მან იცის ვის როგორ გამოიყენებს და რამდენი ხნით. მე კი ძალიან არ მინდა გავის სათამაშო დრო მოაკლდეს. 

ნებისმიერ შემთხვევაში, “ბარსა” უკვე არის სუპერ გუნდი. გახსოვთ სულ რაღაც ერთი წლის წინ რას ვამბობდით, როცა გუნდი კინაღამ 10 წლით დამარხეს? 

ვამბობდით, რომ გვყავს შტეგენი, არაუხო, პედრი, ნიკო, გავი, მორიბა, ფატი, რომელთაც შეუძლიათ გახდნენ საფუძველი ახალი კლუბისა. (მორიბა ჩავარდა, აღმოჩნდა რომ დიდი დანაკლისი არ ყოფილა). დარჩენილი პოზიციების გაძლიერება კი სუპერ გუნდად გვაქცევდა, ჰოდა, ასეც მოხდა, – არაუხო მარტო აღარ არის. ნახევარდაცვა გაძლიერდა და კონკურენციაა, შეტევაში კი ამხელა არჩევანი ძალიან დიდი ხანია არ გვქონია, ალბათ, ეტო’ოსა და ლარსონს რომ კონკურენცია უწევდათ, იმის მერე ასეთ ამბავში არ ვყოფილვართ. 

ჩავის ფაქტორი

ბუსკეტსი, გავი, პედრი, ნიკო, დე იონგი (ჯერჯერობით), კესიე, პიანიჩი, თითქოს ახალი ფეხბურთელისთვის, თანაც ისეთისთვის როგორიც ბერნარდო სილვაა ადგილი აღარ უნდა იყოს, მაგრამ 2005/06 წლების სეზონი გავიხსენოთ. ძირითადის წევრებად დეკუ და ვან ბომელი ითვლებოდნენ, ჩავისა და ინიესტას დუეტი კი ფაქტობრივად არ გვინახავს. მიზეზი ამისა იყო ჩავის მძიმე ტრავმა სეზონის შუა ნაწილში, ინიესტა კი ჯერ ის არ იყო, ვინც მერე გახდა, ამიტომ, ხან საყრდენად ათამაშებდნენ, ხან მარცხენა გარემარბად, ხანაც თავის პოზიციაზე. რეალურად, ოთხივე ნახევარმცველი ძირითადის კანდიდატი იყო, ამით იმის თქმა მსურს, რომ ჩავის საკმარისი გამოცდილება აქვს, იცის, რომ სეზონი გრძელია, იქნება ტრავმები და იქნება სხვა პრობლემებიც, ხანგრძლივ სეზონში კი, ბევრი კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი გჭირდება. 

ასეთი ამბავია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (19)

  • me da barca
    schedule 29 ივლ 2022, 20:07
    #19

    გუნდისთვისაც და ფრენკისთვისაც ჯობია წავიდეს. გუნდიც ფინანსურად ამოისუნთქავს და არ მგონია გუნდს ძაან შეეტყოს მისი წასვლა.

  • nika 54
    schedule 29 ივლ 2022, 15:41
    #18

    დღევანდელ დღეს როცა 5 შეცვლა ფაქტიურად დაკანონებულია ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელის ყოლა არც ისე რთულია როგორც ადრე იყო. ბერნარდოს რაც შეეხება მისი აგენტი მისთვის ახალ გუნდს ეძებს და ბარსასაც და რეალსაც შესთავაზა. აი მისი გაყიდვა სიტის 80-100 მილიონად უნდა. და ამდენის დახარჯვა ეხლა ბარსასთვის ნამეტანი დიდი ფუფუნება იქნება. მაშინ როცა ფეოლამაც გასაგებად ახსნა რო ცენტრში ხალხი საკმარისად გვყავს.

  • getsby
    schedule 29 ივლ 2022, 14:59
    #17

    ბერნარდოც და ეგაა , ასპი და ალონსო ხო ისედაც მოყავთ.დ ჩავის მაგარი სამუშაო ელოდება,ამათი შეთამაშება მარტივი საქმე არიქნება

  • Jorji
    schedule 29 ივლ 2022, 14:21
    #16

    ციტატა: DesmondHume

    ციტატა: Barca for life
    სილვა ძალიან მაგარია, მარა ყველაზე მთავარი რაც მომწონს ბარსა რომ უყვარს ისაა, ტიპი იხვეწება რომ მოიყვანონ და ასეთ ფეხბურთელზე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა რომ ყველაფერს გააკეთებს გუნდისთვის და ბოლომდე დაიხარჯება, მისი დონის ნახ.მცველი არ გვყავს, მხოლოდ დე იონგს ან პედრის თუ შევადარებთ, თუმცა მე პირდად ამ წამს ორივეს მირჩევნია, თუმცა პედრის პერსპექტივა იმხელა აქ რომ ნუ გამოვრიცხავთ, ბერნარდოს კი არა ინიესტას გაუტოლდეს, თუმცა ამ ეტაპზე ფაქტია რომ რომ მოიყვანონ გუნდში საუკეთესო ნახ.მცველი იქნება.
    ახლა უარყოფითს რაც შეეხება: ფასი საკმაოდ ძვირი ადევს, ასაკითაც ბიჭი აღარაა 27ისაა და რისკია რომ მომავალში ფულს ვერ ამოვიღებთ, თან 100 მილიონზეა საუბარი რაც ცოტა არაა, მაგრამ ამ ეტაპზე დეიონგი+დეპაის ნაცვლად აშკარად ღირს.
    მარა ერთი ფაქტორია, ის რომ დაცვითი ტიპის მოთამაშე არაა და ამ დროს თუ დე იონგს უშვებ 6-ანითვე უნდა ანაცვლებდე, თორე 8ზე პედრია, იმას თუ ფიქრობთ რო რა პრობლემაა პედრი ბერნარდო ბუსი დადგებაო, ამ დროს დარწმუნებული იყავით რო მაღლა აწეული ბუსნელის ფონზე ცალკე ბერნარდო და პედრიც რო აწეულები იქნებიან, კონტრას დროს გაგვარღვევენ, რაც არ უნდა არაუხო კუნდეზე ვსაუბრობდეთ, მითუმეტეს მაშინ როცა ფლანგები კატასტროფაა, რომელიმე რო 6ზე დააყენო კიდე საცოდაობაა, რადგან კიდევ ერთ ფეხბურთელს გავაფუჭებთ არასწორ პოზიციაზე განმწესების გამო.
    ისედაც ახლა ვინც გვყავს ეგენიც გვეცოდებიან რომ სკამზე დავსვათ და ამათ ბერნარდოს გარანტირებული ძირითადიც რომ დავუმატოთ მერე საერთოდ კატასტროფა იქნება, ბევრს დაეკარგება მოტივაცია და თან ახალგაზრდებზე გვაქვს საუბარი რომელთაც ხელშეწყობა ჭირდებათ და თუკი ბერნარდო მოვა მაშინ ნიკო უეჭველი გასაიჯარებელი გახდება, გავი სკამზე გადაჯდება, კესი გავის უკან მიყვება და ტორეზე ხო საუბარიც არაა, პიანიჩი ვაბშე წასულია ამ დროს და მოკლედ სრული დომხალია.
    მე ერთადერთი გული რაზეც მწყდება, ბერნარდოს ბარსაში თამაშის სურვილია, ეგეთი ბიჭის ხელიდან გაშვება მარტივი არაა, მარა მეორე მხარეს ფინანსური ფაქტორი დგას, დე იონგი-დეპაი რომც გავუშვათ იმ 100 მილიონის გადანახვა, ან ვალების გასტუმრება, ან ფულბექების ყიდვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ისევ ნახ.მცველით გაძლიერება და ყველაზე მაგარი გამოსავალი, ვფიქრობ ბერნარდოს მომავალ სეზონში დამატება იქნება, რადგან ბუსი წავა, კესის, ნიკოს და ტორეს დავაკვირდებით რას იზამენ, თუ დონე ვერ დადეს კი დავიმატებთ სილვას და თუ დადეს და მაშინ თავს რაზე ვიტეხავთ.
    ამ ეტაპზე ფაქტია რომ ზედმეტია, სეზონი რაც არ უნდა გრძელი იყოს, გუნდში 7 ნახევარმცველი გვყავს+პიანიჩი, პიანიჩი რომც გავუშვათ 7 კაცის დატევა 3 პოზიციაზე რთულია, მითუმეტეს მაშინ როცა ყველას დრო ჭირდება და ბუსის გარდა ყველა ახლა ვითარდება, მე იმის მეშინია, რომ როგორც ალკანტარაზე დაგვემართა, ახლაც იგივე არ მოგვივიდეს და სანამ სხვებისას დავაფასებთ, ჯერ ჯობია საკუთარს მივხედოთ.


    100%


    აი ზუსტად ამას ვამბობდი მასმერე რაც დაიწყო ლაპარაკები რო ფრენკი უნდა გავუშვათ და მერე ბერნარდოს მოვიყვანთო აიი ზუსტად ამას ვამბობდიი და ხალხიი ლანძღავდაა ფრენკიის დროზე წავიდესო რო ბერბარდუ მოვიყვანოთო და მაბები, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ჯობია ფრენკი დარჩეს და ხელფასი შეიმციროს ვიდრე ბერნარდუ მოვიყვანოთ და იქ გავი დაჩაგროს და მერე კონტრშეტებევზე ძაან შეშინებულები ვიყოთ

  • DesmondHume
    schedule 29 ივლ 2022, 14:04
    #15

    ციტატა: Barca for life
    სილვა ძალიან მაგარია, მარა ყველაზე მთავარი რაც მომწონს ბარსა რომ უყვარს ისაა, ტიპი იხვეწება რომ მოიყვანონ და ასეთ ფეხბურთელზე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა რომ ყველაფერს გააკეთებს გუნდისთვის და ბოლომდე დაიხარჯება, მისი დონის ნახ.მცველი არ გვყავს, მხოლოდ დე იონგს ან პედრის თუ შევადარებთ, თუმცა მე პირდად ამ წამს ორივეს მირჩევნია, თუმცა პედრის პერსპექტივა იმხელა აქ რომ ნუ გამოვრიცხავთ, ბერნარდოს კი არა ინიესტას გაუტოლდეს, თუმცა ამ ეტაპზე ფაქტია რომ რომ მოიყვანონ გუნდში საუკეთესო ნახ.მცველი იქნება.
    ახლა უარყოფითს რაც შეეხება: ფასი საკმაოდ ძვირი ადევს, ასაკითაც ბიჭი აღარაა 27ისაა და რისკია რომ მომავალში ფულს ვერ ამოვიღებთ, თან 100 მილიონზეა საუბარი რაც ცოტა არაა, მაგრამ ამ ეტაპზე დეიონგი+დეპაის ნაცვლად აშკარად ღირს.
    მარა ერთი ფაქტორია, ის რომ დაცვითი ტიპის მოთამაშე არაა და ამ დროს თუ დე იონგს უშვებ 6-ანითვე უნდა ანაცვლებდე, თორე 8ზე პედრია, იმას თუ ფიქრობთ რო რა პრობლემაა პედრი ბერნარდო ბუსი დადგებაო, ამ დროს დარწმუნებული იყავით რო მაღლა აწეული ბუსნელის ფონზე ცალკე ბერნარდო და პედრიც რო აწეულები იქნებიან, კონტრას დროს გაგვარღვევენ, რაც არ უნდა არაუხო კუნდეზე ვსაუბრობდეთ, მითუმეტეს მაშინ როცა ფლანგები კატასტროფაა, რომელიმე რო 6ზე დააყენო კიდე საცოდაობაა, რადგან კიდევ ერთ ფეხბურთელს გავაფუჭებთ არასწორ პოზიციაზე განმწესების გამო.
    ისედაც ახლა ვინც გვყავს ეგენიც გვეცოდებიან რომ სკამზე დავსვათ და ამათ ბერნარდოს გარანტირებული ძირითადიც რომ დავუმატოთ მერე საერთოდ კატასტროფა იქნება, ბევრს დაეკარგება მოტივაცია და თან ახალგაზრდებზე გვაქვს საუბარი რომელთაც ხელშეწყობა ჭირდებათ და თუკი ბერნარდო მოვა მაშინ ნიკო უეჭველი გასაიჯარებელი გახდება, გავი სკამზე გადაჯდება, კესი გავის უკან მიყვება და ტორეზე ხო საუბარიც არაა, პიანიჩი ვაბშე წასულია ამ დროს და მოკლედ სრული დომხალია.
    მე ერთადერთი გული რაზეც მწყდება, ბერნარდოს ბარსაში თამაშის სურვილია, ეგეთი ბიჭის ხელიდან გაშვება მარტივი არაა, მარა მეორე მხარეს ფინანსური ფაქტორი დგას, დე იონგი-დეპაი რომც გავუშვათ იმ 100 მილიონის გადანახვა, ან ვალების გასტუმრება, ან ფულბექების ყიდვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ისევ ნახ.მცველით გაძლიერება და ყველაზე მაგარი გამოსავალი, ვფიქრობ ბერნარდოს მომავალ სეზონში დამატება იქნება, რადგან ბუსი წავა, კესის, ნიკოს და ტორეს დავაკვირდებით რას იზამენ, თუ დონე ვერ დადეს კი დავიმატებთ სილვას და თუ დადეს და მაშინ თავს რაზე ვიტეხავთ.
    ამ ეტაპზე ფაქტია რომ ზედმეტია, სეზონი რაც არ უნდა გრძელი იყოს, გუნდში 7 ნახევარმცველი გვყავს+პიანიჩი, პიანიჩი რომც გავუშვათ 7 კაცის დატევა 3 პოზიციაზე რთულია, მითუმეტეს მაშინ როცა ყველას დრო ჭირდება და ბუსის გარდა ყველა ახლა ვითარდება, მე იმის მეშინია, რომ როგორც ალკანტარაზე დაგვემართა, ახლაც იგივე არ მოგვივიდეს და სანამ სხვებისას დავაფასებთ, ჯერ ჯობია საკუთარს მივხედოთ.


    100%

  • barcaforever
    schedule 29 ივლ 2022, 13:31
    #14

    მთელი ლალიგა მუხლზე უნდა გადავილეწოთ!

  • BARCA-FAN2005
    schedule 29 ივლ 2022, 13:12
    #13

    ციტატა: Nodariko Dzadzamia
    ნევილი: "კუნდემ იცის, რომ ხელფასს სრულად ვერ მიიღებს, თუ ბარსელონა მის მოშორებას გადაწყვეტს?"
    ეს რძეზე წასული მმამის შვილი ნახეთ რებს ბედავს რა ტვინი წაიღო ამის


    დაბოღმილია ძმა პირნათლად აჩვენა კაკრაზ ბარსელონამ რო მაგის ფერგიუსონი და მისი აღზრდილი თაობები ჩვეულებრივი სიაფანდი იყო 2ჯერ მოუგო ლიგის ფინალი გუარდიოლას ბარსამ და ეგ კაის რას იტყვის ამ გუნდზე? ტიპი ლეგენდა უნდა იყოს წესით და ვიღაცა ნევილია რომელმაც იმასაც ვერ მიაღწია რო მანჩესტერის დუბლები ჩაებარებინა

  • Nodariko Dzadzamia
    schedule 29 ივლ 2022, 13:10
    #12

    ნევილი: "კუნდემ იცის, რომ ხელფასს სრულად ვერ მიიღებს, თუ ბარსელონა მის მოშორებას გადაწყვეტს?"
    ეს რძეზე წასული მმამის შვილი ნახეთ რებს ბედავს რა ტვინი წაიღო ამის

  • BARCA-FAN2005
    schedule 29 ივლ 2022, 13:08
    #11

    ციტატა: M10 S9 D11
    ისე კარგად დაჯდება პიკე სკამზე როგორც დაუბარებია ტოჟე მნე მალდინი


    არა ნუ პიკეს ძირითადი უკვე სიგიჟე იქნება მშვენივრად დაასვენებს არაუხოს კოპადელრეიზე მარა ძირითადი იასნია რო გამორიცხულია თან იქეთ კრისტენსენი გვყავს

  • M10 S9 D11
    schedule 29 ივლ 2022, 12:53
    #10

    ისე კარგად დაჯდება პიკე სკამზე როგორც დაუბარებია ტოჟე მნე მალდინი

  • Gugagabi
    schedule 29 ივლ 2022, 12:41
    #9

    საინტერესო სტატიაა 👌 მადლობა ავტორს👍

  • Zura Gviniashvili
    schedule 29 ივლ 2022, 12:40
    #8

    ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ ვინც მოვიდა ყველამ ხელფასი დაიკლო და ისე მოვიდნენ . რაც აჭკარიკას დროინდელი ტრანსფერებში არ მომხდარა მაშინ ყველა ფულის მომატებით გადმოიყვანეს . და არცერთი არ გამოადგა საერთოდ არცერთი ზოგი გაღოდა და ფული არ დაიკლო და ერჩივნა სკამზე დალპობილიყო. ეხლა სხვანაირადაა ყველას ქონდა ალტერნატიული გადასვლის გზები სადაც მინიმუმ 50 პროცენტით მეტის უხდიდნენ უფრო მეტი თუ არა. სწორედ ასეთი ფეხბურთელები ამართლებენ ბარსას სიყვარულის გამო რომ გადმოდიან და არა ფულის გამო .. ამიტომ მაქვს ამ ტრანსფერების იმედი. დემბელემაც დაიკლო ხელფასი და მოუმატა ნუ კი სხვა გზა არ ქონდა რადგან ყველა გუნდმა დაიკიდა მაგრამ ისაც შეგვიძ₾ია ვთქვათ რომ რა ხელფასსაც ბარსა თავაზობდა ეგ ხელფასი რომ მოეთხოვა სხვა გუნდისთვის ძაან ბევრი ტოპ გუნდი დასთანხმდებოდა მაგრამ მაინც დარჩა გუნდში ეგაც ნაწილობრივ სიყვარულის და მოტივაციის დამსახურებაა. თან კონკურენცია დიდია და უფრო გაღვიძებულები ირბენენ

  • Zura Gviniashvili
    schedule 29 ივლ 2022, 12:21
    #7

    კი ბევრი ფეხბურთელები მოგროვდა თან აქედან უმეტესობა 90 პროცენტი არის ნაკრების კაცი რომლის ნაკრებიც მუნდიალზეა.. ამიტომ ნუ იდარდებთ . ჯერ მუნდიალიდან დაბრუნებული ღმერთმა იცის ვინ ჩამოვა კასტილებით და ვინ დასვენებული ან ვინ გამოფიტული. ასე რომ გვჭირდება ბევრი ხალხი დიდი რეზერვი დიდი სკამი . რომ რეალის პატარა სკამს საბოლოოდ მოვუგოთ დიდი ნარდიკაპით ჩემპიონატის რბოლაში ეს ყველაფერი არა მარტო ჩემპიონატში ლიგაზეც აისახება გუნდებზე .ბევრს შეიძლება ისეთი დატრამვული ან ფორმა ამოვარდნილი ფეხბურთელი დაუბრუნდეს რომელიც გუნდის ბირთვია რომ გადამწყვეტი როლი ითამაშოს მათ დანაკლისმა . ამიტომ მთავარია ლიმიტში ჩავეტიოთ და მაგის ფონზე რაც შეიძ₾ება ბევრი ფეხბურთელი უნდა გვყავდეს ზამენაზე

  • getsby
    schedule 29 ივლ 2022, 12:01
    #6

    CHEPE,
    მადლობა, ისეთი გუნდი გვყავს ,რაც მალე დაიწყება უკეთესი.დ

  • getsby
    schedule 29 ივლ 2022, 11:58
    #5

    ლალიგა როდის იწყება იქნევ ვინმემ მითხრათ))

  • GIo-GxP-FCB
    schedule 29 ივლ 2022, 11:40
    #4

    შემდეგ წელს მესსი დაიბრუნეთ და ტრიპლეტით გავაცილოთ როგორც ეკადრება მეფეს 🙂

  • ფეოლა
    schedule 29 ივლ 2022, 11:11
    #3

    BARCA-FAN2005,
    დიდი დროა დარჩენილი, ნელ-ნელა გაუშვებენ შეძლებისდაგვარად სარფიანად. ასეთ მოკლე დროში ამდენი მაგარი ფეხბურთელი რო მოიყვანეს წარმოუდგენელი ამბავია.

  • riva
    schedule 29 ივლ 2022, 11:11
    #2

    როგორც ყოველთვის კარგი სტატიაა ფეოლა. სილვაზე გეთანხმები სრულად. ერთს დავაზუსტებ უბრალოდ. შეტევაში ამხელა ალტერანტივა არასდროს გვქონია. ფაქტიურად ორი თავდასხმის ტრიო გვყავს. ფატი/ტორესი-ლევანა/ობა-რაფინია/დემბელე რივალდოდან მოყოლებული ვბალეშიკობ ბარსას და ესეთი ორი ტრიო არ მახსოვს (პრინციპში არც მანამდე და არც სხვა რომელიმე გუნდში)

  • BARCA-FAN2005
    schedule 29 ივლ 2022, 11:04
    #1

    ეს ხალხის მოყვანა ძალიან მაგარია მარა გაშვებაზე რას შვება ეს ხალხი ? არაპირებენ გასხვისებას არავისას? ბოლობოლო მინგეზა პუჩი და ბრაიტვაითი მაინც მოიცილონ ტო