სპორტული გამოცემა Goal-ი დიდ დროს უთმობს ახალგაზრდა ვარსკვლავებს, რომლებიც ჯერ კიდევ დუბლებში თამაშობენ, ამჯერად ყურადღება გაამახვილეს „ბარსელონას“ ფეხბურთელ, ფაბიო ბლანკოზე და პატარა სტატიაც მიუძღვეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
17 წლის გარემარბი „აინტრახტიდან“ იანვრის თვეში გადავიდა „ბარსელონაში“, ესპანეთში ბევრი მიიჩნევს, რომ ფაბიო ბლანკო ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამომავალი ვარსკვლავია. იანვრის სატრანსფერო ფანჯარა „ბარსამ“ ძალიან კარგად გამოიყენა და შეტევა მნიშვნელოვნად გააძლიერა, ადამა ტრაორეს, ობამეიანგისა და ფერან ტორესის დახმარებით. ახლა ჩავის ნამდვილად ჰყავს გუნდი, რომელიც აუცილებლად უნდა შევიდეს საჩემპიონთალიგო ზონაში.
მოლოდინი პირველივე მატჩში გამართლდა, ტრაორემ მაღალი დონის მატჩი ჩაატარა, „ბარსამ“ კი უშუალო კონკურენტს ოთხი გოლი გაუტანა. სიმეონეს გუნდთან ამის გაკეთება ყოველთვის ძალიან რთულია. კლუბი იმედოვნებს, რომ ფერან ტორესი თამაშს გააუმჯობესებს და ნელ-ნელა ვარსკვლავად ჩამოყალიბდება, ეჭვგარეშეა, რომ ფერანი გაცილებით დიდი გათვლაა კლუბისთვის, ვიდრე ობამეიანგი, ან, თუნდაც ტრაორე.
იანვარშივე შედგა ტრანსფერი, რომელიც ასევე მრავალწლიანი გათვლაა, საუბარია ფაბიო ბლანკოზე, რომელიც „ბარსელონა ბში“ ჩაირიცხა, 17 წლის ფეხბურთელმა ჯერ მხოლოდ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ამ ორ წელიწადში მას მოუწევს ბოლომდე გამოავლინოს შესაძლებლობები, რათა მთავარ გუნდში მიიღოს შანსი, მსოფლიოში არ არსებობს მეორე გრანდი, სადაც ისე მარტივად და უმტკივნეულოდ ხდებოდეს B გუნდიდან დაწინაურება, როგორც „ბარსელონაში“. ბლანკოს ორწლიან კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაუწერეს.
მისი ტრანსფერი მოულოდნელი გამოდგა, რადგან, „ბარსას“ ერთხელ უკვე მოეცარა ხელი, ეს ზაფხულში მოხდა, პატარა კლასიკო ვიხილეთ „რეალსა“ და „ბარსას“ შორის, ორივე ცდილობდა ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას, მაშინ, როცა ბლანკოს „ვალენსიასთან“ ეწურებოდა კონტრაქტი.
დაინტერესებული იყო „მანჩესტერ სიტიც“, მაგრამ აინტრახტში აღმოჩნდა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს მთავარ გუნდში სურდა გამოსვლა და არა დუბლებში. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა, რადგან, კლუბის სკაუტები ფეხბურთელს მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მოლაპარაკებებიც კარგად მიმდინარეობდა, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, შემდეგ კი უარი მიიღეს.
თუმცა, ბლანკოს ტრანსფერიდან მალევე „აინტრახტში“ ყველაფერი შეიცვალა, კლუბში დაინიშნა ახალი თავმჯდომარე, სპორტული დირექტორი და მენეჯერი, რომელთაგან არცერთი არ მონაწილეობდა ბლანკოს გაფორმებაში. ამას მოჰყვა ბლანკოსთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება, ის პირველ გუნდს არ გააკარეს და მხოლოდ 19-წლამდელთა შორის ითამაშა, ჩაატარა 8 მატჩი და გაიტანა ორი გოლი. (ვერ არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი).
ასე დაიწყო ახალი ეტაპი, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გარემოს კიდევ ერთხელ გამოცვლა გადაწყვიტა, როგორც ჩანს, იმასაც მიხვდა, რომ პირველ გუნდში მოხვედრა ასე მარტივი არ არის, თუმცა, თუ სადმე შეიძლება, რომ კარი გაგიღონ, ეს კლუბი „ბარსელონაა“. მისი შეძენით კვლავ ინტერესდებოდა „რეალი“, მაგრამ, ბლანკომ „ბარსა“ არჩია, გარდა ზემოთ თქმული მიზეზისა, კიდევ ერთი ფაქტორი ხოსე რამონ ალექსანკო გამოდგა, „ლა მასიას“ ხელმძღვანელი, ის ბლანკოს დიდი ხანია იცნობს, 2016 წელს, „ალმერიადან“ „ვალენსიაში“, სწორედ მან გადაიყვანა. ასე რომ, მისი ტალანტის შესახებ, საქმის კურსშია.
არც მატეო ალემანისთვის დარჩენილა მისი ნიჭი შეუმჩნეველი, ზუსტად „ვალენსიაში“ გადასვლიდან მოყოლებული, ალემანი ფაბიოს თვალს ადევნებდა, ახლა ორივე „ბარსელონაშია“.
როგორც „Goal”-ს აღუწერეს აკადემიის მწვრთნელებმა, ბლანკო გამოირჩევა მაღალი ინტელექტით და ფიზიკური მონაცემებით, მისთვის სასურველი პოზიცია მარჯვენა ფლანგია. ბევრი თანამედროვე გარემარბისაგან განსხვავებით მცველების მოტყუება ფლანგისკენ ურჩევნია და არა ცენტრში, შეიძლება ლეროი ზანესაც შევადაროთ, (თუ გნებავთ სანეს) რომელიც ცაციაა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებს დიდად ვერ მოერგო, რადგან, მარჯვენა ფლანგზე თამაში არ გამოსდის, არ აქვს ის უნარი, რაც მესის, რობენს, ან საუკეთესო წლებში გარეტ ბეილს ჰქონდათ, ცენტრში შესვლა და თამაშის გამწვავება მისი საქმე არ გამოდგა, სამაგიეროდ, მარცხნიდან და ცენტრში მშვენივრად თამაშობს. ბლანკოც, როგორც ჩანს, ასეთი შემთხვევაა, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რომ სხვადასხვა ასპექტში დაიხვეწოს, თუმცა, მწვრთნელები აღნიშნავენ, რომ მარჯვნივ ბევრად უკეთესია მემარჯვენე გარემარბი. (“იუთუბზე” განთავსებულ ვიდეოებში მარცხნივაც მშვენივრად თამაშობს)
ბლანკოს გამტან ფეხბურთელად მოიხსენიებენ, კარიერა ცენტრფორვარდის პოზიციაზე დაიწყო, ფორვარდის ინსტიქტი შემრჩენილი აქვს, (არაუხოსი არ იყოს). მისი დებიუტი მინი-კლასიკოში შედგა, „ბარსას“ ორით ნულს აგებდა, ბლანკო გამოვიდა მოედანზე და 2:2 გახდა, მომდევნო მატჩები უკვე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
ორი წელი ზუსტი დროა, ამ დროის განმავლობაში თუ ჩავის თავი ვერ მოაწონა, მერე შეუძლია აიბარგოს, ეს „ბარსელონაა“, თანაც, ლაპორტას „ბარსელონა“, ეს ნიშნავს იმას, რომ კლუბი წლიდან წლამდე შემადგენლობას გააძლიერებს და არა პირიქით, როგორც ბართომეუს დროს ხდებოდა. (აქ ჩნდება ერთი დიდი „მაგრამ“ მესის სახით) თუმცა, ხელმძღვანელები მასზე იმედებს ამყარებენ და ვნახოთ რა გამოვა, მინიმუმ იმის თქმა მაინც შეგვიძლია, რომ ამ ხელმძღვანელობამ იცის რასაც აკეთებს.
ასე ასრულებს სტატიას Goal-ი. თუ გავითვალისწინებთ, რომ გავიც ჩვიდმეტი წლის არის, თუ გავიხსენებთ პედრისა და ფატის ასაკს, ჩვენი გაკვირვება ძალიან რთული იქნება.
Futbol Club Barcelona,
შინაურები ქსანკოს ვეძახით.
სწორი დასკვნაა, ორი წელი სრულიად საკმარისია, გაირკვეს არის თუ არა ბარსას დონე თავის დნკ-თი.