კიდევ ერთი თრილერი ვიხილეთ, კიდევ ერთი მარცხი, ასევე დამატებით დროში. ასეთი მცირე მონაკვეთისთვის მეტისმეტია. “ბარსა” იმ ტურნირებს გამოეთიშა, რომლის მოგების შანსი ყველაზე მეტად ჰქონდა, ევროპა ლიგის მოგების შანსი გაცილებით ნაკლებია, ხოლო ლა ლიგა უკვე დიდი ხანია დაკარგულია და მხოლოდ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაა შესაძლებელი.
აი, ასე, ჯერ ზამთარია და უკვე ძალიან ბევრი რამ დასრულდა.
თავიდანვე ნათელი გახდა თამაში როგორ წარიმართებოდა. თუ მადრიდის “რეალს” ვერ ავყევით ტემპში, მით უმეტეს გამორიცხული იყო ამის გაკეთება “ბილბაოსთან”, ერთი უილიამსი არ გვეყოფოდა, ახლა მეორეც გამოჩნდა.. ეს ძმები, რომ “ბარსას” ჰყავდეს მშვენიერი გუნდი იქნებოდა. პირველივე წუთებზე ჩაუქროლა პატარა უილიამსმა ჟორდი ალბას, ეს კი მეტად საგულისხმო ამბავია, რადგან, ალბა დაღლილიც კი არ ყოფილა, უბრალოდ აღარ არის ისეთი სწრაფი როგორიც ადრე, არადა, სისწრაფე მისი მთავარი უპირატესობა იყო, კაცი, რომელიც გარეტ ბეილს არ უთმობდა არაფერს, პატარა უილიამსმა დაჩაგრა.
დაიწყო და გოლიც ასე გავიდა. მუნიაინმა კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი შეაგდო. კარგი გუნდია “ბილბაო”, რთულია სიმპატიები არ გქონდეს ამ კლუბის მიმართ, მუნიაინი დაბერდა ბასკეთში და ძმები უილიამსებიც დაბერდებიან, ლამაზი ტრადიციაა, “ბარსას” ჰგავს რაღაცით.
“ბილბაომ” მოედნის ცენტრშიც აჯობა “ბარსას”, იშვიათად თუ გადავიდოდით მეტოქის ნახევარზე, ჟუტგლა ბურთის დაჭერას ვერ ახერხებდა, ეზალზულისა და ფერანის მოქმედება კი ფრაგმენტული იყო და ვერ ვიტყვით, რომ სრულ სურათში რაღაცას ქმნიდა, თუმცა, გოლი ძალიან მაგარი გამოვიდა, გათამაშებაც და საბოლოო დარტყმაც, ბუსკეტსის პაუზაც გადასარევი იყო, ფერანმა კი ძალიან ლამაზი დარტყმით შეაგდო, – ეს ერთი და სხვა მრავალი!
ნახევარდაცვის ცენტრში ვიხილეთ დუეტი, რომელსაც ველოდით, მაგრამ გავის ვერ გამოუვიდა თამაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რომელიც აქამდე ჩაატარა, პედრი კი საუკეთესო იყო მოედანზე. მათ შორის დიდი ჰარმონიაც ვერ შევნიშნე, რაც გასაგებია, შეთამაშება სჭირდებათ.
მეორე ტაიმში დიდი უილიამსიც გამოვიდა და ისედაც მძიმედ წასული საქმე კიდევ უფრო ცუდად წავიდა, რონალდ არაუხოც კი იჩაგრებოდა სისწრაფეში, პენსიონერებზე რაღა გვეთქმის, როგორ უნდა აჰყვეს ტემპში ასეთ შემტევებს ბუსკეტსი, პიკე, ან ალბა, როცა არაუხოც უძლურია?! ჩვენ კი არ გვყავს ასეთი გამქცევი ფეხბურთელები, ერთი გვყავს და ისიც მალე დატოვებს კლუბს, საერთოდ, შეტევაში ძალიან ცუდად არის საქმე და აქედანვე უნდა ვიცოდეთ, რომ ამ შეტევით შეუძლებელი იქნება “ნაპოლის” ბარიერის დაძლევა. ანსუ ფატი იყო ჩვენი იმედი და ისევ ტრავმა მიიღო, ძალიან საწყენია, დასანანია, როგორც ჩანს, ეს სეზონიც მთლიანად დაიკარგება.
“ბარსამ” ბოლო წუთებზე გაუშვა, რასაც მიჩვეულები ვართ, ამას თავის ლოგიკური ახსნა აქვს, ბოლო წუთებისთვის ხნიერი ხალხი ძლივს სუნთქავს, ახალგაზრდებს კი ის გამოცდილება აკლიათ, რომელსაც ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ჰოდა, გადის და გადის გოლები. ბოლო წუთები, რომ ახლოვდება უკვე ვიცით, რომ გოლი გავა, შესაძლოა უკვე ფსიქოლოგიური ბარიერიც იყოს, ერთგვარი პანიკა, რომელსაც ვერ ვერევით.
თუმცა, გათანაბრებითაც ბევრჯერ გაგვითანაბრებია, ჯერ კიდევ წინა სეზონიდან მოყოლებული, ეს კი ბრძოლისუნარიანობაზე მიანიშნებს. დანი ალვესის პასით პედრიმ შეაგდო, საუკეთესო იყო მოედანზე და დაიმსახურა ეს გოლი. “რეალთანაც” შეეძლო გატანა, გახსოვთ ალბათ, ორ კაცს დაუძვრა და საჯარიმოს გარედან დაარტყა, მცირედით არაზუსტად. ისე ჩანს, რომ პედრი ამ კომპონენტშიც უმატებს, იწყებს ნელ-ნელა გოლების გატანას.
“მაკრატელათი” პასს რაც შეეხება, დელ პიეროს აქვს გაკეთებული, დავიდ ტრეზეგემ გოლად აქცია, “მილანის” წინააღმდეგ, საჩემპიონო მატჩი იყო სერია ა-ში, დიეგო მარადონას აქვს გაკეთებული და ჩემს თანაგუნდელ ჯემალიკოს, “მთვარის გლობუსთან” შეხვედრაში, თუმცა, ეგ თქვენ არ გეცოდინებათ. ასეთი გენიალური სია მივიღეთ, – მარადონა, დელ პიერო, დანი ალვესი და ჯემალიკო.
როდის წავაგეთ ეს შეხვედრა? როცა ფატი გავიდა. დამთავრდა. სხვათა შორის, ძალიან კარგი ორგანიზატორია, ალბათ შეტევის საუკეთესო ორგანიზატორია მათგან ვინც კი ახლა შემადგენლობაში მოიძებნება, მათ შორის დეპაი და დემბელე, აზრიანად წარმართავდა შეტევებს, მაგრამ, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, თუ ორგანიზმმა თამაშის საშუალება არ მისცა?!
ძალიან გაწვალდა ეს ბიჭი და ფსიქოლოგიური პრობლემებიც გარდაუვალია ასეთ დროს.
ოჰ, რა რთული პერიოდი გველის. თითოეულ მატჩში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ სამი ქულისთვის და “ნაპოლისაც” მალე შევასკდებით. გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით, რეალურად, ერლინგ ჰოლანდის გადმობირების შანსიც სასწორზე დევს და თუ გვინდა ეს გოლიათი მოვიყვანოთ, აუცილებლად მოგვიწევს ოთხეულში შესვლა.
ასეთი ამბავია.
გუნდმა უნდა დაისვენოს, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.
მანამდე, დემბელეს ამბავიც დამთავრდება.
ბუსის პატივისცემის მიუხედავად სკამზეა გადასამელი 5 ნომერი არაუხოს 6 გავის 8 პედრის 9 ჰოლანდს 10 ფატის 11 ფერანს დალშე გაინაწილონ
გავი. პედრი
ფერანი ჰოლანდი. ფატი
ისე ამათი პატარა ვილიამსის მოყვანა არ იქნება ურიგო ძალიან მაგარი როჟაა ცოტა გაუთლელია მაგრამ გათლის ჩავი თან ძალაინ კლასნი ბავშვია და კიდე ისააკიც კაი კლასნი ბავშვია იქნებ ჭუჭუ ლაპორტამ მოიყვანოს ამათგან რომელიმე ნიკო ვილიამსი განსაკუთვრებით პატარაა და ჩავი თავის პონტში გამოწვრთნის 19 წლისაა !!!
ვილიამსები კი არა მუნიაინმა დადგა შოუ ტიპს ბურთს ვერ ართმევდნენ ისე ეჭირა დეიონგი დებილი ბავშვივით დაზდევდა და აქ იძახით საყრდენზე უნდა იდგეს ფრენკი??? უსუსტესია დაცვის მხრივ. ბარსა სხვა ქვეყნის ფეხბურთელებს ეპოტინებოდა როცა აქვე ესპანეთშია უამრავი ტალანტი იაფად.ორივე ვილიამსი რომ დბელეს ასი თავით ჯობია ამას ლაპარაკიც არ უნდა.როგორც არ უნდა მოგწონდეს არაუხო ჯერ ძალიან სუსტია პოზიციურად ამაზე არავინ ლაპარაკობს რომ არა პიკე დიდი ანგარიშით წავაგებდით.ან ბუსკეთს რა შეულაგეთ ატბორში ვინ იყო უკეთესი რომ?? ამ რესურსით გუნდმა იბრძოლა ბოლომდე რაც შეეძლო.მანახეთ გუნდი სადაც ელზა და ჯგუტლებით დაფრინავს
ადრეც ეგრე ვფიქრობდი და ახლა მითუმეტეს ბუსკეტსი არაა კაპიტნის ტიპის ფეხბურთელი. არანაირი თვისება არააქ კაპიტნის. მესიც ეგრე იყო მარა მესი მესი იყო და თავის გასაკეთებელს ასიანზე აკეთებდა ეს კიდე უკვე 2000 წლის ოპელივით მოძრაობს. ტერ შტეგენი უნდა იყოს კაპიტანი რომელიც მართლა იმსახურებს დანის თუ არჩავთვლით
მუნიაინი იყო ძაან მაგარი გუშინ სად დაძვრებიდა ტიპი უჯარიმოდ ბურთი ვერ აართვეს, მაგრად იჭერდა ძაან. ბოლო წუთებზეც ჩვენ უნდა შეგვეტია და ტიპმა ცენტრში ბურთი 2 წუთი დაიჭირა მარტომ
რამდენჯერაც გაიქცა იმდენი ჩააწოდა და კარშიც დაარტყეს, ერთმაც და მეორემაც, სხვა რა არის დაჩაგვრა?!
ყველაზე მაგრად რო იდგა ეგ თავისთავად.
ფიზიკურ ორთაბრძოოლებში პოზიციურად შეუცდო ელიიყო დაზღვევაზეც თავზეც და ყველა კომპონენტში პიკეც ანალოგიურად უბრალოდ ალბა და ბუსკეცი +ალვეში კი მაგრად მიყვარს სამივე მაგრამ დროა სანამ ხალხს უყვარს დაასრულონ კარიერა
ყველაზე სწორი კომენტარი გუშინდელი მატჩის შემდგე 100% გეთანხმები ძმა ესარის მომავლის გუნდი ბიჭები ყველაფერს აკეთებენ უბრალოდ რთულია 18 წლის ბიჭი 26-27-28 წლის კაცებთან უდიდესი გამოცდილება თავისას შვრება მაგრამ რიგ მომენტებში ეტყობა ბიჭებსრომ 1-2 წელიწადში შესანიშნავ ფორმასიიქნებიანLa Pulga10,
ოპააა წაგება და ეგრევე პანიკა,დედის ყველაფრის დაფარება ჩავის და ბიჭებს,მოიგებენ აუფ ვაჟკაცები არიან.გეყოთ რა უაზრო კრიტიკა,ჩავის არაფერი მოეთხოვება ახლა და იმასაც თუ ვერ ხედავთ,რომ მაქსიმალურად წურავს ამ რესურსისგან, მაშინ ფეხბურთის ყურებას თავი დაანებეთ.მოედანზე მყოფ ფეხბურთელების ნახევარზე მეტი 17-21 წლისაა და რა უნდა ქნან ლიგა მოიგონ?რა დანი ალვეშის ბრალია,რომ 38 წლისაა და ვეღარ დარბის,ან ერთი ნორმალური შემცვლელი,რომ ვერ მონახეს.ამ ბებრებიდან თითოეული მაქსიმუმს აკეთებს(ნუ ალბასი არვიცი).იმის თქმა მინდა,რომ თბილისი მაშინვე არ აშენებულა,დრო უნდა მივცეთ ჩავის და ახალგზრდებს.მოინდომეს აქ ვიღაცეებმა ორ თვეში ჩემპიონთა ლიგის მოგება.ფატის კიდე თავისი გაჭირვებია საცოდავი ბიჭი,რამხელა ნიჭი აქვს და ტრამვების გამო,როგორ იტანჯება.
ვაღიაროთ რომ დემბელე ძაან გვჭირდება იმედია ეგ სირთაკი გაახანგრძლივებს კონტრაქტს
ძმები უილიამსები ჩვენთან დემბელე და კოუტინიო იქნებოდა
რაც არ უნდა კლასი გქონდეს სისწრაფე მაინც დიდი უპირატესობაა და აუცილებლობაა გამქცევი კაცი არ გვყავს და დიდად არ მომწონს და Ჩოგანია ᲩემიაზრიᲗ მაგრამ ტრაორეს კალიბრის და სისწრაფის Ფეხბურთელი აუცილებელია Ალბათ Დღეს 20 მილიონი ზედგამოᲭრილი და ოდნავ ზედმეტი ფასიცაა და იმედია მოიყვანენ Ვეღარ არის Ალვეში ბევრი Შეცდომები ქონდა დაცვაზეც დადგება და Ნათლად Გამოჩნდა Გუშინ იმდენი Შეტევა იყო კონტრაზე Ერთი სწრაფი ფეხბურᲗელიᲗ კარგად დასრულდებოდა ყველაფერი მაგრამ ნიკო ფერანი და პედრი ვერ გაიქცნენ ისე როგორც Საჭიროა რადგან არააქვᲗ სისწრაფე და ალბას დარტყმული ჯარიმის რა გიᲗხრაᲗ! მოკლედ აუცილებელია Ერთი სწრფაი და გამქცევი Ფეხბურთელი მინიმუმ!
მთვარის გლობუსს ჩვენც სულ ვუგებდით ხოლმე, მეც კი მაქვს მაგათთვის გოლი გატანილი, ნუ ეგეთი ლამაზი არა ალბათ როგორც შენმა გუნდელმა გაიტანა მარა ხო მაქვს გატანილი
ეჰ არ გამოვა ამ პატარებით საქმე არა ჯერ, 1-2 გამოცდილი კაცი მაინც გვინდა ცენტრში და ფიზმომზადებასაა მისახედი საშინლად
მახსოვს ამის შეძენის შანსი გვქონდა 17ში მიზერულ თანხებში, მარა მაშინ ნეიმარის შემცვლელად ინიაკი ვილიამსის ხსენებას ვინ გაბედავდა :)) ხოდა ჯერ დემბელე მოვიყვანეთ, მერე კიუტინიო + გრიზმანი და სამივეს ერთად აღებულს არ ქონია ბარსელონაში ერთი ისეთი მატჩი, რამდენშიც ამან გაგვიშრო სისხლი და მოგვინელა :))
წელს რატო ქონდა ბევრს იმედი რო რამე შედეგები დაიდებოდა ჩამონგრეულია გუნდი და ორ თვეში ვერ გასწორდება ყველაფერი ისედაც ამდენ ტრავმირებულია ახალი ფეხბურთელები არიან შეთამაშება ჭირდებათ რომც ვერაფერი მოიგონ წელს არ უნდა გაგვიკვირდეს ერთი ან ორი შემტევჯ თუა სულ ჯანმრთელი დაცვაში ფლანგები არ ყავს გუნდა ცენტრში ბუსკეცი დაბერდა მარა მაგაზე უკეთესიც არაა ჯერ არავინ იმიტო რო პატარები არიან ამიტო ჩავის კიარ უნდა დააბარალო რა შეცვლებს აკეთებსო ვინც ყავს ის გამოყავს კიდე კარგად თამაშობენ ამიტო თუ რამე მოსაყხოვია ახლა კიარა შემდეგ სეზონებში უნდა მოთხოვოთ გუნდს მასე კლოპი წლები მოუნდა გუნდის აწყობას ასე ბარსაც დროა საჭირო იქნება წაგებებიც დრატული წაგებები მარა ჯობია ახლა იყოს ეგრე და ისწავლოც შეცდომებზე ვიდრე კიდე გვიან ამიტო აცადეთ ამ ხალხს ორ დღეში გუნდი არ შენდება
ინიაკი ძაან მომწონს იმედია მოიყვანენ დემბელეს 10 თავით ჯობს
ჩავიც მაგარი ბალაყანა მწვრთნელი გამოდგა. როცა იცი ბილბაო სისწრაფეებზე აკეთებს აქცენტს ისევ მკვდარსკეტსი და ბიზნესმენი პიკე კი არ უნდა დაუყენო. რა გახდა დე იონგის ან ნიკოს გამწესება ბუსკეტსის პოზიციაზე. ჩავიმ რა გააკეთა რაც მოვიდა? ის ახალგაზრდები ვისაც ათამაშებს ყველა კუმანის აღმოჩენილი და დაწინაურებულია. თვითონ დააწინაურა უნიჭო ეზალზული და ჟუტგლა. ტაქტიკა ისევ არ გვაქვს და გააზრებული შეტევები ისევ არ კეთდება
Gavi30,
რამდენჯერაც გაიქცა იმდენი ჩააწოდა და კარშიც დაარტყეს, ერთმაც და მეორემაც, სხვა რა არის დაჩაგვრა?!
ყველაზე მაგრად რო იდგა ეგ თავისთავად.
ყველაფერში გეთანხმები ეეთის გარდა არაუხო ვერცერთმა ვერდაჩაგრა ჯერჯერობით ვისაც შევხვდით და ვერც დაჩაგრავე. ტიპი ტერმინატორიააა ძააან გიჟიააა გაუალიკედელია და ესბიჭიი რამოსზედა პიკეზე მაღლა აუცილებლად ავა
ნიკა535,
მართალია, ყველაზე დინამიური იყო. მეც დავჩაჩანაკდი ალბასი არ იყოს..
აბააა რა შედევრი იყო არადა😒😒
მესიმ რომ გაუკეთა მაკრატელათი პასი სუარესს, ეს არც კომენტატორებს გახსენებიათ და რატომღაც ფეოლასაც დაავიწყდა, არადა ის გაცილებით ეფექტური გოლი იყო
თამაშის მერე ცოტა მეძინა და დამესიზმრა როგორ გაიტანა ჰალანდმა ბარსას ცხრა ნომრიანი მაისურით საჯარიმოს გარედან. მაგ ყველაფერს თუ რეალურად ვნახავ ოდესმე, დიდ გულზე რო არიან უკვე ჩვენთან, ვედრების თვალებით შემოვახედებთ ყველას.