ლაპორტას ოთხი კანდიდატი

ლაპორტას ოთხი კანდიდატი

 შუა სეზონში მწვრთნელის შეცვლა ყოველთვის რთული ამოცანაა, ალბათ გახსოვთ, რომ „ბარსა“ ამას ყოველთვის თავს არიდებდა, განსაკუთრებით ლაპორტას პრეზიდენტობის დროს. ჰქონდა ფრანკ რაიკაარდს დიდი ჩავარდნა, მაგრამ ლაპორტა ბოლომდე მოთმინებით იყო განმსჭვალული და სეზონის ბოლოს იღებდა გადაწყვეტილებას. მომდევნო წლებში ესეც შეიცვალა, ვალვერდე დაიფრინეს და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მწვრთნელი, კიკე სეტიენი მივიღეთ გემის კაპიტნად, ფერმერი გემზე უკვე პარადოქსია. იშვიათია, რომ დაწყებულ სეზონში დიდმა ცვლილებამ გაამართლოს, ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, ყველა მწვრთნელს თავის ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა დაგეგმოს მოსამზადებელი ეტაპი, მაგალითად, გვარდიოლა ყოველთვის ისე გეგმავდა, რომ „ბარსას“ ჩავარდნა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ეწყებოდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებისთვის კი ფორმის პიკში იწყებდნენ შესვლას. სულ სხვა კაცი იყო ტატა, ლუის ენრიკე და ვალვერდე. ასეა ახლაც, კლუბმა კუმანის ხედვით უკვე გაიარა მოსამზადებელი ეტაპი, მთელი წინა სეზონი საფუძვლის ჩაყრაში გაილია და ახლა ისევ დიდი ცვლილებების მოლოდინში ვართ, ვინც არ უნდა მოვიდეს, წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

კანდიდატი კი ოთხია, თუ Marca-ს ვენდობით.

რობერტო მარტინესი

მარტინესს „ბარსას“ მიმართ ყოველთვის ჰქონდა სიმპატიები და კლუბსაც სურდა წინა წლებში მისი მოწვევა, თუმცა, მაშინ, სხვაგვარად გადაწყდა. ამჟამად ბელგიის ნაკრების მწვრთნელია, ოქროს თაობა ბოლო წუთებს ითვლის, მაგრამ მათ ანგარიშზე არცერთი ტიტული არ არის, რა თქმა უნდა, მარტინესმა იმაზე კარგი ნაკრები ჩამოაყალიბა, ვიდრე ვილმოტსს ჰყავდა, მაგრამ მაინც, განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია.

აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ნაკრებში ტიერი ანრი მუშაობს, დიდი ალბათობით „ტიტი“ „ბარსაში“ გამოყვება, მასზე შესაფერის ასისტენტს უბრალოდ ვერ იპოვის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ანრის „ბარსაში“ დაბრუნება ყოველთვის სურდა, კითხვებიც აღარ იქნება დარჩენილი.

მარტინესმა პრემიერ ლიგაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ყველგან სადაც იმუშავა წარმატებული იყო, მაგრამ გრანდში არასდროს უმუშავია, „ევერტონი“, „უიგანი“ და „სუონსი“ „ბარსას“ საზომად არ გამოდგება. ვიცით, რომ კარგი მწვრთნელია, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში მოუწევს მოსვლა, ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ესეც მორიგი ექსპერიმენტი იქნება.

ჩავი ერნანდესი

მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჩავის, რომ ლაპორტასგან ნდობა ჰქონდეს, უკვე „ბარსას“ მწვრთნელი იქნებოდა. არ ვიცი რა მიზეზით ჰყავს ჟოანს ათვალწუნებული, მაგრამ ფაქტია, რომ არ ენდობა, ვერ ხედავს მასში მომავალ გვარდიოლას, შესაძლოა პეპის დანიშვნაც ვერ გაერისკა კრუიფის რჩევის გარეშე, ახლა კი იოჰანი აღარ ჰყავს გვერდით და ამ ნაბიჯის გადადგმას ძალიან ფრთხილობს, მაქსიმუმ B გუნდი ემეტება მისთვის, თუმცა, ჟორდი კრუიფი კლუბშია და თუ ჩავის ინტერვიუებს გავითვალისწინებთ, წესით კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, ერთ-ერთი ჟორდი კრუიფი იქნება, ვინც ჩავის მოსვლას მხარს დაუჭერს, გავიხსენოთ ბართომეუს პირველი შეთავაზება, მაშინ, ჩავიმ მოითხოვა, რომ თავად დაეკომპლექტებინა გუნდი, ერთ-ერთ წევრად კი ჟორდის მოიაზრებდა, მოკლედ, წესით და რიგით, ერთ ენაზე უნდა საუბრობდნენ.

მიუხედავად ამისა, ლაპორტა მაინც ფრთხილობს. ისევ გვარდიოლასკენ გაურბის გონება და ძალიან იმედგაცრუებულია იმით, რომ გერმანული სკოლის წარმომადგენლები ვერ დააინტერესა. ვნახოთ რა მოხდება, აქვე აღვნიშნავ, რომ ჩავის კანდიდატურა ყველაზე მეტად მომწონს, ჯობია მოვიდეს და საბოლოოდ დავრწმუნდეთ რა შეუძლია, ვიდრე კიდევ ერთხელ გადაიდოს მისი მოსვლა და იმაზე ფიქრით გაგვისკდეს თავი ბოლო შანსი გავუშვით თუ არა.

ანტონიო კონტე

იტალიელი „ბარსელონაში“, რაღა კონტე და რაღა კაპელო. ორი აზრი არ არის, დიდი მწვრთნელები არიან, მაგრამ, აბა სად მათი სტილი და სად ესპანური ფეხბურთი?! კაპელომ „რეალში“ ორჯერ იმუშავა, ტიტულების გარეშე არ წასულა, მაგრამ ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, რომ ტიტულის მიუხედავად მაინც მიუხურეს კარი. ანტონიო კონტე კი ჩვენთვის მეორე ვალვერდე იქნება, შესაძლოა ბევრად უსახურიც, შესაძლოა კი არა, უეჭველად ასე იქნება, რადგან ვალვერდეს მესი-სუარესის დუეტი ჰყავდა, კონტეს კი დე იონგი-ბრეითუეიტის დუეტი ეყოლება.

მოკლედ, დიდი შეუთავსებლობაა. დიდი მწვრთნელია, მაგრამ არა „ბარსელონასთვის“.

ფილიპ კოკუ

ჯვარი გვწერია. რა კოკუ?! არ ვიცი Marca-ს საიდან გაუჩნდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ცოტა არარეალურად ჟღერს. ფილიპ კოკუ ჯერ საშუალო დონის მწვრთნელიც კი არ არის, არც დე ბურის და არც კუმანის დონის, გაცილებით დაბალ საფეხურზე იმყოფება. თუ მაინც და მაინც ყოფილი „ბარსელონელია“ მოსაყვანი და ჩავი არაფრის დიდებით არ სურთ, მაშინ ლაუდრუპს გააცოცხლებდა კაცი, უფრო კარგი ხედვა აქვს და სტილიც მშვენიერი, რისკიც ნაკლები იქნებოდა.

მოკლედ, Marca-მ გაუტია, რაღაცას გვატყუებენ. კოკუ წარმოუდგენელია.

ჯერჯერობით, ეს ოთხი გვარი ისმის. როგორც მინიმუმ, ეს ნიშნავს იმას, რომ კუმანს დიდი დრო არ უწერია, ხოლო ვის მივიღებთ მის ნაცვლად, ამას, წესით და რიგით, მალე შევიტყობთ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • riva
    23 სექ 2021, 03:06

    მარტინესს ისვე კონტე ჯობია

  • ფეოლა
    22 სექ 2021, 23:14

    Futbol Club Barcelona,
    შედეგი კაპელომაც დადო რეალში.
    შედარებულია სტილი, არა დონე. ვერ დავწერე ალბათ გარკვევით, ჩემი ბრალია.

  • Davita
    22 სექ 2021, 19:30

    პერესის ჩმორ ლაპორტას დავალება აქვს ბარსას ჩაძირვის ალბათ თუარა რა კოკუ ან რა კონტე

  • ნოდო ბარდაველიძე
    22 სექ 2021, 19:29

    დარწმუნებული ვარ რომ გულშემატკივრებიც ხავის მოითხოვენ

  • Fc Barca Batumi
    22 სექ 2021, 17:45

    კიდევ, უარესისკენ და უფსკრულისკენ წავიდეეთ!!! კითხვა მაქვს! გაგვაგებინეთ, რას ერჩით ჩვენ კლუბს?????????
    თუ მოგყავთ, ამათიდან ხავი არის ყველაზე რეალური და ინი ასისტენტად

  • me da barca
    22 სექ 2021, 17:38

    აქედან 2 ჭორია.
    კოკუ არა ჯეი ჯეი ოკოჩა.

  • Albicelecte
    22 სექ 2021, 17:17

    კოკუს ნორმალური ეინდჰოვენი ყავდა, ერედივიზიონსაც იგებდა, მაგრამ მერე რომ წავიდა, ვერარაფერი დაამტკიცა

  • nika 54
    22 სექ 2021, 16:59

    ასეა თუ ისე სულ ცოტაც გაუძელით კულეებო, ის რო კუმანი მიდის ცხადია და ორ კვირას კიდევ როგორმე ავიტანთ ამ უჯიშოს.

  • Clever liar
    22 სექ 2021, 16:36

    ფილიპ კოკუ არა როისონ დრენტე 😀