ბასკებმა სუპერ თასი წაგვართვეს, მაგრამ, შესაძლოა ლა ლიგის თასი მოგვიტანონ, „ბილბაომ“ „ატლეტიკო“ დაამარცხა და გამოტოვებული თამაშის მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავინაცვლებთ. – ვინ იფიქრებდა?! სეზონის შუაში ბევრმა ხელიც კი ჩაიქნია, „ბარსა“ ისე თამაშობდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ახლა კი შანსი გვაქვს ყველას ზემოდან გადმოვხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ „რეალთან“ ორივე მატჩი წავაგეთ, მიუხედავად იმისა, რომ არც „ვილიარეალთან“ თამაში ყოფილა იდეალური, ეს შანსი მივიღეთ და ხელიდან არ უნდა გავუშვათ, აპრილის თვე პირველ ადგილზე უნდა დავასრულოთ, მერე კი გადამწყვეტი ეტაპი დაიწყება.
ოთხი გუნდის რბოლა
ჩემპიონობაზე ჩვენს გარდა კიდევ სამ გუნდს აქვს პრეტენზია, „ატლეტიკოსთან“ ერთად, „რეალი“ და „სევილიაც“ რბოლაში არიან, სხვაობა იმდენად მცირეა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, „ბარსა“ „ატლეტიკოს“ შეხვედრა კი სუპერ ფინალი იქნება, რადგან ამ ეტაპზე ისედაც ყველა თამაში ფინალია.
სანერვიულო კი ნამდვილად გვაქვს, ის რომ პირველ ადგილზე აბობღების შანსი გვაქვს მთელი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა, ანალიტიკოსების, კუმანის თანაშემწეების, შროიდერის, ლარსონის, ამ რესურსით ჩემპიონობისთვის ბრძოლა ნამდვილად დიდი ამბავია, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებიც არ არიან ფორმის პიკში, მაგრამ კუმანი გვანერვიულებს მაშინ, როცა გადამწყვეტი შეხვედრები ახლოვდება, პირველი ასეთი მატჩი „იუვენტუსთან“ ვითამაშეთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, შეგვეძლო ორი ბურთით წაგვეგო და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებდით, რაც მერვედფინალში უფრო სასურველ მეტოქესთან დაგვაპირისპირებდა, მაგრამ 3:0 წავაგეთ და ეს ადგილი დავკარგეთ.
ძალიან უნდა მოინდომო, რომ თუნდაც 1:0 ან 2:0 ვერ შეინარჩუნო, თანაც სახლში, ასეთ გაუბედურებულ „იუვენტუსთან“, ეს კუმანის კოლაფსი იყო.
პირწმინდად დამარცხდა ზიდანთან, ორივე შეხვედრაში, საერთი ჯამში თუ ოთხ ტაიმს ავიღებთ, კუმანის მხოლოდ ერთი თუ იქნება და ეგეც საკამათო ამბავია.
წააგო „ატლეტიკოსთან“ პირველი შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებს სუარესი არ ჰყავდათ და წააგო სუპერ თასის ფინალი „ბილბაოსთან“.
რონალდ კუმანმა, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ცენტრალური მატჩი მოიგო, მცირე ხნის წინ, „ბილბაოსთან“, ძალიან ლამაზი და დამაჯერებელი თამაშით.
სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან მისი გაშვება-არ გაშვების ამბავი, მწვრთნელი, რომელიც დიდ მატჩებს ვერ იგებს, „ბარსაში“ დიდხანს ვერ გაძლებს, ამიტომ, მომდევნო თამაშები, ლა ლიგის ბოლომდე, მისი მთავარი გამოცდა და „კამპ ნოუზე“ დასარჩენი ბილეთი იქნება, ჩვენც ვნახავთ, რამდენად გაიზარდა რონალდ კუმანი ცენტრალური მატჩებისთვის, ცოტა უხერხულია ასეთი გამოცდილების მქონე მწვრთნელის ზრდაზე, რომ გვიწევს საუბარი, მაგრამ „ბარსა“ ყველასთვის ახალი სიმაღლეა.
„ვილიარეალთან“…
ცოტა უცნაური მატჩი იყო, მეტოქის კარის სიახლოვეს დე იონგი გრიზმანივით თამაშობდა, გრიზმანი კი მესივით, მორიგი დიდებული გოლი გაიტანა, ანტუანს თამაშს ვუწუნებთ ხშირად, თორემ გოლები, როცა გააქვს, როგორც წესი ძალიან ლამაზია.
ამჯერად თამაშიც კარგი იყო და გოლებიც.
დე იონგმა 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რამ არასდროს მინახავს, პირიქით, ძალიან ბევრჯერ მინახავს, იგივე გრიზმანისგან, რივალდოსგან, დიეგო კაპელისგან, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ვარსკვლავის სტატუსი ჰქონდათ და მათ შორის ერთი ცოცხალი ლეგენდაა, თორემ უფრო დაბალ დონეზე, რამდენიც გინდათ იმდენი ხდება.
სწრაფად დასავიწყებელი ამბავია, მით უმეტეს თამაში მოვიგეთ და თავ-ბედი აღარ აქვს საწყევლი. ეს პრემიერლიგაში არ მომხდარა, რომ მთელი კვირა ტელევიზიებში ატრიალონ და ყოველი მეორე „ტვიტი“ დე იონგის გაფუჭებულ მომენტს ეხებოდეს. როგორც ერთი ვირუსული ვიდეოს გმირი იტყოდა – რაც მოხტა, მოხტა.
ყველაზე ცუდი მომენტი, ყველაზე უსიამოვნო სანახავი, რაღაც ისეთი, რამაც ძარღვებში სისხლი გაგვიყინა, ლიონელ მესის ეხებოდა, ის არასწორი კაცი პირდაპირ კოჭზე წავიდა და გვარიანად შეარყია, ლეო მოედანზე დარჩა, ასეთი დარტყმა კოჭში, უიფალუშის მოქნეული ფეხის მერე არ მიუღია, ეს ის შემთხვევაა, როცა წითელი ბარათიც არ შველის სიბრაზეს, ასეთი ხალხი მოედნიდან საერთოდ უნდა გააქრო.
მესის კოჭთან ერთად, პედრიც ცუდი სანახავი იყო, გულშემატკივარი ხშირად სწუხს იმაზე, რომ დასვენების საშუალება საერთოდ არ ეძლევა, ჰოდა, დაეტყო თამაშზეც, კარგი იქნება თუ „გრანადასთან“ დაისვენებს და გადამწყვეტ ეტაპზე დასვენებული შემოგვიერთდება.
შუა კვირაში გამოტოვებულ მატჩს გავმართავთ, მოგების შემთხვევაში ერთპიროვნული ლიდერები გავხდებით, მერე კი.. ძალიან ძალიან ცოტა დარჩება დუბლის შესრულებამდე!
მივესალმები მაგ ლოგიკასაც, უბრალოდ ბარსას პერსპექტივიდან რომ ვუყურებ ტალანტებს შორის მიქაუტაძე ალბათ ყველაზე ახლო სტრაიკერია ჩვენს სტილთან და სხვა მეტი ესეთი არ მახსენდება, თუმცა თუ არის მსგავსი სტილის, ნიჭიერი, სადღაც 20-21 წლის ბიჭი ბაზარზე, მაქს 25 მილიონად მაშინ მიქაუტაძის გაფუჭებას მეც მირჩევნია რომ სხვა ბიჭი მოვიყვანოთ.
იდეაში ეს ფისნიკიც მომეწონა, რეალურად ინტერესდებიან და მაგისმა აგენტმაც დაადასტურა, უბრალოდ ეგ ჰალანდის მსგავსი აღნაგობისა და სტილის ფეხბურთელია და მე პირადად ბარსასთვის მიქაუტაძე-ალვარესის სტილის რომ მომწონს ამიტომ მაინც მიქაუტაძისკენ გადავიხარე, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება ამ ფისნიკმა უფრო გაამართლოს. ფიზიკურად დიდი ხოა, თან ძალიან კარგი ხედვა აქვს, ღორი არაა, პოზიციას სწორად არჩევს და მაგის გამო ბევრი ტაპინი გააქვს, შორიდანაც უბრახუნებს ხოლმე და რავი.. ტალანტი აქვს აშკარად, უბრალოდ გააჩნია რა დაჯდება.. თუკი 25ში გამოგვატანენ, იდეალური იქნება.
გაიხარე მეგობარო, საღად აზროვნებ და კარგი ხედვა გაქვს ფეხბურთის! სამწუხაროდ ფისნიკის თამაშები არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი რამდენად პრესპექტიულია, ჰაილაითებში თითქმის ყველა მაგარია და ვერ განვსაზღვრავ, ბევრს მოსწონს და იმედია კარგი არჩევანი იქნება
@joy ქართული ჯიგრული პონტი არაფერ შუაშია, უბრალოდ დიდი ხანია უკვე მიქაუტაძეს ვაკვირდები და აშკარაა რომ ბარსას სტილის სტრაიკერია, კარგი ინტელექტი აქვს, კარგი ხედვა აქვს, დარტყმაც მშვენიერი აქვს და მნიშვნელოვან თამაშებში დაკარგვა არ ჩვევია. სტატისტიკა სტატისტიკაა და მხოლოდ 1 მხარეს გვაჩვენებს, მაგრამ როგორ შანსს ვერ იყენებ მაგასაც ხო გააჩნია არა?! მასე ჩვენც რომ გვეთამაშა ლალიგის პირველ შეხვედრაში, ვილიარეალიდან ყველაზე სახიფათო შემტევი იყო და 20 წუთში 2 სახიფათო მომენტი მარტომ შეგვიქმნა, ყველაფერი კარგად გააკეთა, დარტყმითაც მშვენივრად დაარტყა, მაგრამ გარსიამ სასწაული ბურთები გამოაძრო, რაც მიქაუტაძის დანაშაული სულაც არ იყო. ჩვენთან მეორე დაპირისპირებაშიც კარგი იყო, უმეტესად ცენტრში ეხმარებოდა გუნდელებს და ბილდ აფში მართლა მაგარი ფეხბურთელია, ხოლო დარტყმა რომ შესანიშნავი აქვს რეალთანაც გამოჩნდა და კიდევ ძალიან ბევრ შეხვედრაში სადაც რამდენიმე საოცარი გოლი გაიტანა, ასევე წინა თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და რავი ცუდი ფეხბურთელი რომ არაა ისედაც ფაქტია.
თან მე ხომ არ ვიძახი რომ ძირითადისთვის მოვიყვანოთ თქო, მე ვაწვები იმ გეგმას რომ სადღაც 3-4 წელი კეინი გვყავდეს, მიქაუტაძე სკამიდან ვათამაშოთ და ამ პერიოდში იქნება და სერიოზულად გამოვზარდოთ.. შეუძლებელია?!
ფაქტია სტილისტიკურად შეგვესაბამება და ტალანტი უდავოდ აქვს, ამიტომ ზედმეტი ჰეითი არ გვინდა.
სულ ცოტა ხნის წინ არც მე ვეთანხმებოდი ამ ტრანსფერს და იმ ხალხს დღემდე არ ვეთანხმები, საერთოდ ძირითადისთვის რომ უნდათ, მაგრამ სკამზე იდეალური მგონია.
ნუ სკამზე ტორესიც სუპერსაბია ჩემთვის, მაგრამ ბოლო 4 თვეა ძაან დაბლა დაეშვა და თუ ამ მნიშვნელოვან პერიოდში ვერ გამოსწორდა, მაშინ აუცილებლად გაუშვებენ და როცა ლევანა და ტორესი ერთად მიდიან ლოგიკურად უნდა ჩავანაცვლოთ ერთი გამოცდილი და ერთი ტალანტი ფეხბურთელით, ამიტომაც ვიძახი რომ კეინი და მიქაუტაძე ან კეინი და ფისნიკი ამ ეტაპზე იდეალური კანდიდატები მგონია. და კი მართალია რომ ალვარესი ძალიან მინდა და ვიცი რომ დაგვაკვდებოდა, მაგრამ როგორც უკვე დავწერე, არ მინდა რომ ბედს კიდევ ერთხელ ვეთამაშოთ და 120მ მორიგ ფლოპში გადავიხადოთ, ამიტომ მირჩევნია ისევ გარანტირებულად მაგარი სტრაიკერი და ტალანტი მოვიყვანოთ, დაჟე მაგაზე დაბალ ფასში, ვიდრე კიდევ ატლეტიკოსთან ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ისევ ჩავიჯვათ.
ძირითადად ყველაფერში გეთანხმები მეგობარო, არც მე არ მინდა გუნდში 120 მილიონად ალვარესი, ნამდვილად ორი ფორვარდი გვჭირდება და იდეაში კარგი იქნებოდა როგორც თქვი ერთი გამოცდილი და ერთი პერსპექტიულის მოყვანა, მაგრამ ჩემი აზრით არსადაც არ წავა ლევანდოვსკიდა ღრმა პენხიონერის ასაკამდე აქ დარჩება, თუ მოახერხეს და ვინმე მოსაყვანი ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართეს “სუპერ” ტორესი ძაან მაგარი იქნება გუნდისათვის! გაყიდვით მგონია რომ ტორესს ვერ გაყიდიან მისი “ტალანტის” და მით უფრო მაღალი ხელფასის გამო. რაც შეეხება რომ მიქაუტაძემ ორჯერ კარგად დაურტყა ბარსას კარში- ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს, გაგახსენდება ვინმე თავდასხმელი რომელმაც ბარსას ეთამაშა და ვერ დაურტყა? ამოწეული დაცვის ფონზე და საშუალო დონის მცველების ფონზე ჩვენს კარში დარტყმა აღარაა გასაკვირი. ჩემს აზრს უბრალოდ ვუზიარებ, არავის ვახვევ არც თქვენ და არც არავის სხვას, ვთვლი რომ საქართველოს ნაკრების ყოველი ფეხბურთელი თამაშობდეს შედარებით დაბალი დონის გუნდში ძირითადში და არ იჯდეს ტოპ კლუბის გრძელ სკამზე. პირადად მე მირჩევნია ვალენსიაში რომ იყო ის მამარდაშვილი, ვიდრე ახლანდელ ლივერპულის მამარდაშვილს. ასევე ვფიქრობ ჟორჟის შემთხვევაშიც, თუ უნდა იჯდეს ბარსას სკამზე- მირჩევნია ვილიარეალში დაიმკვიდროს ადგილი
@არისტაფანი
რეალურად არც ბასტონი ღირს 70 და არც ოსიმენი – 120.
ძალიან გაბერილი ფასები გიწერია..
და თუ ეგრე ვინმემ დაგვიფასა, მაშინ საერთოდ უნდა შეეშვან მაგ 2ს.
რეალურად ერთია საბაზრო ღირებულება და მეორეა ზოგადი მოცემულობა.
წინაზე დავწერე თუ რატომაცაა ბასტონის მოყვანა უდიდესი რისკი და 70ად ხო მითუმეტეს განსახლიველიც არაა.
ტიპი, რომელსაც მთელი სეზონი ჩაუვარდა, რომელიც 4 მცველიან ტაქტიკაში ვერ თამაშობს, რომელსაც სისწრაფე არა აქვს და რომელიც მენტალურად ჩამოიმსხვრა მას მერე რაც იტალიას გაუკეთა, აი რომელ სამყაროში ღირს 70მლნ?!
ასევე ისიც გასათვალისწინებელია რომ აშკარა სურვილს გამოხატავს ბარსაში გადმოსვლაზე და ბარსას ინტერესამდე ინტერსაც უნდოდა მისი მოშორება, ამიტომაცაა რომ ესე მარტივად გვარდება მაგისი ტრანსფერი, თავად ბასტონისთანაც შეთანხმებული აქვთ კონტრაქტის დეტალები უბრალოდ ახლა მთავარი მოლაპარაკებები სატრანსფერო თანხაზე წავა და როგორც იწერება 50მლნ+10მლნ ბონუსებს შესთავაზებენ და მგონია რომ ნორმ თანხაა, მაგრამ მე პირადად ამათ ადგილზე რომ ვიყო მაგ ფასადაც არ მოვიყვანდი, რადგან სპორტული და მენტალური თვალსაზრისით შეუსაბამო ტიპია.
ვუსკოვიჩის ვარიანტი მეც მომწონს და გაცილებით მეტად მინდა, ასევე ინასიოც ძალიან კარგი ბიჭია და ადრე იწერებოდა რომ ინტერესდებოდნენ, მაგრამ რატომ გადაიფიქრეს არ ვიცი, შლოტერბეკი ბასტონიზე უკეთესი ვატიანტია, თუმცა რაღაც მოხდა რის გამოც ვაბშე შეეშვნენ და ბასტონიზე გადმოერთნენ, ხოლო ვანდევენი ძაან გაფარჩაკდა ამ სეზონში და მხოლოდ სისრაფის გამო ღირს ალბათ..
მოკლედ, მე პირადად 70-80მლნს მცველში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიხდიდი თუკი სალიბა ან გაბრიელი იქნებოდა, ხოლო ასეთ ბასტონიში მაგდენზე ფიქრიც კი დაუშვებელია.
შესაბამისად, ჩემი აზრით პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაუშვან არაუხო და კრისტენსენი, რაც სადღაც 35მლნს შემოგვიტანს ხოლო სახელფასოდან 21.5მლნ გამოგვითავისუფლდება, შემდეგ კი პრიორიტეტი ვუსკოვიჩი ან ინასიო უნდა გახდნენ, ნუ თუკი ბასტონი 50ად გამოვა და ამ 2დან ვერცერთი ვერ გვარდება, მაშინ ჯანდაბას, ხოლო თუ ბასტონი უფრო მეტი დაჯდება და ესენიც ვერ გამოვა, ამ შემთხვევაში სენესი დაითრიონ უფასოდ და მარტინის მოხოდვაზე კონცენტრირდნენ. ნამდვილად არაა ცუდი მცველი, ამ სეზონში სტატებით ბასტონის ტრ*კში ისვამს და აშკარად დღითიდღე უფრო და უფრო უმატებს, ამიტომ მე მგონია რომ ფულბექების საკითხი უფრო მოსაგვარებელია ვიდრე ცენტრალური დაცვის.
აი ფორვარდს რაც შეეხება, ალვარესი 150 ნაღდად არ ღირს და ესენი მაგდენს არავისში არ გადაიხდიან.. თან არც ალვარესს აქვს მთლად სახარბიელო სეზონი და თუკი ბორდს წასვლაზე დაებაზრა შესაძლოა ფასი ამ 2მა ფაქტორმაც დაუგდოს.
ჩემი აზრით 120 მაქსიმუმია რასაც ესენი გაწვდებიან, მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს გაამართლებს თუ არა..
მე პირადად კარმების მაგრად მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ ატლეტიკოსთან მოლაპარაკებებში უბრალოდ დაწყევლილები ვართ. აი მაგათმა რომ 120ში ალვარესი მოგვცენ და ჩვენ ფერანი 40ში გავატანოთ, დარწმუნებული იყავი რომ 1 სეზონში ეგ ფასები საპირისპიროდ ამოტრიალდება ისეთი ბედი გვაქვს, თან ხო იცი, ფერანით ინტერესდებიან და გამორიცხული არაა რომ ალვარესის ტრანსფერში ჩავრთოთ, რაც ალბათ ასე დალაგდება რომ 70მლნ+ ტორესს და + 10მლნ ბონუსებს შესთავაზებენ.
მე პირადად ალვარესი ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა სანამ სიტიში წავიდოდა და ვიცი რომ სტილისტიკურად ყველაზე მეტად მოგვიხდება, მაგრამ ბედს არ გავურისკავდი და სერესო მეზიზღება, რავი..
ოსიმენს რაც შეეხება, მაგისი ფასი მაქს 90მილიონია, თან არც ტოპ5შია და თან ნაპოლიდან გალათასარაიში თუ არ ვცდები 80ად გადავიდა, ეს მაშინ როცა ამაზე უკეთესი პერიოდი ედგა და რაღაცას წარმოადგენდა ახლა კი მხოლოდ ჩლზე ჩანს ხოლმე. საერთო ჯამში კი ოსიმენიც სერიოზული რისკია თავისი ხასიათების გამო, ძალიან ეგოისტი ტიპია და გამორიცხული არაა რომ გასახდელი არიოს, მე კი ზოგადად ყოველთვის ვიწერები თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შიდა ატმოსფერო და მენტალიტეტი, ამიტომაც არამგონია რომ ოსიმენზე გაიწიონ, აი რაც რეალურად მგონია ისაა რომ ბოლომდე ალვარესს მიაწვებიან და ამ ფერანისადმი ატლეს ინტერესსაც გამოიყენებენ, ხოლო თუ არ გამოუვათ კეინზე გადაერთვებიან, რომლის გამოსასყიდიც თუ არ ვცდები 65მილიონია და არამგონია ბარსაში თამაშზე უარი თქვას.. მაგრამ ესეც თუ არ გამოუვიდათ, მაშინ ალბათ ტალანტებს მიაწვებიან და ერთერთი ვისზეც იწერება ფისნიკია, ცუდი ბიჭი ნამდვილად არაა, კარგი ხედვა, კარგი პასი, კარგი პოზიციური თამაში და კარგი დარტყმა აქვს, რაღაცნაირად ჰოლანდს მაგონებს, ისეთი აღნაგობის და მიხვრა-მოხვრის ბიჭია.
აი მე თუ მკითხავ რას ვიზამდი, რადგანაც არ მინდა რომ ბედს ვეთამაშოთ და თან მინდა რომ გარანტირებულად დიდი ფეხბურთელი მოვიყვანოთ, ყველაზე იდეალური მგონია რომ ლევანა და ტორესი ერთიანად უნდა მოვიშოროთ, რაც 40მლნ სატრანსფერო თანხა და 33მლნ ხელფასიდან დაზოგილი ფულია, ხოლო ამათ ნაცვლად კეინს დავიმატებდი 65ად, ხოლო მის რეზერვად ფისნიკი, მიქაუტაძედან ერთ-ერთს მოვიყვანდი 30-35ად.
ასევე ამათთან ერთად აუცილებლად მოსაყვანია მარცხენა ვინგერიც.
მე პირადად რაშფორდის გამოსყიდვა არანაირად არ მინდა, რადგან სტილიატიკურად და მენტალურად ვერ გვეწყობა. ხოლო ბოლო დროს ბევრგან დაიწერა ვიქტორ მუნიოსზე და იდეალური ბიჭი მგონია რაფინიას სკამისთვის, თან წესით შედარებით იაფიც დაგვიჯდება.
და ბოლოს სერიოზულად დასაფიქრებელი მომენტია ჩვენს ფულბექებზეც, რადგან ბალდე და კუნდე ძალიან არასტაბილური და ტრავმებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელები არიან, ამიტომ რთული გადაწყვეტილების მითება შეიძლება რომ მოგვიწიოს..
მე პირადად კანსელუ მარცხნივ უფრო მომწონს, ვიდრე მარჯვნივ და ამ ეტაპზე ბალდესაც მირჩევნია, მაგრამ უკვე ბებერია და დიდიხნით ვერ დავეყრდნობით, ასევე ბალდე სულ რაღაც 21 წლის ბიჭია და ჰაერზე ვერ მოვიშორებთ, რადგან არც ეგეთი *ლეა და რამის გამოძერწვა შეიძლება, კუნდეს რაც შეეხება, მაგაზე უკეთესი ბაზარზე არ მოიძებნება და როცა ფორმაშია ალბათ საუკეთესო მარჯვენა ფულბექობაზეც იწევს, მაგრამ ეს სეზონი ჩაუვარდა და პრობლემა იმან შექმნა რომ გამოკვეთილი რეზერვი არ ჰყავდა.. მე პირადად კანსელუს მსგავს კიდევ ერთ მარჯვენა ფულბექს მოვიყვანდი კუნდეს რეზერვად, ხოლო ფორტი, ესპარტი და ტორენტი მომავალ სეზონში უნდა გაიჯარდნენ და ვნახოთ რას იზამენ, კარგი ბიჭები არიან, პროსტა ჯერ ძალიან პატარები და გასაზრდელები ჩანან იმისათვის რომ ბარსას სკამზე ისხდნენ.
არც გრიმალდოს ვარიანტია ცუდი, კუკურელიაც ძალიან მომწონს, ვანდერსონიც, სპენსიც.. მოკლედ ამათგან რომელიმე დაიმატონ და უკვე სერიოზული ძალა გვეყოლება.
და ასევე მგონია რომ მეკარესაც მოიყვანენ რადგან შესნის უკვე პენსიაზე გასვლა უნდა და აი ძააალიან მინდა რომ მალიორკას ლეო რომანი დაითრიონ. აი რა უნსა დაჯდეს.. 10-15?!
საბოლოო ჯამში კი ჩემი წამსვლელთა სია ასეთია: შტეგენი, პენია, შესნი, კრისტენსენი, არაუხო, ლევანა, ტორესი.
არ ვისყიდით რაშფორდს
ვაიჯარებთ: ესპარტს, ფორტს, ტორენტს, კორტესს, მარკესს..
იდეალურ შემთხვევაში მოგვყავს: კეინი, მიქაუტაძე, მუნიოსი, ვუსკოვიჩი, ვანდერსონი, რომანი
ესენი ვინებითაც ინტერესდებიან: ბასტონი, ალვარესი, ფისნიკი, მუნიოსი, გრიმალდო, რემირო
მე კი ზოგადად სატრანსფეროებზე ამათი იმედი არასდროს მაქვს მაგრამ რავიცი.. მაინც იწერება რომ სერიოზულო ცვლილებები იგეგმება და ვნახოთ რა იქნება..
მიქაუტაძე ალბათ ქართულ ჯიგრულ პონტში გინდა? ყველას საგინებელ ყვერან ტორესს სტატისტიკურად აქვს 19 საგოლე მომენტი გაფუჭებული! პირველ ადგილზეა ლალიგაში ამ მაჩვენებლით! 18 გაფუჭებული საგოლე მომენტით მეორე ადგილი უჭირავს თურმე მიქაუტაძეს! (მე არ დამითვლია, სტატისტიკურ მონაცემებში ამოვიკითხე) მესამე ადგილი ვის აქვს სამწუხაროდ არ მახსოვს, მეოთხე მეხუთე ადგილს იყოფენ მბაპე-ლევანდოვსკი 14 გაფუჭებული საგოლე მომენტით! მიქაუტაძე ვილიარეალშიც ვერ გახდა ჯერჯერობით სასტარტოში მყარი წევრი და ბარსაში უნდა იყოს სასტავში? ცოტა არაქართველური თვალით თუ შეხედავ ტორესის გაფუჭებული საგოლე მომენტები უფრო საპატიოა ვინემ ჟორჟის გამაზვები, ვინაიდან ბარსა ქმნის უამრავჯერ ბევრ საგოლე მომენტებს ვიდრე ვილიარეალი. ბარსაში ბევრი მომენტიდან ვიღაც მაინც გაიტანს და ვილიარეალი სულ თითზე ჩამოსათვლელ მომენტებს ქმნის და ყოველი გაფუჭებული მომენტი ძვირად ფასობს…
მთავარი ლიგაა
უხეშობა ეხლა ” კამპ ნოუზე ” ნახეთ თქვენ ! ნაჯახებით ირბენენ 100%-ით დარწმუნებული ვარ ! არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვითამაშოთ ამოწეული დაცვით საშუალო ზონამდეც კი ! აგერ ამ თამაშში ჰქონდა ფლიკს ფაქტი ჩვენი ცენტრალურ მცველებს უკან პასი და ეგრევე მინიმუმ მომენტია და მაქსიმუმ გაშვებული გოლი ! ნებისმიერი დაცვა გაიხვრიტება სულ რომ მალდინი /ნესტა იდგნენ ფიზიკურად ვერ მოასწრებენ ჯერ მარტო იმიტომ რომ შემტევი გადაგდებული ბურთისკენ პირისახითაა ჩვენი მცველი კი ზურგით ! ცენტრალური მცველები ტრადიციულად ჩამოუვარდებიან სისწრაფეში ფლანგის მცველებს და მანდაც მხოლოდ სისწრაფის ხარჯზე ვერ დააზღვევს მცველი ! იდეალური ” პადკატის ” გაკეთება უნდა შეეძლოს ისე რომ მხოლოდ ბურთს შეეხოს და არ/ვერ ” იპოვოს ” შემტევის ფეხი ამიტომ არანაირი ამოწეული დაცვით თამაში საშუალო ზონამდეც კი ! თუ ბალდეს თამაში შეუძლია ერთი ტაიმიც კი უნდა ითამაშოს და კანსელუ რეშფორდის ადგილზე ამ შემთხვევაში ბალდეს სისწრაფე უკან (მეტოქის გადმოგდებულ ბურთებზე) მნიშვნელოვანი იქნება სამწუხაროდ მარტინი ისე ვერ კითხულობს თამაშს როგორც უნდა კითხულობდეს ჭკვიანი ცენტრალური მცველი რეშფორდი კი საერთოდ არც პრესინგს თამაშობს და არც აზღვევს კანსელუს :((((((((((((( ….დე იონგი როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ზუსტად მაშინ არ არის :((((((((((((((((((((( ….მოკლედ მაგარი ომი გვექნება ყველა ვარიანტში უნდა მოვიგოთ თუნდაც ერთი ბურთის სხვაობით
კიდევ კარგი ფეოლა შენ არ იყავი მსაჯი, თორემ დაგვტოვებდი გაღიმებულს.
კამპ ნოუზე სახე უნდა გავაცალოთ ამათ
ძალიან გაგვიჭირდება ატლეტიკოსთან, არათუ შეცვლებით ვერ გავაძლიერებთ თამაშს არამედ ძირითადის 11 კაციც კი პრობლემაა. არ ვიცი რა ბერნარის დამტვრევა იქნებოდა🥹 ან არაუხო მარცხნივ მაინც დადგებოდა და ეხლა ეგეც დაიტრავმა. ნუ მარჯვნივ ესეიგი უალტერნატივოდ კუნდე დადგება, ცენტრში კუბარსი მარტინი, მარცხნივ კანსელო. ნახევარდაცვა პედრი, გარსია და ფერმინი, შეტევა იამალი ლევანა და რეშფორდი, რომელმაც აუცილებლად ცენტრისკენ უნდა შეიწიოს და კანსელომ უნდა აითვისოს ფლანგი. შეცვლები სირთავა ტორესი შეცვლის რაშფორდს თუმცა მე მირჩევნია ბოლო ნახევარი საათი გავიმ
შეცვალოს რეში, ოლმო ფერმინის ნაცვლად და ეგაა ჩვენი რესურსი პლუს თუ ვინმე ღმერთმა არ ქნას გაიტრავმა
მერე აღარ ვიცი რა იქნება. პლუსები რომ ჩამოვთვალოთ ეს იქნება გარსია კარში რომელმაც საუკთესო თამაში უნდა დადოს თუ მოგება გვინდა იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ერთი სამჯერ მარტო პირისპირ გავლენ მეკარესთან. იამალმა უნდა იჯადოქროს და იმედია ფინიშზე გაუმართლებს და რისიც ყველაზე მეტად მეიმედება არის ლევანდოვსკი, დარწმუნებული ვარ ყველაფერს იზავს პოლონელი მოსაგებად. ასევე აუცილებელია ფერმინმა დროული პასი გააკეთოს როცა შანსი ექნება ( გუშინდელი შეცდომა როცა რეშს არ დაუგორო არ უნდა გაიმეოროს) და შორიდან უნდა ურტყას ყველა შესაფერის მომენტში❤️ შედეგი მე რაც დამაკმაყოფილებს იქნება ნებისმიერი ანგარიშით მოგება. ფრე ან წაგება მით უმეტეს ჩათვალეთ ვერ გავდივართ. მოგება აუცილებელია რათა განმეორებით მატჩი ნაჯახებს შესატევი ქონდეთ და ჩვენ დავიჭიროთ კონტრებზე. ნიჩიაზეც კი ატლე სახლში არ შეუტევს ჩვენები გაიქცევიან და აი მაშინ კონტრაზე მოგვჭიმავენ. ამიტომ სული და გული უნდა დაიდოს და აუცილებლად მოვიგოთ თუნდა 1-0 რისიც არ მჯერა და ამიტომ იყოს 2-1 ან 3-2. მოგების შემთხვევაში 99% გავცდებით ნაჯახებს. ამის გარდა დიდი იმედი მაქვს ჰერ ფლიკის❤️ და კიდევ საშინლად არ გაუმართლა შარშან ინტერთან იამალს, ტიპმა წლის პერფორმანსი დადო და მაინც გავარდით, გუშინაც ხატავდა მოედანზე და ვერც შეაგდო და პასებიც არ დაუფასა ამ <<ცენზურის დარღვევა>> ტორესმა, იმედია საფეხბურთო ღმერთი მაინც დაუფასებს ამ
გენიოს ბიჭს ნიჭს და მისი ასეთი სასწაული პერფორმანსი გოლებით დამთავრდება. .პ.ს. ტრანსფერებზეც რომ ვთქვათ რახან ვუსკოვიჩს არც ახსენებენ და დიდი ალბათობით მომავალი სერხიო რამოსიც ჩემდა სამწუხაროს იმ გუნდში იქნება სადაც პირველმა რამოსმა ტიტულები მოიგო, დარჩენილი ალტერნატივებიდან ისევ ბასტონი ჯობია ყველას. არ გამოვრიცხავ მართლა საუკეთესო გახადოს დაცვა კუბარსისთან ერთად. თავდამსხმელიც რომ აუცილებელია ეგ ფაქტია და თუ რეალურად შევხედავთ ატლეტიკო ალვარესს არ დათმობს 150 ლიმონის დაბლა, მაგ ფული კი ჩვენებმა იშოვონ გამორიცხულია და არც ღირს ალვარესი მაგდენი, თავის საუკეთესო წლებშიც კი არ ღირდა. ამიტომ მოგწონთ თუ არა ოსიმენი არის ყველაზე ღირსეული კანდიდატი ვისი ყიდვაც შეიძლება. სავარაუდოთ 90 ლიმონად. ასევე აუცილებელია ბორმუთიდან იმ
უფასო მცველის მოყვანა სენესი თუ სწორად მახსოვს და პირვერ რიგში რაც გასაკეთებელია არის ის რომ, ფერანი,პედრი,კუბარსი, მარტინი, გარსია, რაფინია, იამალი, დეიონგი, მეორე გარსია და ოლმო არ უნდა გაყიდონ, უფრო სწორედ
ამათ გაყიდვაზე არც უნდა დაფიქრდნენ. ტორესი აუცილებლად გასაყიდია, რეშფორდი არ არის ბარსას კაცი და მაგ 30 მილიონად კეთილი ინებონ და ვინმე წესიერი ბავშვი მოიყვანონ სამხრეთ ამერიკიდან. კანსელო 100% დასატოვებელია, ასევე ყველანაირად უნდა ეცადონ ლევას დატოვებას ერთი სეზონით.ფატი, შტეგენი, კრისტენსენი,შესნი. გასაშვებია ყველა. ბარჯიც უნდა გაყიდონ თუ საერთოდ არ აძლევენ დროს ჯობია აკადემიიდან დააწინაურონ ვინმე.ბალდეში მინიმუმ 70 თუ შემოგვთავაზეს გასაშვებია და იპოვონ სამხრეთ ამერიკაში ერთ 40 მილიონად ვინმე პერსპექტიული კრაის მცველი, მართლა ტყვილად ხომ არ არის ეს დედამიჯმ ული დეკო ამ პოსტზე🤮 ამ გასაშვებებიდან მხოლოდ ტორესმა უნდა მოიტანოს სულ ცოტა 40 მილიონი და ბარჯიმ 10. დანარჩენში კაპიკს ვერ ავიღებთ. ან ტორესი ოსიმენის ტრანსფერში ჩართონ და არაუხო ბასტონის, ასე წესით ოსიმენი 70 უნდა დაგვიჯდეს და ბასტონი 50. ხოდა თუ ორ პრობლემური ადგილის შესავსებად 120 მილიონის გადახდა არ შეგვიძლია როცა რეალურად ოსიც და ბასტონიც მეტი ღირს, არ ყოფილა მაშინ ამ გუნდის საშველი და ეგაა.მოკლედ ძაან ჭკვიანურად უნდა იმუშაონ და წესით ცხელი ზაფხული უნდა იყოს და ამ დროს რომ მახსენდება პრეზიდენტი რომ მატყუარა ვირთხაა და დირექტორი ლენჩი დეკუ იმედი მიკვდება ყველაფრის😕
კითხე აბა მაშინ ვალვერდეზე რო იძახდენ არ იყოო ეს რანაირიაო 😂😂
არა ვუყურებ და ძან ვერთობი 😂😂