ლეო 33 წლის შესრულდა, ამ რიცხვის გაგონებაზე გულიც სხვანაერად იწყებს ფეთქვას, თან გეამაყება, რომ 15 წელია მოედანზე დაფრინავს და ამდენი ხანი, ასეთი ხარისხის ფეხბურთი არავის უთამაშია, თან ხვდები, რომ უკვე სადღაც ბოლოსკენ მიდის და მისი მაჩვენებლებიც ისე დაიწყებს კლებას, როგორც სისწრაფე მოაკლდა.
ეს ნიშნავს, რომ ადამიანია, მართალია ადამიანურ შესაძლებლობებს გადააჭარბა და ახალ საფეხურზე აიყვანა, მაგრამ დროსთან მიმართებაში, სხვადასხვა კულტურის ღმერთებიც, მოკვდავებად იქცევიან ხოლმე.
თითქოს ყველამ ვიცით, ვინ არის მესი, მაგრამ ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში, ჰომეროსმა გვითხრა, რომ ღმერთის საყვარელ გმირებზე არაფერი ვიცით.
როდესაც ჰომეროსმა “ილიადა” დაწერა, სურდა, რომ ყველას კარგად სცოდნოდა, თუ რა დონის გმირი იყო აქილევსი, ამიტომ დამალა. ბრძოლა აქაველებსა და ტროელებს შორის ისე მიმდინარეობდა, რომ აქილევსი უბრალოდ კარავში იჯდა, მხოლოდ ბოლოს, მე-17 თავში ერთვება ბრძოლაში და მაშინვე ვხედავთ სხვაობას, აქილევსამდე და აქილევსის შემდეგ.
ღმერთის საყვარელი გმირების ძალა, ყველაზე უკეთ ჩანს მაშინ, როცა ისინი ბრძოლაში არ მონაწილეობენ. ალბათ ჩვენც, მხოლოდ მაშინ გავიგებთ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა მესი მოედანზე აღარ ირბენს.
ვუსურვებ, რომ კიდევ ერთხელ გვენახოს დიდი მწვრთნელის ხელში, მის კარიერაში ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, მისი კარიერის ერთადერთი დიდი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა, მხოლოდ მის ხელში გახდა უკეთესი ფეხბურთელი, ვიდრე იყო, დანარჩენი მწვრთნელების შემთხვევაში მოხდა პირიქით, ისინი გახდნენ მესის დახმარებით უკეთესი მწვრთნელები, ვიდრე იყვნენ.
ვუსურვებ, რომ არგენტინის ნაკრებში თამაშისგანაც, სიამოვნება მიიღოს.
ვუსურვებ, რომ პელეს რეკორდიც უკან მოიტოვოს, რეკორდები იმისთვის მყარდება, რომ ვინმემ, ოდესმე, მოხსნას, მესიზე უკეთესი კი ამ რეკორდს, ვერავინ მოხსნის.
რაც უფრო ხშირად ვუყურებ, დაბრძენებულ მესის, რომელიც მოედნის სიღრმიდან ანაწილებს ბურთს, მით უფრო მენატრება ადრეული მესი, რომელიც რეაქტიული სისრაფით მიაწყობდა მცველებს ერთმანეთზე და მიკარების საშუალებასაც არავის აძლევდა.
მისი გამოჩენის მსგავსი ბომბი, მე პირადად არ მახსოვს. ამბობენ, რომ “ფენომენოს” ევროპაში გადმოსვლას, 18 წლის ასაკში, იგივე ეფექტი ჰქონდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნებოდა, უბრალოდ მესის ეფექტი, უკვე 15-16 წელია გრძელდება.
მისი სახელი კი ისევე გაუძლებს საუკუნეებს, როგორც აქილევსის გმირობები შემოგვრჩა.
Long live the KING!
გილოცავ და მსოფლიოს მოგებას გისურვებ ლომოო. GOAT.
33 წელი, ქრისტეს ასაკი.
გილოცავ ლეო!
ვულოცავ ლეგენდას და მაგარ ადამიანს მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია იმის შეგუება რომ ეს მისი 33-ე დაბადების დღეა😔
დაბადების დღეს გილცავ ლეო <3
თუ ვინმეს უწოდებთ ფეხბურთის ღმერთს სწორედ ეს ლეონელ ანდრეს მესია მადლობა მესისა და კიდევ ერთხელ მოლოცვა ჩემგან
გილოცავ ლეო! მადლობა იმისთვის რასაც აკეთებ,არამარტო ბარსელონას გულშემატკივრებისთვის,არამედ ყველა ფეხბურთის მოყვარული ადამიანისთვის…ჩამოდი კაი პური ვჭამოთ ))) კაი ხინკალი კაი მწვადი)))) მრავალს დაესწარი❤️
გილოცავ ლომო, ნეტავ 19 წლის იუბილეს გილოცავდე ❤❤❤
ამინ!
თავად შექსპირიც ვერ იტყოდა უკეთ!
აუუ ნუ ბერდება რა თორე რა გვეშველება ერთი 7 წელი კოდე იყამაშოს მიბაძოს ზლატანს.და მერე ფეხვურთსაც არ ჩამოშორდეს არასოდეს ბარსაში ნახავს საქმეს.მწვრთნელობაზე მარტო ავტორიტეტითაც კი გაქაჩავს ზიდანისნაირად.
მრავალს დაესწარი მეფეო❤❤❤❤
P.S. რა დროულად შეგვახსენეთ მესის დაბადების დღე😂😂😂😂