ლაპორტას თამაშები

ლაპორტას თამაშები

The Athletic-მა "ბარსას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მორიგი სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

ათასობით ადამიანი დაესწრო ფერან ტორესის წარდგენას, იქნიეს დროშები მზის შუქზე და „ბარსაში“ ისევ დაბრუნდა კარგი განწყობა. ჟოან ლაპორტა კმაყოფილი ჩანდა და იღიმოდა. ფერანმა აღნიშნა მოუთმენლად ველი „ბარსაში“ დებიუტსო. მოედანზე დაბრუნება ტრავმის მერე ისედაც სასიამოვნო მოვლენაა, „ბარსას“ მაისურის მორგება კი ცალკე სიხარულია.

როდესაც წარმდგენებმა და წარდგენილმა, ჟურნალისტებთან ერთად საპრესკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს განწყობა ოდნავ შეიცვალა, აღარც ლაპორტა ჩანდა დიდად ბედნიერი, რადგან მოუწია იმის აღიარება, რომ ფერან ტორესის დარეგისტრირება გაიწელებოდა სახელფასო განაწესის გამო. ამ თემის ირგვლივ აქტიურად მუშაობდნენ დირექტორები, განსაკუთრებით მატეუ ალემანი.

მიუხედავად ამ პრობლემისა „ბარსა“ კვლავინდებურად აგრძელებს გუნდის გაძლიერებაზე ფიქრს. რანგნიკის დანიშვნამ „მანჩესტერში“ კავანის ტრანსფერი ჩაშალა, „ბარსა“ მარსიალზე გადაერთო და არც ალვარო მორატას ივიწყებს. გარდა ამისა, მუდმივად ვრცელდება ცნობები მეგატრანსფერზე, - „ბარსა“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავოროტია.

„ყველაფერი შესაძლებელია“, - თქვა ჟოანმა, როდესაც მეგატრანსფერებზე დაეკითხნენ. ის მზად არის „სიტის“, „იუნაიტედსა“ და მადრიდის „რეალს“ გაუწიოს კონკურენცია, მიუხედავად უამრავი ვალისა, რომელიც კლუბის ანგარიშზეა.

„ყველა მზად უნდა იყოს, რადგან ჩვენ ვბრუნდებით და კვლავინდებურად გავხდებით სატრანსფერო ბაზრის მთავარი მოთამაშეები“, - ასეთი იყო ჟოანის პასუხი და მერე ისიც დააყოლა ახალი გუნდის შენებას ახალგაზრდების ირგვლივ ვიწყებთ და აქ გადმოსვლას მალე ყველა ინატრებსო.

მაინც, როგორ შეიძლება ეს მოხდეს დიდი ვალის პრიობებში?

კარგი ტრანსფერი

ტორესის „ბარსაში“ ტრანსფერი აბსოლუტურად გამართლებულია, ერთი მხრივ იმიტომ, რომ „ბარსას“ ძალიან სჭირდებოდა თავდასხმის გაძლიერება, ფერან ტორესი კი უნივერსალური თავდამსხმელია, რომელსაც უკვე აქვს უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება. „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ორი გოლი შაგდო, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაკარგა ერთადერთი ფორვარდი, რომელსაც ბევრი გოლის შეგდება შეეძლო და ტორესის ტრანსფერით რაღაც მაინც გამოასწორა.

მეორე მხრივ, ტორესი წესით და რიგით, მარტივად უნდა ადაპტირდეს „ბარსას“ სტილთან, რადგან, კლუბში პეპ გვარდიოლა წვრთნიდა, ხოლო, ნაკრებში ლუის ენრიკე. ერთიც და მეორეც კმაყოფილნი იყვნენ მისი თამაშით, უბრალოდ, „სიტიში“ ძალიან დიდი კონკურენციაა და ფერანს ძალიან მცირე სათამაშო დრო ექნებოდა, ამიტომ, მისი ტრანსფერით „სიტის“ ბევრი არაფერი დაუკარგავს, ხოლო, „ბარსამ“ ბევრი რამ შეიძინა.

დავუმატოთ ამას მისი ასაკი და თანაგუნდელები ესპანეთსა და „ბარსელონაში“, - ეს უკვე ძირითადი ბირთვია.

55 მილიონი ევრო ბონუსების ჩათვლით, შესაძლოა, 72 მილონამდე გაიზარდოს. „ბარსას“ ფერანის შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა ესპანელი „სიტიში“ გადაბარგდა, მაშინ მანჩესტერელებმა უკეთესი პირობები შესთავაზეს.

გამონაკლისი დავუშვით და ფერანი იქამდე გავიფორმეთ, სანამ რეგისტრაციის წესებში ბოლომდე გავერკვეოდით, ჩავთვალეთ, რომ ეს ამად ღირდა და მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ“, - თქვა მატეუ ალემანმა.

ამ ყველაფერს კი ფერან ტორესის ინფიცირება მოჰყვა. ხო, ვერ არის კარგი დასაწყისი, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ხალხი მუშაობს, იანვარი კი ძალიან გადატვირთული იქნება. ამასობაში კი სუპერ თასის ნახევარფინალი ახლოვდება მადრიდის „რეალთან“, იქ წარმატება, ან, წარუმატებლობა მთავარი ბიძგი გახდება დარჩენილი სეზონის მანძილზე.

ბევრისთვის შოკი გამოდგა ის, რომ „ბარსა“ ვალების მიუხედავად დიდ ტრანსფერებს აკეთებს. ჩავი ერნანდესი მორატას ესაუბრა და როგორც ითქვა ყველაფერი კარგად წავიდა, მორატა ხელფასის შემცირებაზე თანახმა იყო, მაგრამ შემდეგ რაღაც-რაღაცები აირია. მორატა მხოლოდ მესამე ფეხბურთელი იქნება, რომელსაც ესპანეთის სამ გრანდში - „ბარსაში“, „რეალში“ და „ატლეტიკოში“ ექნება ნათამაშები. თუ ტრანსფერი შედგა, რა თქმა უნდა.

სამაგიეროდ, ალემანი იყო თავშეკავებული, -„ჩავიმ უკვე მიიღო საშობაო საჩუქარი“, - ასეთი იყო მისი პასუხი მორატას ტრანსფერთან დაკავშირებით. საჩუქარში კი ფერან ტორესი იგულისხმა.

თავსატეხი ძალიან ბევრია, მათ შორის გავის, ნიკოსა და არაუხოს კონტრაქტების განახლება. რონალდ არაუხოს, რომელსაც შესამჩნევი პროგრესი აქვს და დაცვის ლიდერია, კონტრაქტი 18 თვეში ეწურება, რა თქმა უნდა, გახანგრძლივებაა საჭირო, მაგრამ ბუნებრივია, რომ უკეთეს პირობებს მოითხოვს, ის ამას იმსახურებს, „ბარსა“ კი პირიქით, სახელფასო ბიუჯეტის შემცირებას ცდილობს, აი, აქ უკვე დიდი კონფლიქტია და რთული ამოცანა - როგორ გააფორმებს კლუბი თავის ახალგაზრდა ვარსკვლავებთან ახალ კონტრაქტებს, თუ პრიორიტეტი სახელფასო ბიუჯეტის შემცირებაა?

ამას მალე გავიგებთ. მანამდე კი არაუხოს ინგლისური გრანდები დასტრიალებენ თავს.

ღირსეული და უღირსი

გამოსავალი ნათელია, მაგრამ შესრულებაა ძალიან რთული. ყველა ხვდება, რომ კლუბი ზედმეტი ფეხბურთელებისგან უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ამის მიღწევა, თან სარფიანი გარიგების პირობებში ძალიან რთულია. მაქსიმუმ დემბელეს შემთხვევაში გამოვიდეს რამე, მაგრამ, ისიც სათქმელია, რომ ახლა ყველაზე ცუდი დროა მის წასასვლელად, ეს ფეხბურთელი ძალიან დიდი თავისტკივილი გამოდგა კლუბისთვის. „ბარსამ“ მესი გაუშვა, გრიზმანი, პიანიჩი, მხოლოდ იმიტომ, რომ გადარჩენილიყო. ხელფასები შეუმცირდათ ალბას, ბუსკეტსა და პიკეს, მაგრამ ამავე დროს ვალდებულნი იყვნენ, რომ კონტრაქტები განეახლებინათ ფატისთან და პედრისთან, შესაბამისად, კვლავ 430 მილიონი ევრო მივიღეთ, რომელსაც კლუბი ხელფასებში ხარჯავს, რაც ძალიან ბევრია.

დემბელეს ირგვლივ შექმნილი ვითარება კვლავ ძალიან სახალისოა. მან უკვე მოასწრო დაქორწინება და ვირუსით დაბრუნება, მისი გარემოცვა ხვდება, რომ ვაჭრობის თვალსაზრისით კარგ პოზიციაშია, რადგან, ზაფხულში უფასოდ შეუძლია წავიდეს. ჩავის მისი დარჩენა სურს, ის კი მოლაპარაკებებს ისე წელავს, რომ არ არის გამორიცხული ზაფხულამდე მიატანოს. ლაპორტამ ერთი მხრივ მის სამოტივაციოდ, ხოლო მეორე მხრივ, მის გასაპიარებლად განაცხადა, - „დემბელე მბაპეზე უკეთესიაო“, ახლა კი ეს ნათქვამი უკან მოუბრუნდა დემბელეს აგენტების მხრიდან, თუ მბაპეზე უკეთესია, მაშინ, მბაპეზე კარგ პირობებს იმსახურებსო. წარმოუდგენელი ხალხია.

სამაგიეროდ, მისგან განსხვავებით ძალიან ღირსეული ადამიანი გამოდგა ფილიპე კოუტინიო, რომელმაც კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ „ბარსას“ ფერანის დარეგისტრირება გაუადვილდეს. ეს კოუტინიოს საუკეთესო პერფორმანსი გამოდგა „ბარსაში“ გატარებული პერიოდის მანძილზე.

ბლეფი?

ლაპორტამ ფულის გამომუშავება დაიწყო, The Athletic-ის ინფორმაციით კლუბის შემოსავალი ამ სეზონში დაახლოებით 765 მილიონი ევრო იქნება. მძიმედ, მაგრამ მაინც, სიტუაცია ბალანსისკენ მიდის, მაგრამ ჯერჯერობით მაინც გაურკვეველი და ბუნდოვანია, რა მეთოდებით აპირებს ერლინგ ჰოლანდის დამატებას, თუ გავითვალისწინებთ იმას რა თანხებზე შეიძლება იყოს საუბარი.

შესაძლოა, ჟოან ლაპორტა ჰოლანზე საუბრით უბრალოდ პოზიტიურ ფონს ქმნიდეს იმისათვის, რომ კლუბის ირგვლივ დადებითი სავაჭრო გარემო შექმნას, შესაძლოა, უკვე იცის, რომ ჰოლანდის შეძენა შეუძლებელია, ან რაღაც დიდი გეგმა აქვს ზაფხულისთვის, რომელიც ჯერჯერობით დაფარულია. თუ ეს ტრანსფერი შედგა, გამოდის, რომ წინ რაღაც ჯადოქრობა გველის, ეს მხოლოდ კურდღლის გაქრობასა და გამოჩენას არ ჰგავს, ეს უფრო მკვდრეთით აღდგომის ტოლფასი ამბავი იქნება.  


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 8 იანვარი 2022 15:03
    0
    ბლეფია თუ რეალობა ამას ზაფხულში ვნახავთ.
    Culé [?]
    #5 8 იანვარი 2022 13:10
    0
    უმტიტი უნდა მოვიშოროთ და რობერტოს უნდა შეუმცირონ ხელფასი როგორმე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 8 იანვარი 2022 12:06
    0
    დემბელე და უმტიტი რო მოგვაშორებინა მაგრად გამოთავისუფლდებოდა სახელფასო ჭერი
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    წევრი [?]
    #3 8 იანვარი 2022 11:56
    1
    დემბელე თუ ვერ გაყიდა ლაპორტამ დედა აქ მოხნული დემბელეს.მსოფლიოს გარეშე დატოვლს ლაპორტა მთელი სეზონი სკამზე დაალპობს ან მიახედინებს ალვეშს და ერთი 3-4 თვიანს სეზონის ბოლოს უპრობლემოდ გაუნზადებს ალიოშა🙃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 იანვარი 2022 10:54
    7
    " ლაპორტამ ერთი მხრივ დემბელეს სამოტივაციოდ, ხოლო მეორე მხრივ, მის გასაპიარებლად განაცხადა, - „დემბელე მბაპეზე უკეთესიაო“, ახლა კი ეს ნათქვამი უკან მოუბრუნდა დემბელეს აგენტების მხრიდან, თუ მბაპეზე უკეთესია, მაშინ, მბაპეზე კარგ პირობებს იმსახურებსო"
    აი ამათ დებილობაზე მეტი რაღა უნდა ვთქვათ, კაცი ფეხბურთელს აქებს რო გული მოუბრუნოს გუნდზე, ამ არარაობას და ესენიც თითქოს არაფერიო, მბაპეზე უკეთესი თუა მბაპეზე კაი პირობებიო. აი ამას ამბობენ ერთი უსაქმურის აგენტები. ანუ დაიჯერეს რო მბაპეზე უკეთესია დემბელე, მბაპეზე რომელსაც ჩემპიონატზე უკვე 9 გოლი აქვს გატანილი, ლიგაზე კი 4 და ამ დროს გუნდის წამყვანი ფეხხბურთელია ხოლო დემბელეს რომელსაც ნახევარი წელი ტრამვებით აქვს გაცდენილი, ერთი გოლი ისიც გუშინწინ, ისიც ესპანეთის მესამე დივიზიონის გუნდის კარში. დამიჯერეთ ამ "შავ მარგალიტს" რაც დროზე გააგდებენ უკეთესია, თუ არა და ბარსა ვერაფრით ვერ დაუბრუნდება ნორმალურ ეკონომიკურ განვითარებას. რას ელოდებიან იანვრის მესამედი გავიდა, დემბელეს გარემოცვა კი განაგრძობს დროს გაყვანას. როგორ გგონიათ ფანჯრის დახურვამდე ერთ-ორ დღეში გაყიდიან ამ არარაობას?
    Culé [?]
    #1 8 იანვარი 2022 10:26
    3
    საინტერესო სტატიაა, ჩემი აზრით ზედმეტი ან ტყუილი არაფერი წერია, არც იმას წერენ სულ ამ წუპეში იქნება ბარსაო და არც იმას უეჭველი დაბრუნდებაო. მე ერთი რაღაც ვიცი რომ წუმპედან ერთხელ უკვე ამოათრია ას გუნდი ერთმა კაცმა, და მის ხელში იქცა საუკეთესო კლუბად, ხოდა თუ ერთხელ გააკეთა მეორედაც იქნებ გამოივიდეს😁❤️ ენდეთ ლაპორტას ტყულად აგინებთ და ლანძღავთ
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"