ესტანისლაუ ბაზორა

სეზონი კლუბში: 1946-1958

თამაში: 373

გოლი: 153


ბასორა (კოლონია ვალსი, ბარსელონა, 1926) ესპანური ფეხბურთის ერთ–ერთ საუკეთესო ვინგერად არის მიჩნეული.

ის "ხუთი თასის" ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფორვარდი იყო (ბაზორა, კუბალა, ცეზარი, მორენო, მანჩონი)  და ფანები მას აღმერთებდნენ, მარჯვენა ვინგერი, ბრწყინვალე ტექნიკური შესაძლებლობებით, შესანიშნავი სისწრაფითა და მცველის ჩამოტოვების კარგი უნარით. მისი შესაძლებლობები მას საშუალებას აძლევდა, მაქსიმალურად პატარა ადგილებში ემოქმედა და მისი გატანილი გოლების მაჩვენებელი ვინგერისთვის უჩვეულოდ მაღალი იყო.

ის ცნობილი იყო როგორც ‘Monster of Columbes’ საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში შესრულებული ჰეთ–თრიკის გამო. ესტანისლაუ 1950 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ–ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს, ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება კი 1958 წელს მიიღო.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1947–48, 1948–49, 1951–52, 1952–53

ლათინას თასი – 1949, 1952

ესპანეთის თასი – 1950–51, 1951–52, 1952–53, 1956–57

ევა დუარტეს თასი – 1948, 1952, 1953

უეფას თასი – 1955–58