workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მარკ ბარტრა არეგალი

სახელი: მარკ ბარტრა არეგალი

ნომერი: 15

დაბადების ადგილი: სან ჟაუმე დელს დომენისი

დაბადების თარიღი: 15.01.1991

სიმაღლე: 183 სმ

წონა: 70 კგ

მარკ ბარტრა ტარაგონაში, სან ჟაუმე დელს დომენისში 1991 წლის 15 იანვარს დაიბადა. მან ბარსელონას ფეხბურთის სათამაშოდ პატარა ასაკში მიაშურა. 2001-02 წლების სეზონში, ბარტრა “ესპანიოლის” საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა, რის შემდეგაც, ის “ბარსელონაში” გადავიდა. ამ დროისთვის, ბარტრა მხოლოდ 11 წლის იყო.

მას შემდეგ, მარკ ბარტრა ასაკობრივი გუნდიდან გუნდში წინაურდებოდა. დაიწყო რა თამაში “აველინ ა”-ში, ბარტრამ გაიარა “ინფანტილ ბ”, “ინფანტილ ა”, “კადეტ ბ”, “კადეტ ა”, ახალგაზრდული ა და ახალგაზრდული ბ გუნდები. 2009-10 წლების სეზონში, მარკ ბარტრა “ბარსა ბ”-ში გადავიდა. იმავე სეზონში, პირველ გუნდში, მას პეპ გუარდიოლამ უხმო. ლა ლიგაში ბარტრას დებიუტი მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა. იმ მატჩში, გუარდიოლამ ახალგაზრდა ფეხბურთელი, მისთვის ჩვეული ცენტრალური მცველის ნაცვლად, დაცვის მარჯვენა ფლანგზე გამოიყენა.

მარკ ბარტრა პეპ გუარდიოლას ყურადღების მიქცევას განაგრძობდა. მიუხედავად იმისა, რომ ის “ბარსა ბ”-ს წევრად რჩებოდა, პერიოდულად ლა ლიგის, თასისა და ევროტურნირების მატჩებში მონაწილეობას მაინც ღებულობდა. მარკ ბარტრა მოხვდა 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრისა და 2012 წლის ესპანეთის თასის ფინალის განაცხადში. ბარტრა “ბარსელონას” პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი 2012 წლის 1 ივლისს გახდა.

სანამ ბარტრა პირველ გუნდს ოფიციალურად შეუერთდებოდა, მან ამ გუნდის მაისურით თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. 2011 წლის 21 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატში, მან “მალაგას” კარი დალაშქრა. “ბარსა ბ”-ში თამაშის დროს, 2 სეზონში ჩატარებულ 51 თამაშში, ბარტრას 2 გოლი აქვს გატანილი.

მარკ ბარტრას ესპანეთის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია. 20-წლამდელთა ნაკრებს ის მსოფლიოს ჩემპიონატზე კაპიტნობდა. ის ასევე არის კატალონიის ნაკრების წევრი.

თვისებები

მარკ ბარტრაში შერწყმულია სიმაღლე (183 სმ) და ტექნიკა. ის შეგვიძლია ხერარდ პიკეს შევადაროთ. ბარტრა კარგად თამაშობს მე-2 სართულზე, მას შეუძლია გუნდს ბურთზე კონტროლი დაუბრუნოს. გარდა ამისა, ბარტრა კარგად კითხულობს თამაშს, რაც მას განაპირა მცველების დაზღვევისა და რთულ სიტუაციებში დომინირების საშუალებას აძლევს. ის სწრაფი და საიმედო მცველია.

მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (5) – 2009/10, 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16

ჩემპიონთა ლიგა (2) – 2010/11, 2014/15

ესპანეთის თასი (2) –  2011/12, 2014/15

ესპანეთის სუპერ თასი – 2013/14

ევროპის სუპერ თასი – 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 2015/16