მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ამ სეზონში 50 გოლი მოუგროვდა

მესის ამ სეზონში 50 გოლი მოუგროვდა

გუშინდელ მატჩში კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, სანტანდერის “რასინგს” ორი უპასუხო გოლი გაუტანა. არგენტინელმა სამგზის “ოქროს ბურთის” მფლობელმა კიდევ ერთი დუბლი ჩაიწერა და ამ სეზონში უკვე 50–ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

 

ამ დროისათვის, მესის ანგარიშზე ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 30 გატანილი ბურთია. მას მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ ჯობნის, რომელსაც 2–ით მეტჯერ (32–ჯერ) აქვს მეტოქის კარი აღებული. ლეო ლიდერობს ბომბარდირთა დავას ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მას 12 გოლი დაუგროვდა მას შემდეგ, რაც ლევერკუზენის “ბაიერს” 5(!) გოლი გაუტანა.

 

“ლურჯ–ბროწეულისფერთა” ვარსკვლავმა თავი სხვა ჩემპიონაბშიც გამოირჩია. ესპანეთის თასზე მან 2 გოლი გაიტანა, ესპანეთის სუპერთასზე კი 3–ჯერ აიღო მეტოქის კარი. მესი კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოირჩა, სადაც 2–ჯერ შეარხია მოწინააღმდეგის კარის ბადე. არგენტინელმა “პორტუსაც” გაუტანა, რომელსაც “ბარსა” უეფას სუპერთასზე ეპაექრა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში