მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომარიო: “მესი ჯერ არ არის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი”

რომარიო: “მესი ჯერ არ არის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი”

კატალონიის “ბარსელონას” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რომარიო, დღეს გამოეხმაურა არგენტინელი ლიონელ მესის წარმატებით გამოსვლას. ლეო მართაც სასწაულებს აკეთებს და ხალხი უკვე ლეგენდად მოიხსენიებს მას. რომარიო თვლის, რომ ეს ჯერ ადრეა და 24 წლის მოთამაშე ჯერ არ არის მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო. სანდრო როსელმა რამდენიმე დღის წინ სწორედ ეს განაცხადა, რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ როგორც ჩანს, რომარიო მას არ ეთანხმება.

 

“დიახ, მესი მართაც ბრწყინვალე ფეხბურთელია, ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი, მაგრამ მას ჯერ არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი…ახლა ლეოს აქვს ის, რისთვისაც უნდა იბრძოლოს. მან არგენტინის ნაკრებშიც ისე უნდა ითამაშოს, როგორც ამას “ბარსელონაში” აკეთებს. როდესაც იგი მუნდიალს მოიგებს და თასს თავს ზემოთ აღმართავს, მაშინ უკვე მისი სახელი ჩაიწერება ყველაზე დიდი ფეხბურთელების გვერდით.” –განაცხადა რომარიომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში