საჩივრების განხილვის კომიტეტმა არ მიიღო “ბარსელონას” აპელაცია ჟერარდ პიკეს წითელ ბარათზე, რომელიც ფეხბურთელმა ხიხონის “სპორტინგთან” მატჩში მიიღო. შესაბამისად, სასჯელი ძალაში რჩება და პიკე გამოტოვებს პრიმერას მომდევნო მატჩს.
კომიტეტის უარის წერილი ს/კ “ბარსელონამ” გუშინ საღამოს მიიღო. შეგახსენებთ, რომ ხიხონის “სპორტინგთან” მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში პიკემ საკუთარ საჯარიმოს მისადგომებთან მეთოქე გუნდის ფეხბურთეი წააქცია, რისთვისაც მან მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო. მსაჯის გადაწყვეტილება კატალონიურმა გრანდმა გაასაჩივრა, თუმცა კომიტეტის მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.



