მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“ბაიერი”. ბუსკეტსი მატჩის წინ

“ბარსელონა”-“ბაიერი”. ბუსკეტსი მატჩის წინ

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ისაუბრა “ბაიერის მხრიდან არსებულ საშიშროებებზე, აღწერა ჟერარდ პიკეს მდგომარეობა და საკუთარი აზრი გამოთქვა მსაჯობასთან დაკავშირებულ თემებზე.

 

ლევერკუზენის “ბაიერთან” დაპირისპირებამდე, “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა პრეს-კონფერენცია გამართა. “ამ დაპირისპირების გეგმა კვლავ უცვლელია – უნდა მოვიგოთ ორივე მატჩი. ვიცით, რომ აქტივში ძალიან კარგი რეზულტატი გვაქვს, მაგრამ “ბაიერი” შეეცდება მომენტების შექმნას და ექნება გატანის მცდელობები. ეს გაცილებით უფრო გახსნილი მატჩი იქნება.” – განაცხადა სერხიომ.

ბუსკეტს ასევე ეჭვი ეპარება, რომ “ბაიერის” სამწვრთნელო შტაბისთვის მისაღები იქნება “ბურთი ბლობის 30%-ანი მაჩვენებელი“, როგორც ეს გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა გუშინ თქვა. “ისინი შეგვიტევენ, ისევე როგორც “ბაიარენაზე” გამართული მატჩის მეორე ტაიმში, და დაიჭერენ ბურთს, თუმცა ჩვენც ანალოგიური მიზნით გავალთ მოედანზე. მათთვის შეხვედრა უფრო რთული იქნება, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.”

 

ყურადღება სტანდარტულების მიმართ

კატალონიელთა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ “ბარსა” მუშაობს სტანდარტულ მდგომარეობებზე, რათა თავიდან აირიდოს უსიამოვნებები დაცვაში: “ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ სტანდარტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი არ არის დაკომპლექტებული მაღალი ფეხბურთელებით. რამდენიც არ უნდა მოამზადო დაცვის გეგმა, გადამწყვეტი მაინც ყოველთვის ბურთისთვის ბრძოლა ხდება.” – განაცხადა მან და იქვე დაამატა: “თუ დავკარგავთ ბურთს, ცხადია, რომ გაგვიჭირდება.”

ბუსკეტსმა ხოტბა შეასხა რენატო აუგუსტოს, გერმანული კანტერის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეს, და ისაუბრა “ბაიერის” შემტევი ძალაზე. “ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ისევე როგორც მისი ყველა თანაგუნდელი. ისინი  ძალიან მობილურები არიან და დიდი ძალებით გამოდიან მოედანზე. ისინი ძალიან ძლიერები არიან და თამაშობენ წინ. ჩვენ უნდა ვისარგებლოდ შექმნილი სივრცეებით.”

 

პიკე ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული

ჟერარდ პიკეს გარშემო არსებულ დისკუსიებისას ბუსკეტსმა განაცხადა, რომ “ბარსას” ცენტრალური მცველი სრულად არის კონცენტრირებული ჩემპიონთა ლიგის მატჩზე: “ის კარგადაა, კონცენტრირებულია ხვალინდელ მატჩზე. რაც მოხდა, მოხდა. ამ თემასთან დაკავშირებით უამრავმა ადამიანმა გამოთქვა საკუთარი აზრი, ჩვენ კი მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ.”

ბუკსეტსი დაეთანხმა მოსაზრებას, რომელიც რამდენიმე დღის უკან თავისმა თანაგუნდელმა, ადრიანომ გამოთქვა: “ადრიანო სავსებით მართალია. ხვალ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, ვთამაშობთ 1/4 ფინალის საგზურისთვის და გვსურს მხოლოდ ფეხბურთზე საუბარი.”

 

არავითარი კომენტარი ფრეიშასა და არბიტრებზე

შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა ტონი ფრეიშას მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ბუსკეტსმა უარი განაცხადა კომენტარის მიცემაზე: “მე არ ვაპირებ, შევეხო ამ თემას. აქ იმისთვისვარ, რომ ვისაუბრო ლევერკუზენის “ბაიერზე”, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია.”

მიუხედავად ამისა “ბლაუგრანას” “16”-მა ნომერმა აღნიშნა: “ყოველთვის პატივს ვცემთ არბიტრებს, რადგან ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება კარგად იმუშავონ. თუ განცხადებების გაკეთებაა საჭირო, ამას იზამს ხალხი, ვისაც ეს ევალება. ჩვენი საქმეა მატჩზე კონცენტრირება – ხვალ “ბაიერის”, ხოლო შემდეგ “რასინგის” წინააღმდეგ.”

 

არ არის დრო თასის ფინალზე ფიქრისა

ბუსკეტსმა არ გააკეთა კომენტარი “ვისენტე კალდერონეზე” ფინალის დანიშვნის თემაზე: “იქ ვითამაშებთ ფინალს. ამ შეხვედრაზე ფიქრები გვერდით გადავდეთ. ახლა უბრალოდ ვიცით დრო და ადგილი, სულ ეს არის.”

 

ალექსისის დანაკლისი

ბუსკეტსმა მწუხარება გამოთქვა ალექსის სანჩესის ტრავმასთან დაკავშირებით: “ბარსამ” დაკარგა ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელსაც გააქვს გოლები და აჩვენებს ძალიან კარგ თამაშს. ასეთები ხდება. ჩვენ უკვე ბევრი ტრავმირებული გვყავს. ღმერთმა ქნას, რომ ალექსისი მალე გამოჯანმრთელდეს, რომ დაგვეხმაროს ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში