კატალონიის “ბარსელონასა” და მექსიკის ნაკრების მცველმა რაფაელ მარკესმა, ისაუბრა საფრანგეთთან მატჩთან დაკავშირებით, რომელსაც რაფას გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში გამართავს: “საფრანგეთის ნაკრებთან მატჩი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მატჩი შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. ჩვენ შევეცდებით მოვიპოვოთ 3 ქულა, რათა ჯგუფიდან გავიდეთ. ფრანგების გარდა, ჯგუფში ჩვენს გვყავს საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, როგორებიცაა სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი. მუნდიალზე შეიძლება, მხოლოდ ერთი ან ორი შანსი გქონდეს და ჩვენ შევცდებით ჩვენი შანსის გამოყენებას,” განაცხადა მარკესმა.
წყარო:barca.ru


