დღეს “ბარსელონას” “სპორტინგთან” მატჩში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება. ესენი არიან ერიკ აბიდალი, სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი. ახლა კი გთავაზობთ ალტერნატივებს, რომლებიც პეპ გვარდიოლას გააჩნია ამ ფეხბურთელების ჩასანაცვლებლად.
სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი დისკვალიფიცირებულები არიან, ხოლო ფრანგ მცველს ტრავმა აწუხებს. “ბარსამ” ამ სეზონში უკვე მოასწრო რამდენიმე მატჩის ჩატარება ზემოთხსენებული ფეხბურთელების გარეშე. კატალონიურ კლუბს არგენტინელის გარეშე 6 მატჩი აქვს ჩატარებული, ბუსკეტსის გარეშე კი 14, ხოლო ერიკ აბიდალს 9 მატჩი აქვს გაცდენილი. ქვევით ჩამოთვლილია ფეხბურთელები, რომლებიც ამ მატჩებში ლეოს, სერხიოს და ერიკის შემცვლელები იყვნენ.
ლეო მესი
| ტურნირი | მატჩი | შემცვლელი |
| ლა ლიგა | “სოსიედადი”-“ბარსა” | სესკი |
| ჩემპ.ლიგა | “ბარსა”-“ბატე” | რაფინია |
| სამეფო თასი | “ჰოსპიტალეტი”-“ბარსა” | სესკი |
| სამეფო თასი | “ბარსა”-“ჰოსპიტალეტი” | სესკი |
| სამეფო თასი | “ბარსა”-“ოსასუნა” | კუენკა |
| სამეფო თასი | “ოსასუნა”-“ბარსა” | პედრო |
სერხიო ბუსკეტსი
| ტურნირი | მატჩი | შემცვლელი |
| ლა ლიგა | “ბარსა”-“რასინგი” | ტიაგო |
| ლა ლიგა | “ბარსა”-“სევილია” | კეიტა |
| ლა ლიგა | “ბარსა”-“სარაგოსა” | კეიტა |
| ლა ლიგა | “ბარსა”-“რაიო” | კეიტა |
| ლა ლიგა | “ბარსა”-“სოსიედადი” | დოს სანტოსი |
| ლა ლიგა | “ოსასუნა”-“ბარსა” | მასკერანო |
| ჩემპ.ლიგა | “ბატე”-“ბარსა” | კეიტა |
| ჩემპ.ლიგა | “ბარსა”-“ბატე” | დოს სანტოსი |
| სუპერ თასი(ესპ) | “რეალი”-“ბარსა” | კეიტა |
| სუპერ თასი(ევრ) | “ბარსა”-“პორტო” | კეიტა |
| სამეფო თასი | “ჰოსპიტალეტი”-“ბარსა” | კეიტა |
| სამეფო თასი | “ოსასუნა”-“ბარსა” | მასკერანო |
| სამეფო თასი | “ბარსა”-“ვალენსია” | ტიაგო |
| მსოფლიო თასი | “ბარსა”-“ალ საადი” | კეიტა |
ერიკ აბიდალი
| ტურნირი | მატჩი | შემცვლელი |
| ლა ლიგა | “სოსიედადი”-“ბარსა” | ადრიანო |
| ლა ლიგა | “ბარსა”-“რასინგი” | მაქსველი |
| ლა ლიგა | “ბარსა”-“სარაგოსა” | მაქსველი |
| ლა ლიგა | “ბარსა”-“სოსიედადი” | ადრიანო |
| ჩემპ.ლიგა | “ბარსა”-“ბატე” | მაქსველი |
| სამეფო თასი | “ჰოსპიტალიტეტი”-“ბარსა” | მაქსველი |
| სამეფო თასი | “ბარსა”-“ჰოსპიტალიტეტი” | პიკე |
| სამეფო თასი | “ბარსა”-“ოსასუნა” | პიკე |
| სამეფო თასი | “ოსასუნა”-“ბარსა” | ადრიანო |