ესპანელმა ჟურნალისტმა ხოსე რამონ ფერნანდესმა ინტერვიუ აიღო იოჰან კრუიფისგან. ჰოლანდიელმა ისაუბრა ფეხბურთზე, “ჩივასზე”, პარალელები გაავლო თავის ახალ კლუბს, 70-ანი წლების “აიაქსს”, “დრიმ თიმსა” და “პეპ თიმს” შორის.
კრუიფმა მიმოიხილა ფეხბურთი, რათა პარალელები გაევლო მექსიკურ კლუბს, 70-ანი წლების “აიაქსსა” და “დრიმ თიმს” შორის: “60-ანი წლების ბოლოს ჰოლანდიური ფეხბურთი იყო ძალიან ხარისხიანი, მაგრამ ჩვენ არ გვყავდნენ პროფესიონალები. იყვნენ ისეთები, რომლებიც კარგად თამაშობდნენ ბურთით. ჩვენ გვწვრთნიდა რინუს მიხელსი. გვქონდა ბაზა. ვტკბებოდით თამაშით და არ ვფიქრობდით შედეგებზე, მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ შესანიშნავი რეზულტატები დავდეთ ხარისხიანი თამაშის წყალობით.” როცა კრუიფს სთოხვეს, ერთმანეთისთვის შეედარებია ახლანდელი “ბარსა” და “ჩივასი”, მან ასეთი კომენტარი გააკეთა: “არცერთი კლუბი არ თამაშობს ისე, როგორც “ბარსელონა”. ის ყოველთვის ფლობს ბურთს. ისინი ქმნიან რიტმს და დომინირებენ მთელი მატჩის განმავლობაში. ის ვინც ფლობს ბურთს, ფლობს ყველა კოზირს.”
“ჩივასის” ახალმა სპორტულმა კონსულტანტმა განაცხადა, რომ მისი ყოფნით “ბარსელონასა” და კატალონიას შეეცვალა მენტალიტეტი: “კატალონიას დამარცხებულის მენტალიტეტი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ამის შეცვლა შევძელით. ჩვენ გავხდით ჩემპიონები. თუ გაქვს სუსტი წერტილი, უნდა იშრომო ბოლომდე, რომ მისგან დააღწიო თავი. უნდა მიაქციო ყურადღება ყველაზე უმნიშვნელო პრობლემებსაც კი. არ არსებობს დიდი პრობლემები, არსებობს უმნიშვნელო დეტალები. უნდა იპოვო ისინი და მიიღო შესაბამისი ზომები.”
შეკითხვაზე, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ჰოლანდიელმა უპასუხა: “საფეხბურთო სამყაროში არ არსებობს საუკეთესო, რადგან ფეხბურთში არის განსხვავებული პოზიციები. ჩემთვის ყველაზე ეფექტური ფეხბურთელია ლეო მესი, მაგრამ ასევე არის ასეთი ფეხბურთელი ჩავი, რომელიც ბრწყინვალედ ფლობს ბურთს, აძლევს თამაშს რიტმს. ის დიდებული მოთამაშეა, მაგრამ სრულიად განსხვავდება მესისგან. ისინი ყველანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ შეადარო თავდამსხმელი მეკარეს არის სრული სისულელე. ძნელია იმის თქმა, თუ ვინ არის საუკეთესო. მე ვთვლი, რომ მესი ყველაზე ეფექტური ფეხბურთელია, რაც შეეხება საუკეთესოს, მე ჩავის ვირჩევ.”
კრუიფი თვლის, რომ ოდესმე “ჩივასიც” მიაღწევს იმ სიმაღლეებს, რასაც მიაღწია “აიაქსმა” და “ბარსამ”: “მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ეს შეუძლებელია და სწორედ ეს მაძლევს ძალიან დიდ მოტივაციას. მექსიკური კლუბი მაგონებს 70-ანი წლების “აიაქსს”, “ლა მასიას” და შესაბამისად მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სწორი მუშაობის შედეგად “ჩივასს” ძალუძს, რომ გაიბრწყინოს.”



