სესკ ფაბრეგასი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ჩემპიონატჩი რთულ მდგომარეობაში იმყოფება. კატალონიელები ლიდერ ”რეალს” 10 ქულით ჩამორჩებიან. ამის გამო ”ბარსას” ჩემპიონის ტიტულის დაცვა ძალიან გაუჭირდება. 24 წლის კატალონიელი არ მალავს, რომ გუნდი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.
”სიტუაცია პრიმერაში ძალიან რთულია, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება ბოლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავნებდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუმცა ჩვენი პრორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა”.
მიმდინარე სეზონში ბევრ კამათს იწვევს მსაჯების გადაწვეტილებები. სესკმა ასევე მსაჯების შესახებ გააკეთა კომენტარი: ”ინგლისის ჩემპიონატში ბევრ რამ უფრო განვითარებულია, ვიდრე ესპანეთში. მაგალითად, ინგლისში ცუდი გადაწყვეტილებებისთვის მსაჯებს სჯიან. მსაჯების სამუშაო რთულია, ამიტომაც მათ პატივი უნდა ვცეთ და ვაცადოთ ზეწოლის გარეშე მუშაობა. ისინი პროფესიონალები არიან და მათ 100 პროცენტით ვენდობი”.
ასევე სესკს პეპ გვარდიოლას კონტრაქტის შესახებ შეეკითხნენ, რომელსაც ვადა ივნისში უმთავრდება. მწვრთნელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია გააგრძელებს თუ არა კატალონიურ კლუბში მუშაობას.
”ჩვენ სიმშვიდეს ვგრძნობთ. გვარდიოლას დამსახურებით გუნდი ასეთი გახდა. გასახდელში ყველა მწვრთნელზე ფიქრობს, ჩვენ მას ვენდობით და გვიყვარს. ის იდეალური ადამიანია ”ბარსელონასთვის”. ყველამ იცის, რომ ”ბარსას” გაწვრთნა ყოველდღიური ზეწოლაა, ამიტომაც გვარდიოლას სიმშვიდე სჭირდება. რთულია გუნდის მის გარეშე წარმოდგენა. მან ასევე უნდა იფიქროს შვილებზე, ოჯახზე. გვჯერა, რომ ის მაინც დარჩება ჩვენთან” – დაასრულა სესკმა.



