”Canal 9”-სთან მიცემულ ინტერვიუში ”VOS Marketing”-ის გენერალურმა დირექტორმა, ვიქტორ ონიატემ განაცხადა, რომ დავიდ ვილია მოედანს აპრილის ბოლოს დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ვილიამ ტრავმა 15 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მიიღო. ოპერაციას მას 19 დეკემბერს ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა განაცხადეს, რომ დავიდი ვარჯიშს 4 თვეში განაახლებდა.
”დავიდი ფენომენალურად უძლებს ყველაფერს და იმაზე მეტად ვარჯიშობს, ვიდრე მაშინ, როცა მოედანზე სათამაშოდ გადიოდა. ის კონცენტრირებულია ”ბარსაში” თამაშზე და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებაზე. მისი დაბრუნების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა აღდგენითი პროცესი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას საქმეში აპრილის ბოლოს ვიხილავთ” – განაცხადა ონიატემ.


