2005 წლის 23 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” დაამარცხა “ჩელსი”, ანგარიშით 2:1. პირველ ტაიმში საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი ბელეტიმ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მოედნიდან გააძევეს დროგბა. მატჩის გმირი გახდა შეცვლაზე შემოსული მაქსი ლოპესი, რომელმაც გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. კატალონიელებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, თუმცა მეტოქის კარის აღება მეტჯერ ვერ მოახერხეს. ორი კვირის შემდეგ გამართულ საპასუხო მატჩში “ბარსა” დამარცხდა ინგლისში, ანგარიშით 4:2. მატჩის მე-20 წეუთზე “ჩელსი” უკვე 3:0-ს იგებდა, მაგრამ რონალდინიომ პირველივე ტაიმში დუბლის გაფორმება შესძლო. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, გადამწყვეტი გოლი გაიტანა ჯონ ტერიმ და “ბარსელონა” ასპარეზობას გამოთიშა.

23 თებერვალი
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


