მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი: ”ჩემპიონთა ლიგა პრიმერაზე იმოქმედებს”

ვალდესი: ”ჩემპიონთა ლიგა პრიმერაზე იმოქმედებს”

”ბარსას” მეკარეს სწამს, რომ კარგი შედეგები ჩემპიონთა ლიგაზე კარგ ეფექტს მოახდენს მადრიდის ”რეალთან” სხვაობის შემცირებაზე პრიმერა დივიზიონში. ვალდესმა განაცხადა, რომ მათ ლა ლიგა წაგებულად არ მიაჩნიათ და ”მოგებები კვლავ დაიწყება”.

ვიქტორ ვალდესი თვლის, რომ სამშაბათს ლევერკუზენის ”ბაიერის” დამარცხება ძალიან მნიშვნელვანი იყო გუნდისთვის. კიპერმა განაცხადა: ”ჩვენ კარგად ვიასპარეზეთ შეჯიბრში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის… ეს კი მეტ შემართებას მოგვცემს ჩემპიონატის შეხვედრებში. ვიქტორი მიიჩნევს, რომ ”ბაიარენაზე” გუნდმა ის თამაში აჩვენა, რომელიც სეზონის დარჩენილ დროს უნდა წარმოაჩინოს: ”ჩემპიონთა ლიგა იმოქმედებს იმაზე, თუ რა მოხდება პრიმერაში”.

ვალდესი დარწმუნებულია, რომ გუნდს შეუძლია მადრიდის ”რეალთან” 10 ქულიანი სხვაობის შემცირება: ”თუკი შევხედავთ წელს გასვლით მატჩებში დაფიქსირებულ შედეგებს ვნახავთ, რომ იქ იმას ვერ მივაღწიეთ, რისი იმედიც გვქონდა. ამიტომაც ვართ ახლა 10 ქულით უკან მადრიდელებზე, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაგრძელებთ რწმენას და ბრძოლას”.

პიკეს არყოფნა

ვალდესი დიდ ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ ”ბაიერთან” პიკე ტრიბუნაზე იჯდა. ”ამ საკითხზე ბევრი ფიქრი საჭირო არაა. ის მსოფლისო საუკეთესო ცენტრალური მცველია და ეს ბევრჯერ გვაჩვენა. ეს იმ დღეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო” – განაცხადა მან და დაამატა, რომ ”მე ვერავითარ ცვლილებას ვერ ვხედავ მასში. ის ვარჯიშობს ისე, როგორც არასდროს და ძალიან მონდომებულია”.

ჩავი ერნანდესი ასევე ვერ მოხვდა მატჩის განაცხადში გერმანული გუნდის წინააღმდეგ. ვალდესი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ის აკლია გუნდს: ”ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის… ის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებას ცდილობს. დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაბრუნდება”.

შექება ალექსის

”ბარსას” კიპერმა ალექსის სანჩესის კარგი ფორმაც აღნიშნა: ”ის ფენომენალურია. მას ადაპტირებისას არავითარი პრობლემა არ ჰქონია და ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს… ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში