მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექსისი ძირითადში თამაშს გატანილი გოლებით აღნიშნავს

ალექსისი ძირითადში თამაშს გატანილი გოლებით აღნიშნავს

ჩილელი ალექსის სანჩესი, რომელიც ”ბაიერთან” მატჩში ძირითადში იყო 2 გატანილი ბურთით გამოირჩა. ერთადერთი შეხვედრა, სადაც ალექსისი ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლის გატანა ვერ მოახერხა მადრიდის ”რეალთან”, ესპანეთის სუპერთასის მატჩია, რომელიც ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა.

აღსანიშნია ისიც, რომ ჩილელი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში. ამისთვის მან პეპ გვარდიოლას მადლობა 2 გატანილი გოლით მოუხადა. ჩილელმა ასევე პირველად გაიტანა გოლი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში.

”ბარსას” ახალწვეულმა შესანიშნავად იცის, თუ როგორ გაიტანოს გოლი მაშინ, როცა ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. ასე მოხდა პრიმერას მე-2 ტურის მატჩში, ”ვილიარეალთან” და ესპანეთის თასის შეხვედრაში, ”ოსასუნასთან”.

გამონაკლისი – ესპანეთის სუპერთასი

14 აგვისტოს ”ბარსელონა” მადრიდის ”რეალს” ესპანეთის სუპერთასის მატჩში, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” შეხვდა. სიურპრიზი ალექსის სანჩესის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა იყო. ეს იყო ერთადერთი მატჩი, სადაც ჩილელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ვერ შეძლო გოლის გატანა. ევროპის სუპერთასზე და საკლუბო ჩემპიონატზე ალექსისი ან საერთოდ არ თამაშობდა ან შეცვლაზე შემოდიოდა მოედანზე.

გუნდის მე-3 საუკეთესო ბომბარდირი

ახლა სანჩესს ყველა ტურნირზე ერთად 11 გოლი აქვს გატანილი (8 პრიმერაში, 1 ესპანეთის თასზე და 2 ჩემპიონთა ლიგაზე). ეს გუნდის საუეკეთესო ბომბარდირებს შორის ჩამორჩება მესის (38) და ფაბრეგასს (15). ალექსისი საკუთარი რეკორდის განმეორებიდან ერთ ნაბოჯში იმყოფება – გასულ წელს ”უდინეზეს” შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად მან 12 გოლის გატანა მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში