ესპანური პრესის ცნობით, “ბარსელონას” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ლევერკუზენის “ბაიერთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური ეტაპის გასვლით მატჩში 1:3 იმარჯვეს.
“ჩვენ არცთუ ცუდ შედეგს მივაღწიეთ, თუმცა მშვიდად ყოფნის საფუძველი არ გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საკმაოდ რთული ტურნირია, სადაც უამრავი მატჩს ჩატარება გვიწევს. რაც შეეხება ჩავის დანაკლისს, ჩვენს მწვრთნელს პეპ გუარდიოლას სურს, რომ ის 100%-თ მზად იყოს თამაშისთვის. ჩავი ჩვენი ლიდერია.” – განაცხადა ფაბრეგასმა.



