workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” არქივიდან: საოცარი ჯუჯა – ლიონელ მესი. 2006 წ.

“ბარსას” არქივიდან: საოცარი ჯუჯა – ლიონელ მესი. 2006 წ.

გთავაზობთ სიახლეს!  მე თქვენ წარმოგიდგენთ სტატიებსა და ინტერვიუებს “ბარსას” ფეხბურთელებზე, რომლებიც წარსულში იქნებიან მომზადებული. სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების დახმარებით “გავაცოცხლოთ” ისტორია. სტატია, რომელსაც დღეისთვის შემოგთავაზებთ, ლიონელ მესიზეა. მომზადებულია დაახლოებით 4 წლის წინ, 2006 წლის მარტში, როდესაც ლეო 18 წლის იყო.

 

საოცარი ჯუჯა – ლიონელ მესი

მერიდება, როდესაც მარადონას მადარებენ

 

– მე ვიხილე ფეხბურთელი, რომელიც ჩემს ადგილს დაიკავებს არგენტინულ ფეხბურთში, – ეს სიტყვები არგენტინული ფეხბურთის ლეგენდას, დიეგო არმანდო მარადონას ეკუთვნის და მას მხედველობაში ჰყავს ლიონელ მესი, 18 წლის, 1.68 მეტრი სიმაღლის ჭაბუკი, რომელიც “ბარსელონას” ღირსებას იცავს.

მარადონა დარწმუნებულია, რომ მესი გენიაა.- იგი რონალდინიოსთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის გრძნობს ბურთს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას მეექვსე სიჩქარე აქვს, – ამბობს დიეგო, – და შესანიშნავი იქნება, რომ ჩვენ მას გერმანიაში ვიხილავთ.

ლონდონის “ჩელსისთან” მატჩის შემდეგ პატარა მესი გიგანტად იქცა. არადა, მისი კარიერა მანამდე დასრულდებოდა, სანამ დაიწყებოდა. 13 წლის მესიზე არგენტინელმა მედიკოსებმა ხელი ჩაიქნიეს. მას მასინვე დაუსვეს დიაგნოზი: გენეტიკურად განსაზღვრული დაბალი სიმაღლე. იგი მაშინ 1.43 მეტრი იყო სიმაღლეში, ხოლო “რივერ პლეიტმა”, კლუბმა, სადაც ლიონელი ვარჯიშობდა, მკურნალობის ხარჯების გაღებაზე უარი განაცხადა.

მამამისი ხავსს ჩაეჭიდა და ბიძაშვილს დაურეკა ესპანეთში. ეს იყო სატელეფონო ზარი, რომელმაც შემდეგ მილიონობის ევროს ღირებულების კონტრაქტი მოიტანა. მესი “ბარსელონაში” ჩაიყვანეს და სკაუტებმა სასწაული იხილეს, მათ მეტყველების უნარი წაერთვათ.

– “მარსელიც” კი დაინახავდა რა შესაძლებლობის პატრონი იყო ეს ბიჭუნა, – განაცხადა ერთ-ერთმა სკაუტმა.

კატალონიურმა კლუბმა მაშინვე გამოყო თანხა მესის ჰორმონალური მკურნალბისთვის და წარმატებასაც მიაღწია.

კარლოს რექსაჩი, “ბარსელონას” იმდროინდელი ტექნიკური დირექტორი, მაშინვე მიხვდა, რომ მის ხელში ბრილიანტი მოხვდა. თავისი კლუბის რესტორანში მან ოფიციანტს მოსთხოვა მიეტანა ქაღალდები, რომელზეც მესის ადვოკატთან ერთად მოეწერა ხელი და რესტორანშივე გაფორმდა კონტრაქტი. მას შემდეგ ხუთი ხელი გავიდა და მესი უკვე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. მას “ბარსასთან” ცხრაწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომელშიც არის მუხლი, სადაც მითითებულია, რომ კლუბიდან მისი გამოსყიდვის მსურველმა ზუსტად 145 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს!

მის შემთხვევაში ყველაფერი ისეა, როგორც ზღაპარში. მესი ძალიან ღარიბი ოჯახიდანაა. მამა, ხორხე (ამჟამად ისიც ბარსელონაში მუშაობს) ფოლადჩამომსხმელი ქარხნის უბრალო მუშა იყო. დედა, სელია, ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი სხვებისგან განსხვავდებოდა.

– მას მხოლოდ ფეხბურთის ყურება სურდა. ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ მულტფილმებისთვის ეყურებინოს, – აცხადებს ლიონელის დედა.

მესი, მიუხედავად თავდატეხილი დიდებისა, ღრუბლებში არ დაფრინავს, ყველაფერს საღი გონებით აფასებს და მყარად დგას მიწაზე. მან კარგად იცის, რომ ჯერ არაფერი მოუგია და მომავალი წარმატების საწინდარი დაუღალავ შრომაშია.

 

– პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ცხოვრებაში ყველაზე უარესი ინტერვიუს მიცემაა?

– სიმართლე გითხრათ, დიახ, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია და სეგუებული ვარ. საქმე ის კი არ არის, რომ ჟურნალისტები ცუდად მეპყრობიან, უბრალოდ, საუბრის დროს თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. კარგად ვიცი, რომ საუბარი არ გამომდის.

– ბოლო დროს ყველაზე იმაზე საუბრობს, რომ თქვენ იდუმალი მფარველი გყავთ…

– გარწმუნებთ, არავის მფარველობა და პროტექცია არ მჭირდება. ძალიან მშვიდად ვარ. მე უბრალოდ ფეხბურთის თამაში მსურს, ეს არის ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მომწონს. ჩემზე ამჟამად ბევრ კარგს ამბობენ, მაგრამ ეს ჩემზე გავლენას არ ახდენს, საკუთარი თავის შეცვლას არ ვაპირებ.

– მარადონასთან შედარება არ გაშინებთ?

– ეს ჟურნალისტების ეშმაკობებია. როდესაც ამის შესახებ მეკითხებიან, არ ვიცი, რა ვუპასუხო. ახლახანს ერთმა გოგონამ გერმანული ტელევიზიიდან დამისვა კითხვა, მე კი უბრალოდ არ ვიცოდი, რა მეპასუხა. რა შემიძლია გითხრათ? რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ თქმით ვერაფერს ვიტყვი.

– არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, პეკერმანმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენი იმედი აქვს.

– არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ცოტა მატჩი მაქვს ჩატარებული და ჯერ არ ვიცი, რა და როგორ იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.

– ისევე, როგორც “ბარსელონაში” ?

– დიახ. უნდა ვისწავლო და ვითამაშო ფეხბურთი.

– როგორც ჩანს, მცირე ჩავარდნის შემდეგ თქვენმა გუნდმა ისევ დაიბრუნა სათამაშო ფორმა.

– დიახ, რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ ჩვენ ისევ მძღოლის სავარძელში ვზივართ და მანქანას ვმართავთ.

– საკმარისი დრო გქონდათ “ჩელსისთან” მატჩის გასაანალიზებლად, როგორ შეაფასებდით საკუთარ თამაშს?

– ვცდილობ, ყოველთვის შევინარჩუნო სიმშვიდე. კმაყოფილი ვარ თამაშის შედეგით და მიმდინარეობით. კარგი შედეგი იყო და მახარებს ის შექება, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაიმსახურა მატჩის შემდეგ.

– კრესპოს თუ ესაუბრეთ “ჩელსისთან” მატჩის თაობაზე?

– არავითარი კომენტარი.

– არ გიჭირთ მიწაზე დგომა იმ ქების შემდეგ, რომელსაც თქვენი თამაშის შემდეგ ისმენთ?

–  რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც შენს შესახებ ამდენ კარგს ამბობენ, თავსაც მშვენივრად ვგრძნობ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. გარდა ამისა, გუნდს ჯერ არაფერი მოუგია. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის, როგორც პრიმერაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

– “ჩელსისთან” მატჩი თქვენს კარიერაში საუკეთესო იყო?

–  რა თქმა უნდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იმის გათვალისწინებითაც, ვის წინააღმდეგაც ვთამაშობდით. ეს მატჩი “რეალთან” მატჩის თანასწორი იყო. ორივე დიდი გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მნისვნელოვანია.

– შეკრებები არ მოგწონთ?

– აქ ვერ გახვალ სასეირნოდ. ბევრ დროს ვატარებთ სავარჯიშო დარბაზში, თუმცა ამასაც აქვს დადებითი მხარეები. 

– კრუიფი ამბობს, რომ ფეხებში ჩარტყმის სიმულირება შეუძლებელია.

– ის ასე ამბობს? მშვენიერია! მე ეს არ ვიცოდი. მართალია, ამის სიმულირება შეუძლებელია.

– ნაკრებში თავს მთავარ როლში გრძნობთ?

– მე ერთ-ერთი რიგითი მოთამაშე ვარ, არაფრით გამორჩეული.

– არგენტინის ნაკრებში თამაში თქვენთვის იგივეა, რაც “ბარსელონაში” ?

– დიახ. ყველა მატჩში ვცდილობ გავაკეთო მაქსიმუმი, ბოლომდე დავიხარჯო. 

-“ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება გსურთ?

– კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს გზაც რთული და გრძელია. ჩვენ ლონდონშიმნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგითმ თუმცა ჯერ “ჩელსი” არ დაგვიმარცხებია.

10 მარტი, 2006 წელი.

ეს სტატია მოვამზადე საცდელად. თუ მოგეწონათ და კიდევ გსურთ სხვა ძველი ინტერვიუებისა და სტატიების წაკითხვა სხვა “ბარსას” ფეხბურთელებზე, აუცილებლად დავწერ.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში