workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა:”თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ მოედანზე გასასვლელად”

ინიესტა:”თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ მოედანზე გასასვლელად”

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ იგი თავს კარგად გრძნობს და მზადაა შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ, იტყობინება AS. ინიესტას თქმით, იგი მზადაა, გუნდს შვეიცარიასთან გამარჯვებაში დაეხმაროს, რადგანაც იგი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება: “რატომ არ უნდა გავიდე მოედანზე, როდესაც თავს სრულიად კარგად ვგრძნობ? არ ვფიქრობ, რომ მე გარისკვა მჭირდება. მე ამის შესახებ ვესაუბრე დელ ბოსკეს, ამიტომაც არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ არ ვითამაშო,” განაცხადა ინიესტამ.

 

წყარო:barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში