1977 წლის 6 თებერვალს, პრიმერას 21-ე ტურის მატჩში “მალაგას” წინააღმდეგ, მთავარმა არბიტრმა მელერომ არ დანიშნა ორი შესაძლო პენალტი “ბარსას” სასარგებლოდ და ამავდროულად ჩათვალა “ბარსას” კარში ესტებანის მიერ თამაშგარე მდგომარეობიდან ხელით გატანილი გოლი. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მელერომ შეურაცხყოფისთვის გააძევა კრუიფი, რის შემდეგაც მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ. მოგვიანებით კრუიფმა აღნიშნა, რომ მან არა მსაჯს, არამედ თანაგუნდელ მანოლო კლარესს მიმართა. საბოლოო ჯამში “ბარსელონამ” მატჩი მოიგო, ანგარიშით 2:1, კრუიფმა კი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ჩემპიონატში მომდევნო გამარჯვების მოსაპოვებლად კატალონიელებს 2 თვიანი ლოდინი მოუხდათ.

6 თებერვალი
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.