“ვალენსიის” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას, არ ფიქრობს არანაირ ტრანსფერზე.
“ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ არის მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემთვის მთავარია “მუნდიალზე” კარგად ვითამაშო. მე ჯერჯერობით არ ვფიქრობ კლუბის შეცვლაზე. ესპანეთის ნაკრების დახმარებით, თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ.” ციტირებს სილვას სიტყვებს Sky Sports.
წყარო: sports.ru



