workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი შესანიშნავ ხასიათზეა

მესი შესანიშნავ ხასიათზეა

დიეგო მარადონოამ კიდევ ერთი პრესკონფერენცია გამართა ქალაქ პრეტორიაში და თავისთან ერთად კვლავ საკუთარი ახალგაზრდა “ორეული” ლიონელ მესი წაიყვანა. მარადონა და მესი ძალიან ნასიამოვნები ჩანდნენ პირველი სამი ქულის აღებით. “ჩვენ მოვიგეთ ჯგუფში გასამართი სამი მატჩიდან ერთ-ერთი, ეს მხოლოდ დასაწყისია.” ამ სიტყვებით დაიწყო დიეგო მარადონამ.

“შემდეგ თამაშებში უფრო მოვუმატებთ და იმ არგენტინას იხილავთ, რომელსაც ყველა ელის.

მე დავავალე ჩემ ფეხბურთელებს და მესი მუდმივად მომარაგდება ბურთით რადგან ის საოცრებებს აკეთებს, ეს კი ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს, ფეხბურთი არ იქნებოდა ასეთი ლამაზი რო არ არსებობდეს ლეო მესი.”

მესიმ საუბარი გუნდელების ხუან სებასტიან ვერონის, ანხელ დი მარიას და ხავიერ მასკერანოს შექებით დაიწყო: “მათი მთავარი დამსახურებაა ის, რომ მე ამდენი მომენტი შევქმენი ნიგერიელთა წინააღმდეგ, ისინი გუნდური თამაშის ნამდვილი პროფესიონალები არიან.”

მესი შესანიშნავ ხასიათზეა

მესის სიტყვებით არგენტინა მზადაა 1978 წლისა და 1986 წლის ტრიუმფი გაიმეოროს, რისი მიღწევაც ძალიან რთული იქნება, თუმცა არგენტინელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ცდილობს საკუთარ კლუბში თამაშის დონე ნაკრების მაისურითაც აჩვენოს, რისი ნათელი მაგალითიც ნიგერიასთან დაპირისპირება გახლდათ. ის ზუსტად იმ სტილში და იმ მონდომებით ასრულებდა ყველაფერს როგორც ამას კატალონიურ კლუბში აკეთებს.

“მე მაქვს უფრო მეტი კონტაქტი ბურთთან, ვიდრე აქამდე მქონდა ეროვნულ ნაკრებში და მომავალში შექმნილ მომენტებს იმედია უკეთ გამოვიყენებ. არგენტინის გულშემატკივარს სჯერა ჩემი გუნდის და ჩემი თამაშის, მე კი იმედებს არავის გავუცრუებ და ყველაფერს დავდებ მოედანზე რაც შემეძლება.

მთავარი ისაა, რომ თავის ძალიან კარგად ვგრძნობ, გამარჯვების განწყობაზე ვარ და მომავალი მატჩები გვიჩვენებს რა შეგვიძლია.”

soccerway.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში