
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ისაუბრა მისი გუნდის მზადებაზე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის, შვეიცარიის წინააღმდეგ.
“სამხრეთ აფრიკაში კომფორტული პირობებია, ამინდიც შესანიშნავია. ჩვენ მწყობრში ვართ. ამჟამად, ჩვენ მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ვფიქრობთ.
ანდრეს ინიესტა პირველივე წუთებიდან ითამაშებს. მე საკმარისი ხელმოსაჭიდები მაქვს, რომ განვაცხადო – ინიესტა ჯანმრთელადაა. დანარჩენებს რაც შეეხებათ, არ ვფიქრობ, რომ ტორესი-ვილას დუეტს ვიხილავთ.
ალექსანდრ ფრეის გარეშეც შვეიცარია საკმაოდ სახიფათო მეტოქეა. ვფიქრობ, ისინი ხუთი ნახევარმცველით ითამაშებენ, რაც ჩვენ პრობლემებს შეგვიქმნის”, – დელ ბოსკეს სიტყვებს ციტირებს Marca.
წყარო: Sports.ru



