ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი, დავიდ ვილია, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, აღტაცებას ვერ მალავს თავისი გუნდის წარმატებული გამოსვლის შემდეგ სამეფო თასის 1/4 ფინალში, “სანტიაგო ბერნაბეუზე”. იტყობინება ესპანური პრესა.
კატალონიელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს მადრიდელთა დამწუხრება. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა პირველი გოლი მატჩის დებიუტში გაუშვეს, რეაბილიტაცია სწრაფადვე მოახდინეს და შეხვედრა თავიანთ სასარგებლოდ შემოატრიალეს. საბოლოო ანგარიში 1:2.
“ბარსელონა” – შესანიშნავი გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთელებით. პუიოლი და აბიდალი შეუდარებელნი იყვნენ. ამას გარდა კარლესი ბრწყინვალე კაპიტანია.წინ კიდევ 90 წუთია, ვნახოთ რა მოხდება”. დაასრულა დავიდ ვილიამ.


