სპორტული ტანსაცმელის ბრენდი, ადიდასი ლეო მესის ზედიზედ მესამე ”ოქროს ბურთის” მოგებას ახალი ბუცით აღნიშნავს.
ადიდასმა შექმნა სპეციალური ოქროსფერი F50-ის ბუცი, რომელსაც ”ბარსელონას” ფეხბურთელი პირველად კვირას, ”ბეტისთან” მატჩში ჩაიცვამს. ბუცს სამი ზოლი აქვს, რომლებიც აღნიშნავენ წლებს (2009, 2010, 2011), რომლებშიც ლეო მესიმ ”ოქროს ბურთი” მოიგო. ამასთანავე ბუცზე გამოსახული ლეო მესის პირადი ლოგო და სიტყვები ”FIFA Ballon d’Or Player of the Year”, ”gracias a todos” და ”thanks to all”. იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი მხოლოდ კვირას არ შემოგვთავაზებენ სასწაულებს, არამედ ოთხშაბათს ”სანტიაგო ბერნაბეუზე”.