მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ესპანიოლი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ესპანიოლი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსას” მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე ხვალ, ”ესპანიოლთან” გასამართი მატჩის სირთულეზე ისაუბრა. კატალონიელი სპეციალისტი დერბის წინ გუნდის მოტივაციაზე საუბრობდა.

ხოსეპ გვარდიოლა მნიშვნელოვანი მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. გვარდიოლას ეჭვი არ ეპარება, რომ ”პოჩეტინიოს გუნდი ჩვენზე ზეწოლას შეეცდება. არ ვიცი ზუსტად რას გააკეთებენ ისინი, მაგრამ თუ კი გამოცნობაზე ვითამაშებთ მე არჩევანს ამ ვარიანტზე გავაკეთებდი. ”ესპანიოლი” არის გუნდი, რომელიც ინტენსიურად თამაშობს და ეძებს შანსებს”.

ამას გარდა მწვრთნელს ეჭვი არ ეპარება იმაში, თუ როგორი მატჩი გაიმართება ხვალ ”კორნელა ელ-პრატის” სტადიონზე: ”ყოველი გუნდი ეძებს გზას, თუ როგორ დაამარცხოს მოწინააღმდეგე. ეს ისტორიულად რთული მოედანია, ბოლოს და ბოლოს ეს დერბია”. საკუთარ გუნდზე საუბრისას პეპმა სიხარული გამოხატა ანდრეს ინიესტას დაბრუნების გამო: ”ინიესტა ნამდვილად შევა მატჩის განაცხადში. ძირითად შემადგენლობას როგორც წესი მატჩის დღეს ვადგენ. ის, რომ ანდრესი ბრუნდება და თავს კარგად გრძნობს შესანიშნავი სიახლეა”.

გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ხვალინდელი მატჩი უბრალოდ რიგითი შეხვედრა არ იქნება: ”უკვე არაერთხელ მითქვამს და მუდმივად ვიმეორებ, რომ ეს ერთ-ერთი იმ მატჩთაგანია, რომელსაც კალენდარში განსაკუთრებით ვღნიშნავთ”. ”ესპანიოლის” დასამარცხებლად ასარჩევი ტაქტიკის შესახებ პეპმა განაცხადა: ”ჩვენ განსაკუთრებულს არაფერს ვამზადებთ, უბრალოდ ვთამაშობთ ფეხბურთს, ვფლობთ ბურთს და ვუტევთ. რა თქმა უნდა ”ესპანიოლს” და სხვა გუნდებსაც ჰყვათ ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს რიგებშიც შესანიშნავად ითამაშებდნენ”.

ხვალინდელი მატჩის გარდა პეპმა აღნიშნა, რომ მისი პირადი ტიტულები მთელი გუნდის დამსახურებაა: ”გუნდს რომ ტიტულები ვერ მოეგო მე საუკეთესო მწვრთნელად არ დამასახელებდნენ. მე მარტო არ ვიგებ თამაშებს”.

ბოლოს კი ვარჯიშებზე მექსიკელი რაფაელ მარკესის მონაწილეობაზეც ისაუბრა პეპმა: ”ის დიდებული ადამიანია, რომლის მოსვლაც ყოველთვის გვიხარია. ის ჩვენს ვარჯიშებს ხარისხს მოუმატებს”.

ტრადიციული შეხვედრა

გვარდიოლა და პოჩეტინიო დღეს ”კორნელა ელ-პრატზე” შეხვდნენ. მწვრთნელები მოედანზე ხელის ჩამოსართმევად გავიდნენ. ორივე მწვრთნელმა მატჩის წინ ურთიერთპატივისცემა დააფიქსირა.

                                [media=http://www.youtube.com/watch?v=hV3oJJWdY8c]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში