რამდენიმე კვირის წინ, როდესაც კატალონიის “ბარსელონამ” ესპანეთის თასის 1/16 ფინალში “ოსპიტალეტი” 9:0 გაანადგურა, ხოსეპ გვარდიოლა ძლიერ გაბრაზდა. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს გაკვეთილი ჩაუტარა. “ბარსას” ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით, პეპი ძალიან ანერვიულებული ყოფილა. ახლა კი იხილეთ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო, რომელიც უეფას ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

