მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი:”ესპანიოლთან” დერბი მოტივაციას გვმატებს”

ბუსკეტსი:”ესპანიოლთან” დერბი მოტივაციას გვმატებს”

კატალონიის “ბარსელონას” 23 წლის ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ისაუბრა, ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩის შესახებ, სადაც მისი გუნდი კატალონიურ დერბიში “ესპანიოლს” დაუპირისპირდება:

 

”    ეს მატჩი არის დერბი და ეს ჩვენ მოტივაციას გვმატებს. ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ დადებითი შედეგის მისაღწევად, მაგრამ ძალიან რთული თამაში იქნება. “ესპანიოლი” შესანიშნავი გუნდია. მართალია მათ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გაუშვეს, მაგრამ ამ სეზონში მაინც კარგად გამოიყურებიან,” ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი.

 

ცნობისთვის ეს მატჩი კვირას თბილისის დროით 00:30 საათზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში