მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუარდიოლა: “გუნდი კარგად თამაშობდა მესის გარეშეც და მესისთან ერთადაც”

გუარდიოლა: “გუნდი კარგად თამაშობდა მესის გარეშეც და მესისთან ერთადაც”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გუარდიოლამ კომენტარი გაუკეთა “ოსასუნას”  წინააღმდეგ გამართულს მატჩს, სადაც “ბლაუგრანელებმა” 4:0 იმარჯვეს.

 

“მატჩის ბოლო წუთზე ტაბლოზე დაფიქსირდა ანგარიში 4:0, რაც ძალიან კარგი შედეგია. ჩვენ პამპლონაში კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო, ამიტომ ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის.” – განაცხადა გუარდიოლამ.

 

“ასევე მინდა ავღნიშნო გუნდის კარგი თამაში. ფეხბურთელები კარგად თამაშობდნენ მესის გარეშეც და მესისთან ერთადაც. მესი კი როგორც ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.” – დასძინა კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში