მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” “ციურიხის” მცველით დაინტერესდა

“ბარსა” “ციურიხის” მცველით დაინტერესდა

როგორც იტალიური წყაროები იტყობინებიან, კატალონიის “ბარსელონა” დაინტერესებულია შვეიცარიული “ციურიხის” 19 წლის მარცხენა მცველით, რიკარდო როდრიგესით, რომელიც წლევანდელ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

“ბლაუგრანას” ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კონკურენციას, იტალიური კლუბები, “ნაპოლი” და რომის “ლაციო” გაუწევენ. წყაროზე დაყრდნობით, “ბარსა” როდრიგესის შეძენას ზაფხულში გეგმავს.

წლევანდელ სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა “ციურიხის” შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა,სადაც 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში