მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2011 წელი–იანვრიდან დეკემბრამდე (განხილვა)(ნაწ. II)

2011 წელი–იანვრიდან დეკემბრამდე (განხილვა)(ნაწ. II)

 

მოდით სრულად განვიხილოთ 2011 წელი, რომელიც სულ მალე გაიხურავს კარს. რა იყო კატალონიის “ბარსელონასთვის” ამ წელს სასიხარულო და სამწუხარო? სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.

 

ივლისი

 

 

ზუსტად 3 დღის შემდეგ, რაც ჩილე გამოვარდა კოპა ამერიკიდან, ალექსის სანჩესი წარდგენილი იქნა, როგორც გუნდის პირველი შენაძენი 2011/12 წლების სეზონში. ის კვლავ არდადეგებზე იყო, როდესაც “ბარსელონამ” წისასეზონო შეხვედრები გამართა “ჰაიდუკ სპლიტთან“, “ინტერნაციონალ პორტო ალეგრესთან” და მიუნხენის “ბაიერნთან“. სანჩესი ასევე არ იყო გუნდთან ერთად ამერიკის ტურნეს დროს. ფეხბურთელი ნაყიდი იქნა იტალიური “უდინეზედან” 26 მილიონ ევროდ. “მე ბავშვობიდან ვოცნებობდი “ბარსელონაში” თამაშზე” –თქვა ჩილეელმა მას შემდეგ, რაც პირველად მოირგო ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური.

 

აგვისტო

 

 

ორ თვიანი არდადეგებისა და მომზადების შემდეგ, როგორც იქნა დაიწყო სეზონი. “ბარსელონამ” ესპანეთის სუპერთასზე ორი მატჩის ჯამში “რეალს” 5:4 სძლია. ორივე შეხვედრაში  კატალონიელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. კასილასის კარში გატანილი 5 გოლიდან, 3 ლიონელ მესის ანგარიშზე იყო. ამის შემდეგ იყო ევროპის სუპერთასი, სადაც “ბლაუგრანამ” კვლავ იმარჯვა, მესისა და კიდევ ერთი გამართლებული ტრანსფერის ხარჯზე; პორტუგალიელთა კარში მეორე გოლი სესკ ფაბრეგასმა გაიტანა, რომელმაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა კვლავ მოირგო ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმა. ეს იყო 15 შანსიდან მე–12 ტიტული გვარდიოლას ხანაში. საოცრება…

 

სექტემბერი

 

 

მუხლის ტრავმის დამარცხების შემდეგ, კარლეს პუიოლი მოედანზე სექტემბერში დაბრუნდა. ეს გახლდათ თვე, სადაც “ბარსელონამ” საოცარი გამარჯვებები მოიპოვა (“ოსასუნასთან” 8:0, “ატლეტიკოსთან” 5:0, “ბატესთან” 5:0). თუმცა ასევე იყო ცუდი შედეგებიც, მაგალითად ფრედ დამთავრებული შეხვედრები “მილანთან“, “ვალენსიასთან” და “სოსიედადთან“. საინტერესოა, რომ სამივე მატჩი 2:2 დასრულდა. ასევე ცუდი შემთხვევა იყო, როდესაც ანდრეს ინიესტამ იტალიურ გრანდთან დაპირისპირებაში ტრავმა მიიღო და 1 თვე ვერ შეძლო გუნდისთვის დახმარების გაწევა.

 

ოქტომბერი

 

 

ადამიანი, რომელიც არასოდეს დაივიწყებს ამ თვეს არის ისააკ კუენკა. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ვიქტორია პლზენის” (2:0) წინააღმდეგ შედგა, ხოლო 7 დღის შემდეგ იგი უკვე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და 90 წუთი დაჰყო მოედანზე “გრანადასთან” დაპირისპირებისას (0:1). “ბარსა ბ–ს” ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიაყენა ალექსისს და პედროს, როდესაც მათ ამცნო, რომ იგი ისეთივე შესანიშნავია, როგორც ისინი და უკვე გვარდიოლას ერთ–ერთი ვარიანტია თავდასხმის ხაზში. მან ასევე გაიტანა პირველი გოლი, როცა კატალონიურმა გრანდმა “მალიორკასთან” მატჩში ქვა–ქვაზე არ დასტოვა და 5:0 მოიგო.

 

ნოემბერი

 

 

“ბარსელონამ” გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი, როდესაც მათ დაამარცხეს “სან სიროზე” “მილანი“. კატალონიელებმა, ვან ბომელის (ს.კ.), მესის და ჩავის გოლების წყალობით იმარჯვეს, ანგარიშით 3:2. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გვარდიოლამ ასეთი მაღალი დონის და დიდი მნიშვნელობის მქონე მატჩში გარისკა და გუნდი 3 მცველით გაიყვანა მოედანზე. ჯგუფში მოგების შემდეგ გაირკვა, რომ 1/8 ფინალში მათი მეტოქე გერმანული “ბაიერი” იქნება. დიდი სიხარულის მიუხედავად, გუნდმა სინანულიც განიცადა, როცა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შეხვედრაში “ხეტაფესთან” 0:1 დამარცხდა და დაკარგა უმნიშვნელოვანესი ქულები.

 

დეკემბერი

 

 

 

2011 წელს საოცარი დასასრული ჰქონდა. “ბარსამ” “ბერნაბეუზე” კიდევ ერთხელ დაამარცხა “რეალი“, ანგარიშით 3:1. კატალონიელებმა მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმეს და პრაქტიკულად დაჯაბნეს ისინი. შემდეგ იყო მოგებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” ყატარული “ალ–სადი” და ბრაზილიური “სანტოსი” ერთნაირი ანგარიშით, 4:0 გაანადგურეს და დამსახურებულად აღმართეს რიგით მე–13 თასი. სამწუხაროდ, სიხარული არ იყო სრულფასოვანი, რადგან ძალიან დასანანი ფაქტი მოხდა–დავიდ ვილამ ფეხი მოიტეხა და 4–5 თვით გამოეთიშა ფეხბურთს. მან ოპერაცია ჩაიტარა და ყველაფერი კარგად დასრულდა. ახლა იგი რეაბილიტაციის კურსს გაივლის და იმედია მალე დაბრუნდება…

 

 

აი ასეთი საინტერესო იყო 2011 წელი “ბარსელონასთვის“. იმედია, მომავალი წელიც მთლიანობაში ისეთივე დადებითი იქნება, როგორიც ახლანდელი…

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში