მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანრი შეიძლება ”არსენალში” დაბრუნდეს

ანრი შეიძლება ”არსენალში” დაბრუნდეს

”არსენალი” გეგმავს ”ნიუ იორკ რედ ბულსის” თავდამსხმელი, ტიერი ანრი არენდით აიყვანოს 2 თვით.

ამჟამად 34 წლის ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც 2010 წლიდან ამერიკაში ასპარეზობს ფორმის შესანარჩუნებლად ”არსენალთან” ერთად ვარჯიშობს ამერიკის ლიგის დასრულების შემდეგ. ადრე მედია საშუალებები ავრცელებდნენ ცნობას, რომ ანრი შეიძლება ”ევერტონში” გადასულიყო.

”კანონირებს” წლის დასაწყისში თავდამსხმელის შეძენა დასჭირდებათ, რადგან კოტ დივუარელი ჟერვინიო და მაროკოელი მარუან შამახი იძულებულნი იქნებიან აფრიკის თასზე ნაკრებებთან ერთად გაემგზავრონ.

”ამაზე უნდა ვიფიქრო. მცირეხნიანი არენდა იდეალური იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ ჯერ ეს არ განხილულა” – განაცხადა არსენ ვენგერმა.

ტიერი ანრი ”არსენალში” 1999 წლიდან 2007 წლამდე ასპარზობდა. 8 წლის განმავლობაში მან 2-ჯერ მოიგო პრემიერ-ლიგა და გახდა კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი, გაიტანა რა 226 გოლი 369 მატჩში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში