იმის მიუხედავად, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა თავის გუნდთან არც თუ ისე დიდი ხნის წინ 2014 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, კატალონიის “ბარსელონამ” მაინც მოიპოვა უფლება მისი შეძენის. ამიერიდან, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას თავისუფლად შეუძლია გადაიბიროს “სანტოსის” თავდამსხმელი.
“ლურჯ–ბროწეულისფერებს” ეს სიამონვება 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. ამაზე დაყრდნობით, თუ “სანტოსი” ახალგაზრდა ვარსკვლავს სხვა გუნდში გაყიდის, მაშინ კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული იქნება გადაუხადოს კატალონიელებს ორმაგი თანხა, ანუ 20 მილიონი ევრო. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, თუ “ბარსა” გადაიფიქრებს ნეიმარის შეძენას, მაშინ ზემოთ ხსენებული თანხა უბრალოდ დაკარგულ იქნება.
ასეთი დიდი ნაბიჯის მიუხედავად, შესაძლოა კატალონიურმა გრანდმა ბრაზილიელი ფეხბურთელი არ გადაიბიროს 2014 წლამდე. ნეიმარს ჯერ–ჯერობით საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში სურს უფრო განვითარება და მხოლოდ ამის შემდეგ ისეთ დიდ გუნდში თამაში, როგორცი “ბარსაა”.



