მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ: “ყველა “სანტოსს” ვქომაგობთ”

რონალდუ: “ყველა “სანტოსს” ვქომაგობთ”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “სანტოსი” შეხვდებიან, ბრაზილიელებს უგულშემატკივრებს.

 

“ძალიან ლამაზი და სასიამოვნო საყურებელი მატჩი გველის. რა თქმა უნდა ყველა “სანტოსს” ვქომაგობთ. ვიმედოვნებ, ეს იქნება პირველი ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ნეიმარის კარიერაში. ის ძალიან ნიჭიერია და მისგან დიდი ვარსკვლავი დადგება. იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა თავის გუნდს “ბარსასთან” შეხვედრაში წარმატება მოუტანოს.” –განაცხადა რონალდუმ Terra–სთან ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “სანტოსი” ერთმანეთს ხვალ, 14:30 სთ–ზე გაეჯიბრებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში