“სანტოსის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა კიდევ ერთხელ არ დაიშურა საქებარი სიტყვები კატალონიის “ბარსელონას” მიმართ და ამ გუნდს მსოფლიოს საუკეთესო უწოდა. ახალგაზრდა ვარსკვლავის თქმით, მისი დიდი სურვილია კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სწორედ “ლურჯ–ბროწეულისფერებს” გაუწიოს წინააღმდეგობა.
“ბარსელონა” ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ვიმედოვნებ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავალთ და სწორედ მათ შევხვდებით. ეს ჩემთვის ერთ–ერთი საუკეთესო დღე იქნება.” –განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ 1/2 ფინალში “სანტოსი” იაპონურ “კასავას” შეხვდება, ხოლო “ბარსელონა” ყატარულ “ალ სადის” დაუპირისპირდება.



