მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსეპ გვარდიოლა დაუმარცხებელია ”სანტიაგო ბერნაბეუზე”

ხოსეპ გვარდიოლა დაუმარცხებელია ”სანტიაგო ბერნაბეუზე”

პეპ გვარდიოლას, როგორც მწვრთნელის ციფრები მადრიდის ”რეალთან” გასვლით მატჩებში ძალიან პოზიტიურია. მას 5 მატჩიდან 3 მოგება და 2 ფრე აქვს ნათამაშები, მისმა გუნდმა გაიტანა 13 და საკუთარ კარში მიიღო 5 გოლი.

”ბერნაბეუ” ძალიან სანდომიანია გვარდიოლასთვის. მუდმივი მეტოქის მოედანზე პეპს 5 ვიზიტიდან მარცხი არცერთში განუცდია. ბალანსი ძალიან პოზიტიურია: 3 მოგება და 2 ფრე. თუკი მხოლოდ პრიმერას მატჩებს დავთვლით 2 მოგება და 1 ფრე.

პირველი ორი ვიზიტი, ორივე მოგება

პირველი ორი ვიზიტის დროს პეპ გვარდიოლას გუნდი ლა ლიგის გადამწყვეტ ფაზაში იყო. ორივე შემთხვევაში, ხუანდე რამოსის და მანუელ პელეგრინის გუნდების დამარცხება გადამწყვეტი აღმოჩნდა. პირველი ისტორიული 2:6 იყო. გოლები ანრის (2), მესის (2), პიკეს და პუიოლი ანგარიშზეა. მეორე შეხვედრა ამავე მნიშვნელობის იყო, რომელიც პედროს და მესის გოლებით ”ბარსამ” 0:2 მოიგო.

ორი ფრე და ერთი გამარჯვება მოურინიოს წინააღმდეგ

მისი მესამე ვიზიტი ბერნაბეუზე ოდნავ განსხვავებული იყო, ”ბარსას” წინ კლასიკოების მთელი სერია ელოდა. მატჩი 1:1 დასრულდა, გოლები მესიმ და რონალდომ გაიტანეს, ორივემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით. ამ ფრის შემდეგ ”ბარსა” ძალიან დაუახლოვდა პრიმერას ტიტულს. რამდენიმე დღის შემდეგ ”ბარსა” მადრიდში დაბრუნდა, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩის პირველი შეხვედრის გასამართად. ”ბარსელონამ” 0:2 გაიმარჯვა, ლეო მესის 2 გოლით მეორე ტაიმში გუნდი ძალიან დაუახლოვდა ”უემბლის” ფინალს.

უკანასკნელი ვიზიტი ”ბერნაბეუზე” რამდენიმე თვის წინ იყო, აგვისტოში. გუნდები ესპანეთის სუპერთასისთვის იბრძოდნენ. გვარდიოლას გუნდმა 2:2 ითამაშა, გოლები კი ვილიას და მესის ანგარიშზეა.

ასეთი კარგი შედეგები გვარდიოლასთვის, როგორც მწვრთნელისთვის განსხვავდება გვარდიოლას ფეხბურთელობის სტატისტიკიდან. ”ბერნაბეუზე” პეპს მხოლოდ ერთი მოგება აქვს 1993/94 წელს (0:1). დანარჩენი 6 ვიზიტიდან მან 3-ჯერ მარცხი იგემა, ხოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში